სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
კუშინგის სინდრომს არ ახასიათებს:
ჩამოთვლილიდან რა პათოლოგიაა მოსალოდნელი 20 წლის მამაკაცთან, რომელსაც აღენიშნება პოლიურია, ჰიპერტენზია და კუნთოვანი სისუსტე:
კეტოაციდოზური კომის კლინიკურ სიმპტომოკომპლექსში არ მოისაზრება:
ჩამოთვლილიდან რა არის ყველაზე დამახასიათებელი ფეოქრომოციტომის შედეგად განვითარებული არტერიული ჰიპერტენზიისთვის:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ ჯირკვალში გამომუშავდება ჰორმონი, რომელიც აძლიერებს ნატრიუმის, ქლორისა და წყლის რეაბსორბციას და კალიუმის ექსკრეციას:
ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელია ყველაზე დამახასიათებელი არაინსულინდამოკიდებული (II ტიპის) დიაბეტისთვის?
უშაქრო დიაბეტისთვის დამახასიათებელია:
ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელია დამახასიათებელი კუშინგის სინდრომისთვის?
ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელია დამახასიათებელი ადისონის დაავადებისთვის:
ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელია დამახასიათებელი ჰიპოთირეოიდიზმისთვის?
ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელი არ მიეკუთვნება ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის გამოვლინებას:
45 წლის მამკაცს, სხეულის ნორმალური წონით, პირველად გამოუვლინდა შაქრიანი დიაბეტი. დიეტოთერაპია არაეფექტურია. გლიკემიის დონე, დღე-ღამის განმავლობაში, მერყეობს 10-დან 15 მმოლ/ლ-მდე. ავადმყოფს უნდა დაენიშნოს:
II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზია:
კეტოაციდოზური კომისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომების ერთობლიობა:
თუ ავადმყოფს შაქრიანი დიაბეტის I ტიპით აღენიშნება დაავადება, რომელსაც თან ახლავს ტემპერატურული რეაქცია, საჭიროა:
კეტოაციდოზური კომის დროს ნატრიუმის ბიკარბონატის შეყვანის ჩვენებაა:
25 წლის ქალს, ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით, უეცრად განუვითარდა მძიმე ჰიპოგლიკემია. ანამნეზიდან ცნობილია, რომ ავადმყოფს სამი თვის განმავლობაში არ ჰქონდა მენსტრუაცია. შარდში გლუკოზა და ცილა არ აღმოაჩნდა. ვაგინალური ნაცხის გამოკვლევის თანახმად, ესტროგენების დონის დაქვეითება არ აღინიშნება. რა არის ჰიპოგლიკემიის ყველაზე სავარაუდო მიზეზი, თუ ცნობილია, რომ ინსულინოთერაპიის და დიეტის დარღვევას, მძიმე ფიზიკურ დატვირთვას ადგილი არ ჰქონია:
ტიპური დიფუზური ტოქსიური ჩიყვის დროს თირეოტროპული ჰორმონის სეკრეცია:
რა სახის მკურნალობა უნდა დაენიშნოს მოხუცებულ ავადმყოფს მძიმე ჰიპოთირეოზით:
ჩამოთვლილი ლაბორატორიული ტესტებიდან რომელია ყველაზე ინფორმაციული პირველადი ჰიპოთირეოზის დიაგნოზის დადგენისთვის: