QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › თერაპია 2 · შეცდომებზე მუშაობა

თერაპია 2

1478 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

121

ჩამოთვლილთაგან, რომელი პათოლოგია არ წარმოადგენს ღვიძლის ციროზის გართულებას?

122

რომელი ორგანოს კიბოს ერთ-ერთ ადრეულ სიმპტომს წარმოადგენს ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია?

123

ჩამოთვლილთაგან, რომელი სიმპტომის არსებობა არ არის დამახასიათებელი ჰემოლიზური სიყვითლისათვის?

124

ღვიძლის მიკრონოდულური ციროზის უხშირეს ეთიოლოგიურ ფაქტორია:

125

ჩამოთვლილთაგან რა არ მიეკუთვნება ვილსონის დაავადების დიაგნოსტიკურ მაჩვენებელს?

126

29 წლის მამამკაცი მოთავსდა კლინიკაში ჰიპერბილირუბინემიის გამო. Aარ სწუხს, ფიზიკალური და ლაბორატორული გამოკვლევით საყურადღებოა მხოლოდ ბილირუბინის მაჩვენებლები – ტოტალური ბილირუბინი 3,5მგ%, პირდაპირი ბილირუბინი – 0,4 მგ%. რა არის სავარაუდო დიაგნოზი?

127

ღვიძლის ქრონიკული დაავადებებიდან რომელია გლუკოკორტიკოიდების დანიშვნის ჩვენება?

128

ჩამოთვლილთაგან რომელი მოსაზრება არ არის მართებული ღვიძლის მწვავე უკმარისობის სინდრომისთვის?

129

რომელი ფერმენტის მეშვეობით წარმოიშობა კონიუგირებული (შეკავშირებული) ბილირუბინი ღვიძლის უჯრედებში?

130

რომელი მეტაბოლური დარღვევების მიზეზით არ ხდება სისხლში არაკონიუგირებული (თავისუფალი) ბილირუბინის შემცველობის მატება?

131

42 წლის პაციენტ ქალს აღენიშნება მეგალობლასტური ჰიპერქრომული ანემია. რა არის ამის უშუალო მიზეზი?

132

რომელი ორგანოს სიმსივნეა გასტრინომა?

133

რა არის ცოლინგერ-ელისონის სინდრომი?

134

რა ეწოდება უზმოდ აღებულ კუჭის წვენს?

135

ჩამოთვლილთაგან რომელი პრეპარატია ჰისტამინ H2 რეცეპტორების ბლოკატორი?

136

ჩამოთვლილთაგან რომელი პრეპარატია კუჭის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი?

137

რას ენიჭება მნიშვნელობა პიკის ფსევცდოციროზის (ღვიძლის) განვითარებაში?

138

რის შედეგად ვითარდება ღვიძლის კარდიალური ციროზი?

139

რომელ პრეპარატს არ ახასიათებს კუჭის ლორწოვანის გამაღიზიანებელი მოქმედება?

140

კუჭის რომელი ფუნქციური მდგომარეობისთვისაა დამახასიათებელი ყაბზობა?

განმარტებები