სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › თერაპია 2 · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია 2
25 წლის ახალგაზრდა ქალს რომელსაც ამზადებენ საოპერაციოდ კალკულოზური ქოლეცისტიტის გამო, გამოუვლინდა 180მმ-მდე გადიდებული ელენთა, აღნიშნავდა ბავშვობიდან სკლერების გარდამავალ სიყვითლეს. ყურადღებას იქცევდა ზომიერი ნორმოქრომული ანემია და მაღალი რეტიკულოციტოზი, მომატებული იყო არაპირდაპირი ბილირუბინი. რა დამატებითი გამოკვლევის ჩატარება ოქნებოდა საჭირო სავარაუდო მემკვიდრული დაავადების სადიაგნოსტიკოდ:
25 წლის ახალგაზრდა ქალს რომელსაც ამზადებენ საოპერაციოდ კალკულოზური ქოლეცისტიტის გამო, გამოუვლინდა 180მმ-მდე გადიდებული ელენთა, აღნიშნავდა ბავშვობიდან სკლერების გარდამავალ სიყვითლეს. ყურადღებას იქცევდა ზომიერი ნორმოქრომული ანემია და მაღალი რეტიკულოციტოზი, მომატებული იყო არაპირდაპირი ბილირუბინი. რომელ მემკვიდრულ დაავადებაზე მიიტანდით ეჭვს:
დაავადებათა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება მემკვიდრული მიკროსფეროციტული ჰემოლიზური ანემია:
დაავადებათა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თალასემია:
25 წლის ახალგაზრდა ქალს რომელსაც ამზადებენ საოპერაციოდ კალკულოზური ქოლეცისტიტის გამო, გამოუვლინდა 180მმ-მდე გადიდებული ელენთა, მიზეზის დასადგენად ჩაუტარდა გამოკვლევები და დაუდგინდა მემკვიდრული ჰემოლიზური ანემია, რომლის სამკურნალოდ პაციენტს ქოლეცისტექტომიასთან ერთად შესთავაზეს სპლენექტომიის გაკეთებაც. სავარაუდოდ რომელი დაავადება იყო შემთხვევით გამოვლენილი:
12 წლის ვაჟს განვითარებული კრიზისის გამო ჩაუტარდა გამოკვლევები და მკურნალობა ჰემეტოლოგიურ კლინიკაში. მკურნალობის შემდეგ პაციენტის მშობლები გააფრთხილეს, რომ მაქსიმალურად მორიდებოდნენ ბავშვისთვის მედიკამენტების მიცემას. რომელი მემკვიდრული ჰემოლიზური ანემია იყო დიაგნოსტირებული:
ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც დაავადებული იყო ქრონიკული აქტიური ჰეპატიტით, განუვითარდა ძლიერი საერთო სისუსტე, გაძლიერდა სიყვითლე არაპირდაპირი ბილირუბინის მომატების ზარჯზე. პერიფერიული სისხლის ანალიზით გამოვლინდა ნორმოქრომული ანემია და რეტიკულოციტოზი, დადებითი აღმოჩნდა კუმბსის რეაქცია, სავარაუდოდ რა დაავადებით გართულდა ქრონიკული ჰეპატიტი:
რა არის ლეიკემია:
რას ეფუძნება ლეიკემიების კლასიფიკაცია:
რომელი უჯრედები შეადგენენ სიმსივნის სუბსტრატს მწვავე ლეიკემიის დროს:
ჩამოთვლილთაგან, ლეიკემიის რომელ ფორმას ახასიათებს პერიფერიულ სისხლში ე.წ ლეიკემიური ჩავარდნა?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მონაცემები მიუთითებს ყველაზე მეტად ლეიკემიაზე?
ჩამოთვლილთაგან რომელი მიეკუთვნება ლიმფოიდურ ლეიკემიებს:
ჩამოთვლილთაგან რომელი მიეკუთვნება მიელოიდურ ლეიკემიებს:
ჩამოთვლილთაგან რომელი უჯრედები შეადგენენ სიმსივნის სუბსტრატს ქრონიკული მიელოლეიკემიია დროს:
ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელია ყველაზე უფრო დამაზასიათებელი ქრონიკული მიელოლეიკემიისათვის:
ჩამოთვლილი ცვლილებებიდან რომელი ახასიათებს ქრ. მიელოლეიკემიას:
ჩამოთვლილთაგან, რომელ დაავადებას ახასიათებს პერიფერიულ სისხლში ე.წ ,,ეოზინოფილურ-ბაზოფილური~ ასოციაცია:
ჩამოთვლილთაგან, რომელი ლაბორატორიული მონაცემები ადასტურებს საბოლოოდ ქრ. მიელოლეიკემიის დიაგნოზს?
ჩამოთვლილი სინდრომებიდან, რომელი ახასიათებს ერითრემიას (პოლიციტემიას):