QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სტომატოლოგია: რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სტომატოლოგია: რეზიდენტურა

2509 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1201

განსაზღვრეთ ბავშვებში ტუჩის პლასტიკის ჩატარების ოპტიმალური ვადები და შეარჩიეთ სწორი პასუხი:

1202

გაიხსენეთ, რა არის ტუჩის პლასტიკის მიზანი, მისი ცალმხრივი ნაპრალის დროს?

1203

ახალშობილებში ტუჩის პლასტიკის ერთ-ერთი გართულება ჭრილობის კედლების ურთიერთდაცილებაა. შეარჩიეთ ამგვარ სიტუაციაში ექიმის სწორი ტაქტიკა:

1204

გაიხსენეთ სახის კიდევ რომელი პათოლოგია ახლავს თან სასისა და ალვეოლური მორჩის სრულ ნაპრალებს:

1205

გაეცანით ბავშვთა ასაკში სასის პლასტიკის მიზნებს და შემოთავაზებული ვარიანტებიდან შეარჩიეთ სწორი პასუხი:

1206

გაიხსენეთ, რა თავისებურებები ახასიათებს ბავშვის მოვლას სასის პლასტიკის შემდგომ 7-10 დღის მანძილზე?

1207

რა ტიპის საპირისპირო პათოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს ძვლისაზრდელაში მწვავე ჩირქოვანი პერიოსტიტის დროს:

1208

ემბრიოგენეზის რომელ პერიოდში მიიჩნევა ნაყოფის ზედა ტუჩისა და სასის ნაპრალი, როგორც ფიზიოლოგიური ნორმა:

1209

შეარჩიეთ სწორი ფორმულირება:

1210

რა ტიპის დეფორმაცია ახლავს თან ზედა ტუჩის თანდაყოლილ ფარულ ნაპრალს:

1211

შეარჩიეთ ის პათოლოგია, რომლის დროსაც ადგილი აქვს ცხვირის კან-ხრტილოვანი ნაწილის დეფორმაციას:

1212

რბილი და მაგარი სასის თანდაყოლილი ფარული ნაპრალის დროს მეტყველების დარღვევა გამოწვეულია:

1213

რბილი და მაგარი სასის თანდაყოლილი ნაწილობრივი ნაპრალის დროს მეტყველების დარღვევას იწვევს:

1214

რომელ ასაკშია რეკომენდებული ენის მოკლე ლაგმის კორექცია:

1215

ზედა ტუჩის ლაგამის დაბალმა მიმაგრებამ შეიძლება გამოიწვიოს:

1216

ყურის ნიჟარის განუვითარებლობა ახასიათებს:

1217

რომელი სინდრომისთვისაა დამახასიათებელი ყურისწინა კანხრტილოვანი რუდიმენტები:

1218

რა კლინიკური მდგომარეობა წარმოადგენს ზედა ტუჩის ლაგმის პლასტიკის დროს კომპაქტოსტეოტომიის ჩვენებას:

1219

მიუთითეთ კისრის შუა და გვერდითი კისტების მკურნალობის მეთოდები:

1220

გაიხსენეთ რადიკულური კისტების რენტგენოლოგიური მახასიათებელი:

განმარტებები