სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
დიარეა ქრონიკულია, თუ მისი ხანგრძლივობა აღემატება:
32 წლის ქალს აღენიშნება ჩივილები: წყლისებრი ღია-ყავისფერი ქაფიანი განავალი, მძაფრი სუნის; მეტეორიზმი, წონის შემცირება; „HLA“ ტიპირებით დადგინდა „HLA-DQ2“ არსებობა. ანამნეზში ჭვავის და შვრიის პროდუქტების აუტანლობაა. რა აუცილებელი რეკომენდაცია უნდა მიეცეს ავადმყოფს?
25 წლის ქალმა მიმართა ექიმს შემდეგი ჩივილებით: ჩვეულებრივი რაოდენობის საკვების მიღების შემდგომ ეპიგასტრიუმში სისავსის შეგრძნება, ადვილად დანაყრება, დისკომფორტი, მუცლის შებერვა, ღებინება, უძლობა და სისუსტე. ჩივილები აღენიშნება ბოლო 6 თვეა. რენტგენოლოგიური გამოკვლევით: კუჭის მოტორულ-ევაკუატორული დისკინეზია; ეზოფაგოდუედონოსკოპიით: ნორმა. სავარაუდო დიაგნოზია:
45 წლის ქალს, რომელსაც აღენიშნება დიარეის და ყაბზობის მონაცვლეობა, მუცლის შებერილობა, აქვს ტკივილი დეფეკაციისას, რომელიც იხსნება დეფეკაციის აქტის შემდეგ. განავალი შეიცავს ლორწოს. მუცელი გასინჯვით რბილია, მგრძნობიარეა მსხვილი ნაწლავის საპროექციო არეში; სრული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევით პათლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. სავარაუდო დიაგნოზია:
35 წლის ქალი უჩივის მარჯვენა ფერდქვეშა არეში მუდმივ ყრუ ტკივილს, ბოყინს, გულისრევის შეგრძნებას, ეპიზოდურ ღებინებას, მადის დაქვეითებას და ყაბზობას. გასინჯვით მარჯვენა ფერდქვეშა არე მგრძნობიარე; სუსტად დადებითია მერფის, კერის და ორტნერის სიმპტომები. სისხლის ანალიზი ანთებითი ხასიათის ცვლილებების გარეშე. დუოდენალური ზონდირებით, ასევე უტრაბგერითი გამოკვლევით ვლინდება ნაღვლის ბუშტში ნაღვლის მოცულობის მომატება და შენელებული დაცლა. ექოსკოპიაზე კონკრემენტები ნაღვლის სადინრებში არ აღინიშნება; სავარაუდო დიაგნოზია:
30 წლის მამაკაცი უჩივის პერიოდულ „მშიერ“ ტკივილს ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულძმარვას, ღებინების შეგრძნებას, ბოყინს, მჟავე გემოთი. ობიექტურად: მტკივნეულია პილოროდუოდენური არე. ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიით: ანტრალური ნაწილის ლორწოვანი გარსის შეშუპება და ჰიპერემია, ნაოჭების ჰიპერპლაზია, ანტრალური სპაზმი. კვლევის რა მეთოდითაა შესაძლებელი პათოლოგიური პროცესის ეტიოლოგიის დადგენა?
ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებელი 50 წლის მამაკაცი უჩივის ტკივილს მუცლის ზედა ნაწილში, რაც ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ; ასევე აღნიშნავს მუცლის შებერვას, გულისრევას, წონის დაქვეითებას. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოსტიკური მეთოდი მოგვცემს დაზიანებული ორგანოს გარესეკრეტორული ფუნქციის შეფასების საშუალებას?
52 წლის ქალს ცხიმიანი და მწარე საკვების მიღების შემდეგ ეწყება ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევის შეგრძნება და პირღებინება. პალპაციით მტკივნეული მარჯვენა ფერდქვეშა არე; მერფის სიმპტომი დადებითა. ლაბორატორიული მონაცემები ცვლილებების გარეშე. ღვიძლის სინჯები არ არის შეცვლილი. ექოსკოპიით: ნაღვლის სადინრები არ არის გაფართოებული, გამავალია, ნაღვლის ბუშტში 5-7 მმ დიამეტრის კონგკრემენტებია, რომელიც ავსებს მის 1/3-ზე ნაკლებს. მიმოხილვით რენტგენოგრამაზე კონგრემენტთა ჩრდილები არ აღმოჩნდა. რომელი პრეპარატია ყველაზე მეტად მიზანშეწონილი კონსერვატიული თერაპიისთვის?
25 წლის ქალი უჩივის დღეში 4-5 დეფეკაციას ფაფისებური განავლოვანი მასებით; აღენიშნება მუცლის შებერვა, ტკივილი, რომელიც ქრება დეფეკაციის შემდგომ. იგი ასევე უჩივის ღრმად ჩასუნთქვით დაუკმაყოფილებლობის და „შინაგანი კანკალის“ შეგრძნებას. რექტორომანოსკოპიით, კოლონოსკოპიით და განავლის ბაქტერიული ანალიზით პათოლოგია არ გამოვლინდა. რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?
26 წლის მამაკაცი, ბრონქოექტაზიური დაავადების ინფექციური გამწვავების გამო, იტარებს მკურნალობას, რომლის დაწყებიდან 2 კვირის შემდგომ აღინიშნება შეტევითი მუცლის ხასიათის ტკივილი, მეტეორიზმი; დეფეკაცია 4-6 ჯერ დღეში წყლიანი განავლით და მოუნელებელი საჭმლის ნარჩენებით. სავარაუდოდ, რომელი მედიკამენტითაა განპირობებული აღნიშნული ჩივილები?
75 წლის მამაკაცი, უჩივის საკვების მიღების შედეგ კუჭის გადავსების და სიმძიმის შეგრძნებას ეპიგასტრიუმის არეში, ბოყინს საკვების ნაწილაკებით და ჰაერით, მადის დაქვეითებას, მეტეორიზმს და ნაწლავების არარეგულარულ მოქმედებას. მუცლის პალპაციით მტკივნეულია ეპიგასტიურმის არე. ფიბროგასტროდუოდენოსკოპიით - კუჭის ანტრალურ და სხეულის ნაწილში ლორწოვანი გარსი გათხელებულია, მკრთალიმონაცრისფრო, რომელშიც მოსჩანს სისხლძარღვები, ადვილად ზიანდება, ნაოჭები გამქრალია. რომელი პათოლოგიისთვისაა დამახასიათებელი აღნიშნული სურათი?
44 წლის ქალმა მიაკითხა ექიმს შემდეგი ჩივილებით: მარჯვენა ფერდქვეშა არეში სიმძიმის შეგრძნება, კანის ქავილი, სისუსტე. სისხლის ბიოქიმიურმა გამოკვლევამ აჩვენა γ-გლუტამინტრანსპეპტიდაზის, ტუტე ფოსფატზის აქტივობის მომატება, ჰიპერქოლესტერინემია; ჰიპერბილირუბინემია პირდაპირი ფრაქციის ხარჯზე. რომელი სინდრომის გამოვლინებაა ეს ცვლილება?
ეზოფაგურ დისფაგიაზე მიუთითებს:
დისფაგიის ქვემოთჩამოთვლილი მიზეზებიდან რომელი განეკუთვნება ეზოფაგურ დისფაგიას პერისტალტიკის დარღვევით (მყარი და თხევადი საკვების დისფაგია):
რა ბადებს ეჭვს, რომ მკერდის ძვლის უკან ტკივილი არ არის დაკავშირებული საყლაპავთან?
საყლაპავის ადენოკარცინომის განვითარების ალბათობა ყველაზე მაღალია:
ხანდაზმულ პაციენტებში საყლაპავის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკი ყველაზე მაღალია:
რა არ არის მართებული „H. pylori“-ით ინფიცირებასთან დაკავშირებით?
გიგანტური ჰიპერტროფიული გასტრიტის დროს პერიფერიული შეშუპების მიზეზია:
ღვიძლის სინთეზური ფუნქციის დაღვევის მარკერია: