QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › თერაპია 2 · შეცდომებზე მუშაობა

თერაპია 2

1478 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

761

ჩამოთვლილთაგან, რომელი გამოკვლევის ჩატარებაა აუცილებელი დიაგნოზის დასაზუსტებლად, პერიფერიულ სისხლში ჰიპოქრომული, მიკროციტული ანემიის გამოვლენის შემთხვევაში:

762

ქვემოთჩამოთვლილი ცვლილებებიდან, რომელი შეიძლება განვითარდეს პერიფერიულ სისხლში, ქრონიკული სისხლდენების შედეგად:

763

ჩამოთვლილ სინდრომთაგან, რომელი ახასიათებს რკინის დეფიციტს:

764

რომელი დაავადებისთვისაა დამაზასიათებელი ე.წ სიდეროპენიური სინდრომი:

765

ახალგაზრდა ქალს, რომელსაც წლების განმავლობაში აღენიშნება ჭარბი მენსტრუაცია, გამოუვლინდა ე.წ სიდეროპენიური სინდრომი. რის განსაზღვრას ურჩევდით პაციენტს სისხლში?

766

მამაკაცს 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, წლების განმავლობაში პერიოდულად აღენიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ფარული სისხლდენა. რომელი დაავადება შეიძლება განუვითარდეს პაციენტს?

767

პაციენტს წლების განმავლობაში დარღვეული აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვა, რის გამოც განუვითარდა რკინის დეფიციტი. როგორ აისახება აღნიშნული ჰემოპოეზზე?

768

25 წლის ქალს, რომელსაც 5 წლის განმავლობაში ქონდა 3 ორსულობა და მშობიარობა, განუვითრდა სიდეროპენიური სინდრომი. ჩამოთვლილთაგან რა ცვლილებაა ყველაზე უფრო მოსალოდნელი პერიფერიულ სისხლში?

769

16 წლის სპორცმენი ვაჟი, რომელსაც მუდმივად ჰქონდა ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, რამოდენიმე თვის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა სიმაღლეში. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მას განუვითარდა სედეროპენიური სინდრომი. რა შეიძლებოდა ყოფილიყო აღნიშნულის მიზეზი?

770

ჩამოთვლილთაგან რა წარმოადგენს რკინის პრეპარატების თერაპიული ზემოქმედების მექანიზმს:

771

როგორია ფიზიკალური კვლევის მონაცემები ორგანიზმში რკინის დეფიციტის დროს?

772

რა ხანგრძლივობისაა რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის კურსი:

773

ჩამოთვლილთაგან რკინის პრეპარატების მიღების რომელ გზას ენიჭება უპირატესობა რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის დროს:

774

ჩამოთვლილთაგან, რომელი მონაცემი განსაზღვრავს ყველაზე უფრო რკინედეფიციტური ანემიის მკურნალობის დასრულების შესაძლებლობას:

775

ჩამოთვლილთაგან რა განსაზღვრავს ძირითადად რკინადეფიციტური ანემიის დროს ერითროციტული მასის ტრანსფუზიის საჭიროებას:

776

ჩამოთვლილთაგან რისი დანიშვნაა ყველაზე უფრო საჭირო რკინის პრეპარატებთან ერთად რკინაფიციტური ანემიის მკურნალობის დროს:

777

ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს გასტრომუკოპროტეინის სეკრეციის ნულამდე დაქვეითება:

778

რა აუცილებელი დამატებითი გამოკვლევა უნდა ჩაურტარდეს დიაგნოზის დასაზუსტებლად პაციენტს, რომელსაც პერიფერიულ სისხლში აღენიშნება ჰიპერქრომული, მაკრო-მეგალოციტური ანემია, ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია

779

60 წლის მამაკაცს, რომელსას 5 წლის წინ ჩაუტარდა კუჭის რეზექცია, განუვითარდა: საერთო სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, პარასთეზიები, დიარეა, პერიფერიულ სისხლში გამოვლინდა ღრმა ჰიპერქრომული მაკრო-მეგალოციტური ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია,. ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადებაა ყველაზე უფრო შესაძლებელი:

780

რა დროში ვითარდება უფრო ხშირად ვიტ. B12 დეფიციტური ანემია კუჭის რეზექციის შემდგომ:

განმარტებები