QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

781

ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელი მიმდინარეობს დაბალი ედს-ის ფონზე?

782

B12 დეფიციტურ ანემიას არ იწვევს:

783

ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელია დამახასიათებელი შეუთავსებელი სისხლის ტრანსფუზიის შემდგომი კლინიკური სურათისთვის:

784

70 კგ-იან მამაკაცს, თირკმლების ქრონიკული უკმარისობით, აღენიშნება დაღლილობა, სისუსტე. ჰემოგლობინი 90გ/ლ არ გამოვლინდა სისხლდენის რაიმე ნიშანი. ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებლის მიზეზია:

785

რომელი გამოკვლევაა ყველაზე ინფორმაციული ნორმოციტული, ნორმოქრომული ანემიის დროს ერითროციტების სინთეზის დაქვეითებისა და გაძლიერებული დაშლის სადიფერენციაციოდ?

786

72 წლის მამაკაცის პერიფერიული სისხლის ნაცხი აჩვენებს ანიზოციტოზს და პოიკილოციტოზს.ერითროციტების მინიმალური კორპუსკულური მოცულობა გაზრდილია, ნეიტროფილები ჰიპერსეგმენტირებულია. სავარაუდო დიაგნოზია:

787

რკინადეფიციტური ანემიის გამომწვევ მიზეზებს არ მიეკუთვნება:

788

პერიფერიული სისხლის რა სახის ცვლილებებია დამახასიათებელი რკინადეფიციტური ანემიისათვის:

789

რკინადეფიციტური ანემიისა და პროტოპორფირინის სინთეზის დარღვევასთან დაკავშირებული ანემიის ძირითადი სადიფერენციაციო ნიშანია:

790

აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიის ძირითადი სადიფერენციაციო ნიშანია;

791

რომელი ტიპის დაავადების დროს არ არის ნაჩვენები ანემიის შემთხვევაში სპლენექტომია?

792

ქრონიკული მიელოლეიკოზისათვის არ არის დამახასიათებელი:

793

ერითრემიის გართულებებს არ მიეკუთვნება:

794

ერითრემიის და ერითროციტოზის უმთავრესი სადიფერენციაციო დიაგნოსტიკური კრიტერიუმია:

795

ანემიის მიზეზი ქრონიკული ლიმფოლეიკოზით ავადმყოფებში უპირატესად არის:

796

32 წლის ავადმყოფ მამაკაცს ერთი თვის მანძილზე აღენიშნება ცხელება 38“C“0-მდე, რომელიც არ ექვემდებარება ანტიბიოტიკოთერაპიას, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ედს-50 მმ/სთ. როგორია შემდგომი ტაქტიკა:

797

ჩამოთვლილი გამოვლინებებიდან რომელი არ არის დამახასიათებელი ქრონიკული ლიმფოლეიკოზისთვის?

798

65 წლის ავადმყოფ ქალს, რომელსაც აღენიშნება ძლიერი ტკივილი ხერხემალში, ესაჭიროება დიფერენციალური დიაგნოზი მიელომურ დაავადებასა და სენილურ ოსტეოპოროზს შორის. რა მიუთითებს მიელომური დაავადების არსებობაზე:

799

მიელომური დაავადებისთვის არ არის დამახასიათებელი:

800

მიელომური დაავადების დროს პროტეინურიის მიზეზი არის:

განმარტებები