QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

881

ნორმოქრომული ანემია არ ვითარდება:

882

მემკვიდრული მიკროსფეროციტოზისთვის არ არის დამახასიათებელი:

883

ჰემოფილიასთან დაკავშირებით არ არის მართებული:

884

ელენთის ფუნქიცებს არ მიეკუთვნება:

885

დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომთან მიმართებაში არ არის მართებული:

886

დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის დროს ჰიპერკოაგულაციური ფაზის ნიშნებს არ მიეკუთვნება:

887

დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის დროს ჰიპოკოაგულაციური ფაზის დამახასიათებელ ნიშნებს არ მიეკუთვნება:

888

დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის კომპლექსურ მკურნალობასთან მიმართებაში არ არის მართებული:

889

55 წლის მამაკაცს, კოლორექტალური ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდში, უტარდება ერითროციტული მასის ტრანსფუზია. მას ტრანსფუზიის დაწყებიდან 30 წთ–ში მოულოდნელად განუვითარდა ცხელება. „t“ - 380C, „HR“ - 90 წუთში, „T/A“ - 125/70 მმ. ვწ. სვ. „SaO2“ - 98% ჰაერზე. ტრანსფუზია შეჩერდა. თუ ტრანსფუზია გაგრძელდება, რომელი გართულების განვითარებაა მოსალოდნელი?

890

75 წლის მამაკაცი ბოლო ერთი წლის მანძილზე უჩივის ტკივილს ზურგის ქვედა არეში. მდგომარეობა პროგრესულად გაუარესდა და გაჩნდა ტკივილი მარჯვენა ბარძაყსა და მარცხენა მხარის მიდამოში. სხვა მხრივ პაციენტი თავს ჯანმრთელად თვლის. ამასთან, ბოლო პერიოდში აღნიშნავს ფილტვის განმეორებით ინფექციებს. რომელი კვლევების კომპლექსია ყველაზე საუკეთესო არჩევანი დიაგნოზის დასადგენად?

891

42 წლის ქალბატონი უკანასკნელი 6 თვის მანძილზე უჩივის მზარდ დაღლილობას; აღნიშნავს სისუსტეს დატვირთვისას და გულისცემის ეპიზოდურ აჩქარებას. ასევე აღნიშნავს გაღიზიანებადობას და დათრგუნულობას. მისი კანი და კონიუნქტივა არის ფერკრთალი. „Hb“ 92 „g/L“, „MCV“ (საშუალო ერითროციტული მოცულობა) 102 „fL“. ნაცხი: ჰიპერსეგმენტირებული პოლიმორფულბირთვიანები.სავარაუდო დიაგნოზია:

892

უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში 66 წლის მამაკაცი უჩივის მზარდ დაღლილობას. აღნიშნავს გარდამავალ თავბრუსხვევას და მტკივნეულ ენას; არის ფერმკრთალი და აღენიშნება შესიებული წითელი ენა. „Hb“ 99 „g/L“, „MCV“ (საშუალო ერითროციტული მოცულობა) 105 „fL“, „WCC“ 6.2 X 109/“L“, თრომბოციტები 265 X 109/“L“. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დაადასტურებს დიაგნოზს?

893

72 წლის მამაკაცს მოულოდნელად დაეწყო ტკივილი გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. იგი ვერ იხსენებს რაიმე ტრავმას აღნიშნულ მიდამოში და გაკვირვებულია როდესაც იგებს რომ მას აქვს ნეკნების მოტეხილობა. პაციენტი ასევე აღნიშნავს ტკივილს ზურგის ქვედა ნაწილში და ბოლო 6 თვის განმავლობაში 2-ჯერ მოხვდა კლინიკაში ფილტვების ინფექციებით. რომელი ტიპის უჯრედების პროლიფერაცია უდევს საფუძვლად აღწერილ პათოლოგიურ მდგომარეობას?

894

19 წლის გოგონა უჩივის ძლიერ ტკივილს ბოლო 12 საათის განმავლობაში. ტკივილი დაიწყო მარცხნივ მენჯის არეში და გავრცელდა ქვევით ბარძაყზე. ძლიერი ტკივილის გამო პაციენტი „მიჯაჭვულია“ ლოგინზე. პაციენტს ბოლო წლების განმავლობაში პერიოდულად აღენიშნებოდა მსგავსი სიმპტომები. პარაცეტამოლი და კოდეინი ვერ ხსნის ტკივილს და მხოლოდ მორფის კანქვეშა ინიექცია აუმჯობესებს მდგომარეობას. რომელია აღნიშნული სიმპტომების ერთი ყველაზე შესაბამისი ახსნა?

895

62 წლის მამაკაცი თავს შეუძლოდ გრძნობს ბოლო 3 თვის მანძილზე. მისი ძირითადი ჩივილია მთელი სხეულის დაუოკებელი ქავილი, ასევე უმადობა და წონის კლება 5 კგ–ით ბოლო ერთი თვის განმავლობაში. პაციენტი, ასევე, აღნიშნავს ძილიანობას და უხასიათობას, პერიოდულად ცხელებას და ღამის ოფლიანობას. ისინჯება გადიდებული, რბილი კონსისტენციის მარცხენა ცერვიკალური ლიმფური კვანძი. სავარუდო დიაგნოზია:

896

41 წლის ქალს 3 სთ–ის განმავლობაში აღენიშნება ტკივილი მკერდის ძვლის უკან და მარცხენა ფერდქვეშა არეში, იპსილატერალურად ბეჭში ირადიაციით. ტკივილი დაიწყო მოსვენებულ მდგომარეობაში და მიიღო მუდმივი ხასიათი. გასული 2 კვირის განმავლობაში ჰქონდა ეპიზოდური, ძლიერი ლოკალური ტკივილები კისრის და მხრების, ასევე ბარძაყის მიდამოში. ასევე რამოდენიმეჯერ ძლიერი სისხლდენა ცხვირიდან. „Hb“ 95 „g/L“, „MCV“ (საშუალო ერითროციტული მოცულობა) 82 „fL“, „WCC“ 2.9 X 109/“L“, თრომბოციტები 85 X 109/“L“. რომელი კვლევა დაადასტურებს სავარაუდო დიაგნოზს?

897

რომელი ლაბორატორიული მაჩვენებელი შეესაბამება “B12”- დეფიციტურ ანემიას?

898

როგორია ძვლის ტვინის ცვლილებები “B12” დეფიციტური ანემიის დროს?

899

ტრეპანობიოფსიის შედეგად გამოვლინდა პლაზმური უჯრედების 20%- მდე მატება. რომელ დაავადებაზე შეიძლება ვიფიქროთ?

900

ღეროვანი უჯრედების ადვილად მისაღები და ყველაზე ხშირად გამოყენებადი წყაროა:

განმარტებები