QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სტომატოლოგია: რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სტომატოლოგია: რეზიდენტურა

2509 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2381

გაიხსენეთ სტომატოლოგების მიერ რეკომენდებული კბილების გახეხვის ოპტიმალური დრო და ამ დროში ჯაგრისის მოძრაობის რაოდენობა:

2382

გაიხსენეთ შეიძლება თუ არა ბავშვთა ასაკში პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენის ჩატარებისას ულტრაბგერის გამოყენება წყლის ჭავლის გარეშე:

2383

ივარაუდეთ ის ცვლილებები, რომლებსაც იწვევს კბილთა განვითარების პერიოდში პროტეინის ნაკლებობა:

2384

გაიხსენეთ, რომელი ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ბავშვებში ჰიპერტროფიულ გინგივიტს:

2385

გაიხსენეთ ზედა მუდმივი საჭრელი კბილების ფესვის ფორმირების ვადები:

2386

გაიხსენეთ ქვედა მუდმივი პირველი მოლარის ფესვის ფორმირების ვადები:

2387

გაიხსენეთ ზედა მუდმივი მეორე მოლარის ამოჭრის ვადები:

2388

გაიხსენეთ დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვთა კბილების ზრდა-განვითარებაზე:

2389

გაიხსენეთ რა პერიოდი სჭირდება ამოჭრილი კბილის ფისურების მინანქრის მომწიფებას:

2390

გაიხსენეთ პირველი მუდმივი მოლარების ფისურების ჰერმეტიზაციის ოპტიმალური ასაკი:

2391

გაიხსენეთ სამწვერა ნერვის ანთების შესატყვისი ტერმინი:

2392

გაიხსენეთ სამწვერა ნერვის ანთების ფორმები:

2393

ივარაუდეთ დაავადება, რომლის კლინიკური სიმპტომები ჰგავს სამწვერა ნერვის ანთებას:

2394

ივარაუდეთ სამწვერა ნერვის ნევრალგიის გამომწვევი ფაქტორები:

2395

გაიხსენეთ ე.წ. `ჩახმახოვანი~ ზონების ხშირი ლოკალიზაცია ენის ნერვის ნევრალგიის დროს:

2396

დააკვირდით ვარიანტებს და იპოვეთ არასწორი დიაგნოზი:

2397

გაიხსენეთ სანერწყვე ჯირკვლების ციტომეგალიის გამომწვევი:

2398

გაიხსენეთ სანერწყვე ჯირკვლის ანატომია და ამოიცანით მისი სტრუქტურის არასწორი კომპონენტი:

2399

შეარჩიეთ ტუბერკულოზური სიალოდენტის კლინიკური ფორმების სწორი ვარიანტი:

2400

გაიაზრეთ ქვემოჩამოთვლილი კლინიკური სიმპტომები და მათგან შეარჩიეთ მიკულიჩის დაავადებისთვის დამახასიათებელი ტრიადა:

განმარტებები