QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია, კურორტოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია, კურორტოლოგია სალიცენზიო

1824 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

921

რომელი ტესტია ოპტიმალური ბიოფედბეკის (უკუბიოლოგიური კავშირი) გამოყენების მიზნით გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს თერაპიული წვრთნის ეტაპზე ფიზიკური დატვირთვის პროცედურაში

922

როგორია ექიმის (ფიზიოთერაპისტის) ტაქტიკა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ რეაბილიტაციის ფაზაში კინეზოთერაპიის ჩატარებისას თუ წარმოიშვა ნაადრევი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები

923

როგორ უნდა დაიგეგმოს ფიზიკური ვარჯიშები ჰიპოტენზიის, მიოკარდიუმის იშემიის ან გულის უკმარისობისას არსებული არიტმიების დროს

924

რაზეა დამოკიდებული გულის პოსტდატვირთვა (ძალა, რომელსაც ანვითარებს პარკუჭი გულიდან სისხლის გადასროლის დროს)

925

რით არის განპირობებული აორტაში სისხლის წნევა

926

რომელი ვარჯიშებია დასაშვები გულის უკმარისობის დროს?

927

რა იწვევს გულის კუნთის კუმშვადობის შემცირებას

928

როგორია ექიმის (ფიზიოთერაპისტის) ტაქტიკა თუ გულის იშემიური დაავადებების დროს სამკურნალო ტანვარჯიშის პროცედურაში წარმოიშვა ექსტრასისტოლები

929

გულის უკმარისობას თუ ახლავს ტაქიკარდია, სამკურნალო ფიზკულტურის რომელი ფორმის გამოყენებაა უფრო ეფექტური

930

პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არითმია არ საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას, თუ

931

რომელი ფიზიკური ვარჯიშებია ნაჩვენები ინტრაკრანიალური წნევის მომატებისას

932

რა ხასიათის ფიზიკური ვარჯიშებია ნაჩვენები იზოლირებული ბრადიკარდიისას

933

ინფარქტის შემდგომ პერიოდში შეიძლება თუ არა ფიზიკური რეაბილიტაციის II ფაზის III ეტაპის ჩატარება, თუ აღინიშნება ხშირი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია

934

ინფარქტის შემდგომ პერიოდში შეიძლება თუ არა თერაპიული მატრნირებელი ეტაპის ჩატარება, თუ ავადმყოფს აღენიშნება სისხლის მიმოქცევის უკმარისობა

935

შეიძლება თუ არა კინეზოთერაპიის დანიშვნა, თუ ავადმყოფს ეკგ-ზე აღენიშნება ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა

936

შეიძლება თუ არა დაინიშნოს კინეზოთერაპია თუ პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა არის 10-ზე მეტი ერთ წუთში

937

ინიშნება თუ არა სამკურნალო ტანვარჯიშის პროცედურა თუ ავადმყოფს აღენიშნება პოლიტოპური ექსტრასისტოლები

938

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ფიზიკური რეაბილიტაციის I ფაზის III ეტაპზე შეიძლება თუ არა მიეცეს ვარჯიშები, რომელიც აძლიერებს მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოთხოვნილების ზრდას

939

პაციენტს, გადატანილი მიოკარდიუმის ფართო გავრცელებული ინფარქტით, ეკგ-ზე აღინიშნება ჰისის კონის მარცხენა ტოტის ბლოკადა და პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულურ ი ბლოკადა, პერიოდულად ზოგიერთ ციკლში მეორე ხარისხის ბლოკადა (I ტიპის დარღვევები მობიტცის მიხედვით), აღენიშნება პერიოდულად ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა. რა ფორმის და ხასიათის ვარჯიშები უნდა მიეცეს სამკურნალო პროცედურაში

940

დასაშვებია თუ არა ატრიოვენტრიკულური რიტმის დროს სამკურნალო ფიზკულტურის პროცედურა

განმარტებები