სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
კუჭის კარცინომის მეტასტაზირების ჩვეული ლოკალიზაციაა:
ჰეპატოცელულური კარცინომის სადიაგნოსტიკო მარკერია:
25 წლის ქალს აღენიშნება ზომიერი პერსისტული არაკონიუგირებული ჰიპერბილირუბინემია, სავარაუდო დიაგნოზია:
30 წლის მამაკაცი კლინიკაში მოყვანილ იქნა თვითდინებით, კოლტების შემცველი სისხლიანი ღებინების გამო. მეგობრებისგან შეკრებილი ანამნეზის თანახმად, გასულ საღამოს პაციენტმა მიიღო დიდი ოდენობით ალკოჰოლი და რამოდენიმეჯერ აღებინა, სანამ დაეწყებოდა სისხლდენა, რომელიც უკვე 1 საათია, გრძელდება. ამ მდგომარეობის სავარაუდო მიზეზია:
60 წლის მამაკაცს 2 დღეა, აქვს გულისრევა, პირღებინება, აღენიშნება მტკივნეული წარმონაქმნი მარჯვენა საზარდულის არეში, რომელიც კარგად ისინჯება. აღნიშნულ სიტუაციაში საუკეთესო ტაქტიკაა:
კრონის დაავადებისთვის დამახასიათებელია:
12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების პერიოდში ძირითადი სიმპტომებია:
რომელია წყლულოვანი დაავადების პირდაპირი რენტგენოლოგიური ნიშანი:
რომელი სიმპტომი გვაფიქრებინებს წყლულოვანი დაავადების პენეტრაციით გართულებაზე:
რომელია ღვიძლის ექინოკოკოზისთვის დამახასიათებელი ნიშანი:
გრეგერსენის დადებითი რეაქცია, თუ მას თან ახლავს წონის დაქვეითება, ყველაზე ხშირად გვხვდება:
რა ასაკში გვხვდება ყველაზე ხშირად ქრონიკული გასტრიტი გამოხატული სეკრეტორული უკმარისობით:
რა პრეპარატი გამოიყენება კუჭის წვენის სეკრეციის სტიმულაციის მიზნით:
რომელ ანტიბაქტერიულ პრეპარატს არ გააჩნია ჰეპატოტოქსიური მოქმედება:
ქრონიკული აქტიური ჰეპატიტის ქრონიკული ჰეპატიტების სხვა ფორმებისგან განმასხვავებელი ძირითადი ნიშანი არის:
ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს ქრონიკული პანკრეატიტის ყველაზე ხშირ მიზეზს:
ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომლისთვის არ არის დამახასიათებელი არაკონიუგირებული ჰიპერბილირუბინემია:
მექანიკური სიყვითლისათვის დამახასიათებელია:
ჩამოთვლილი სინდრომებიდან რომლისთვის არის დამახასიათებელი ქავილი, კონიუგირებული ჰიპერბილირუბინემია, ტუტე ფოსფატაზის, ქოლესტერინის მომატება:
ჰექტიური ცხელება, ჰეპატომეგალია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით და ტოქსიური მარცვლოვანებით, სავარაუდოდ მიგვანიშნებს: