QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › თერაპია ორიგინალი · შეცდომებზე მუშაობა

თერაპია ორიგინალი

919 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

21

ავადმყოფი მამაკაცი, 53 წლის, უჩივის სიმძიმის შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ქვემო კიდურების შეშუპებას, რომელიც უფრო გამოხატულია საღამოს. კანი ციანოზურია. პალპაციით აღინიშნება ქვემო კიდურების შეშუპება. აუსკულტაციით - გულის ტონები მოყრუებული, სუფთა; პულსი ხშირი, რიტმული, საშუალო ავსების და დაჭიმულობის. სისხლის არტერიული წნევა 140/90 ოოსუ. ვენური წნევა იდაყვის ვენაში 180. გამოყავით სწორი პასუხი ქვემოთ მოყვანილი პათოლოგიური მდგომარეობებიდან:

22

მარჯვენა პარკუჭის უკმარისობისას აღინიშნება ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი, გარდა:

23

ტკივილი გულმკერდში და პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა უმეტეს წილად გვაფიქრებინებს:

24

ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელია პათოგნომური სტენოკარდიისთვის:

25

ეკგ-ზე ნორმალური PQRST კომპლექსის შემდეგ აღინიშნება დეფორმირებული QRST კომპლექსი, რომლის წინა R-R - ინტერვალი შემოკლებულია, შემდეგი კი გახანგრძლივებული. P კბილი გამოხატული არ არის. დაასახელეთ არიტმიის ტიპი:

26

პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიისთვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

27

რომელი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი სარქვლის დაზიანება სუბფებრილური ტემპერატურით, ედს-ის მომატებით და ემბოლიებით:

28

დილატაციური კარდიომიოპათიისთვის ჩამოთვლილი სიმპტომებიდან აუსკულტაციით დამახასიათებელია:

29

ვერაპამილი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც:

30

ჩამოთვლილი დიაგნოსტიკური ტესტებიდან რომელია უფრო სპეციფიური ფილტვის არტერიის ემბოლიისათვის:

31

რომელი დაავადების დროს არის წინააღმდეგნაჩვენები გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატების დიდი დოზებით გამოყენება:

32

პათოლოგიური Q კბილის არსებობა III და aVF განხრებში მიუთითებს:

33

რა ახასიათებს სრულ ატრიოვერტიკულურ ბლოკადას?

34

რენოვასკულურ ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით რომელი დებულებაა ჭეშმარიტი:

35

ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომლისთვის არის დამახასიათებელი სწრაფი "მხტუნავი" პულსი (კარიგანის პულსი)?

36

ჩამოთვლილიდან რა არ ახასიათებს აორტულ ნაკლოვანებას?

37

გულის წუთმოცულობის გასაუმჯობესებლად პოსტდატვირთვის შემცირება მიზანშეწონილია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, გარდა:

38

ავადმყოფი მამაკაცი, 59 წლის, აწუხებს სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება, ძლიერი შეტევითი შერეული ხასიათის ქოშინი, გულის ფრიალი. ობიექტურად იმყოფება იძულებით მჯდომარე მდგომარეობაში, ზემო კიდურებით ეყრდნობა მუხლებს, მკვეთრად გამოხატულია ციანოზი. სუნთქვა ზერელე, წუთში 32. ფილტვების ქვემო წილებზე მოისმინება მრავლობითი სველი წვრილბუშტუკოვანი ხიხინი, გულის ტონები შესუსტებული, პულსი წუთში 126, რიტმული. არტერიული წნევა 150/90 ოოსუ. დაასახელეთ ამ მდგომარეობის მიზეზი:

39

მარცხენა პარკუჭის უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

40

ავადმყოფი ქალი, 50 წლის, შემოვიდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჩივილებით ტკივილზე გულის არეში, რომელიც გრძელდება 2 საათის განმავლობაში. ეკგ-ზე მიოკარდიუმის უკანა კედლის ინფარქტი და ექსტრასისტოლური არიტმია. ფილტვებში - სველი ხიხინი ქვემო წილებში.გულმკერდის რენტგენოგრამაზე გულის ზომები ნორმის ფარგლებშია, პილუსები უმნიშვნელოდ გაფართოებული. მკურნალობა შედგება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილისაგან, გარდა:

განმარტებები