სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
ჩამოთვლილ ნიშნებიდან რომელი არ ახასიათებს მიტრალურ სტენოზს?
სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანებას არ ახასიათებს:
ველოერგომეტრიული სინჯის პოზიტიურობის ხარისხი განისაზღვრება:
რომელი გამოკვლევის ჩატარებაა აუცილებელი პაციენტისთვის სტენოკარდიის ქირურგიული მკურნალობის დაწყებამდე?
ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი განაპირობებს გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებას?
დადებითი ინოტროპული ეფექტის არქონის გამო გულის მძიმე უკმარისობის დროს არ გამოიყენება:
ჩამოთვლილი შარდმდენებიდან რომელია ყველაზე ეფექტური ფილტვების შეშუპების დროს?
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შემოვიდა ავადმყოფი ჩივილით ძლიერ ტკივილზე მკერდის ძვლისა და ეპიგასტრიუმის არეში. ეკგ-ს საფუძველზე დაისვა მიოკარდიუმის ქვედა კედლის ინფარქტის დიაგნოზი. ელექტროკარდიოგრამაზე გამოვლენილი რომელი ცვლილებებია დამახასიათებელი ამ დიაგნოზისათვის?
მიმღებ განყოფილებაში შემოვიდა ავადმყოფი მამაკაცი 64 წლის, ჩივილებით გულის ფრიალზე. გამოკვლევისას გამოვლინდა პულსის დეფიციტი. ჩამოთვლილი არითმიებიდან რომელი შეესაბამება ამ ფენომენს?
72 წლის მამაკაცმა, რომელიც მკურნალობს დიგოქსინით და ჰიდროქლორთიაზიდით გულის შეგუბებითი უკმარისობის გამო, ერთმანეთში აურია მედიკამენტების დოზები. ეკგ-ზე გამოჩნდა ბიგემინია, შრატის კალიუმის დონე 2 მეკვ/ლ. შრატში დიგოქსინის დონის განსაზღვრას ესაჭიროება 24 სთ. რისი გაკეთებაა აუცილებელი ამ მომენტში?
„PQ“ ინტერვალის ყველაზე მეტად გახანგრძლივებას იწვევს იმპულსის შეფერხება:
რევმატიზმის სადიაგნოზო ჯონსის ძირითად კრიტერიუმებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
გულის ტამპონადას არ ახასიათებს:
გულის რომელი თანდაყოლილი მანკი შეიძლება შემცირდეს ან გაქრეს დაბადების შემდეგ?
ჩამოთვლილი შარდმდენებიდან რომელს გააჩნია ყველაზე ძლიერი დიურეზული ეფექტი?
პრეპარატები რომლებიც ამცირებენ პოსტდატვირთვას (მაგ. ჰიდრალაზინი) უპირატესად მოქმედებენ:
მარცხენა პარკუჭის პოსტდატვირთვაზე შეიძლება ვიმსჯელოთ:
რომელი პათოლოგია არ აძლიერებს პირველ ტონს?
მარცხენა პარკუჭის მოცულობით გადატვირთვა არ ვითარდება:
წინაგულების ფიბრილაციის დროს სიხშირის დაქვეითების მიზნით არ გამოიყენება: