სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
ფილტვის ცენტრალური კიბოს დიაგნოსტიკის ყველაზე მარტივი, საკმაოდ ინფორმაციული და ადრეული მეთოდია:
ბრონქული სუნთქვა არ ახასიათებს:
ეოზინოფილია არ ახასიათებს:
ეოზინოფილური ინფილტრატის მიზეზი არ არის:
კრუპოზული პნევმონიისთვის არ არის დამახასიათებელი:
პნევმოკოკური პნევმონიის გართულებას არ მიეკუთვნება:
ფილტვის არამეტასტაზირებადი კიბოსთვის არ არის დამახასიათებელი:
40 წლის მამაკაცი უჩივის ხველას ნახველის დიდი რაოდენობით გამოყოით, განსაკუთრებით დილაობით, პერიოდულად აღენიშნება სისხლიანი ნახველი, ბრონქოსკოპიით არ დადასტურდა ბრონქის ობსტრუქციისა და სიმსივნის არსებობა. სავარაუდო დიაგნოზია:
სისხლიანი ხველა არ არის დამახასიათებელი:
ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელს არ ახასიათებს ნახველში ჰემოსდერინი?
რომელ დაავადებას ახასიათებს უზმოდ, დილაობით "სავსე პირით" ნახველის გამოყოფა?
ფილტვის რომელი პათოლოგიისთვის არის დამახასიათებელი "კონტინუას" ტიპის ცხელება?
სუნთქვის უკმარისობის მქონე ავადმყოფს ჩაუტარდა სპირომეტრიული გამოკვლევა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ობსტრუქციის მთავარი ინდიკატორი?
34 წლის ქალს აღენიშნება ცხელება. სახსრების ტკივილი და ასიმპტომატური ლიმფოადენოპათია. რენტგენოლოგიურად აღინიშნება შუასაყრის ლიმფოადენოპათია და დიფუზური პულმონური ინფილტრაციები. ბრონქოსკოპიის შემდეგ აღებულ ბიოფსიურ მასალაში ვლინდება გრანულომატოზური ცვლილებები. ანამნეზი და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ტუბერკულოზზე უარყოფითია. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
55 წლის მამაკაცი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით მოთავსდა კლინიკაში ქოშინის გამო. ავადმყოფს აღენიშნებოდა ციანოზი, მოუსვენრობა, გონების მცირედი დაბინდვა, ტაქიკარდია, ტაქიპნეა და პერიფერიული ჰიპერემია. თუ თქვენ ეჭვი გაქვთ სუნთქვის უკმარისობაზე, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, უპირველეს ყოვლისა, რომელს გამოიყენებდით დიაგნოზის დასაზუსტებლად?
25 წლის ინტენსიურად მწეველი მამაკაცი უჩივის უეცრად განვითარებულ მწვავე ტკივილს გულმკერდის არეში, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისას და ჩახველებისას. ავადმყოფის ფიზიკური გამოკვლევა, გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ეკგ ნორმის ფარგლებშია. სავარაუდო დიაგნოზია:
30 წლის მამაკაცი უჩივის ტემპერატურის მომატებას, პროგრესულად მზარდ მშრალ ხველას და 15 დღის განმავლობაში თავის და ყელის ტკივილს. ზოგადი ინტოქსიკაციის სურათი არ არის გამოხატული. გამოკვლევით: ხახა და ხმის იოგები ერითემატოზულია, ექსუდატის გარეშე; კისრის ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის. ფილტვებში აუსკულტაციით მოისმინება გაფანტული სველი ხიხინი. რენტგენოლოგიურად აღინიშნება თეფშის ფორმის ატელექტაზური უბნები და კვანძოვანი ინფილტრაციები. სავარაუდო დიაგნოზია:
ზრდასრულთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი არ არის დაკავშირებული:
45 წლის მამაკაცს აღენიშნება ცხელება, წონაში დაკლება, სისუსტე, ხველა, ქოშინი და ტკივილი გულმკერდის არეში. რენტგენოლოგიურად ორივე ფილტვში – კვანძოვანი ინფილტრატები და ნეკროზული დაზიანებები. პლაზმის კომპლემენტის დონე მომატებულია. სავარაუდო დიაგნოზია:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ხასიათდება ფილტვისმიერი გულის განვითარების დიდი ალბათობით?