QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სტომატოლოგია: რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სტომატოლოგია: რეზიდენტურა

2509 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

601

მიუთითეთ, ფიზიოლოგიურ რეზორბციის ტიპების სწორი ვარიანტი:

602

გაიხსენეთ ფესვების პათოლოგიური რეზორბციის დროს ძვლის წარმოქმნისა და ძვლის რეზორბციის პროპორცია:

603

გამოიცანით პერიოდონტიტის დროს სარძევე კბილების ექსტრაქციის ჩვენებანი:

604

ფესვის სიგრძის მერამდენედი ნაწილის რეზორბცია ითვლება კბილის ექსტრაქციის ჩვენებად:

605

რა კლინიკური სიმპტომებია დამახასიათებელი აპიკალური პერიოდონტიტისთვის:

606

ქვემოჩამოთვლილი მიზეზთაგან შეარჩიეთ ბავშვთა ასაკში პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანების ყველაზე ხშირი ფაქტორი:

607

გაიხსენეთ რომელი ინფექციური დაავადების დროს აღინიშნება პირის ღრუს ლორწოვანზე კოპლიკ-ფილატოვის ლაქები:

608

გაიხსენეთ ბავშვთა რომელ ინფექციურ დაავადებას ახლავს თან გლოსიტი:

609

პირის ღრუს რეციდიული აფთების კლინიკურ ნიშნებს ბავშვებში მიეკუთვნება:

610

შეარჩიეთ ანტივირუსული მოქმედების პრეპარატები:

611

შეარჩიეთ ბავშვის ასაკი, როდესაც სარძევე მოლარებში პულპიტების მკურნალობის ბიოლოგიური მეთოდის ჩატარება არამიზანშეწონილია:

612

სამკურნალწამლო ნივთიერებათა რომელ ჯგუფს აქვს კბილის პულპის სამუმიფიკაციო თვისება:

613

მოზრდილი ადამიანის გულის შეკუმშვათა ნორმალური სიხშირეა:

614

მოზრდილი ადამიანის სუნთქვის სიხშირე წუთში:

615

დიდი რაოდენობით სალიცილატების რეგულარული მიღება წარმოადგენს სტომატოლოგიური, განსაკუთრებით კი ქირურგიული მანიპულირების ჩატარებისას მნიშვნელოვან რისკს. მიუთითეთ მიზეზები:

616

სუნთქვის სიხშირის გაზრდას ეწოდება:

617

ჩამოთვლილი მდგომარეობიდან ტრაქეოსტომიის ჩვენებაა:

618

გულის გაჩერების ძირითადი მაჩვენებლებია:

619

მოზრდილებისათვის გულის არაპირდაპირი მასაჟის დროს ხელის გულები უნდა იმყოფებოდეს:

620

გულის გარე მასაჟის ეფექტურობაზე მეტყველებს:

განმარტებები