QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › გასტროენტეროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

გასტროენტეროლოგია სალიცენზიო

1337 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1001

18 წლის ახალგაზრდა ქალს ემოციური სტრესის შემდეგ დაეწყო პერიოდული დისფაგია თხიერი და მკვრივი საკვების მიღებისას. მღელვარების და გადაღლის დროს. მადა შენარჩუნებულია. წონა უცვლელია. გასინჯვით პათოლოგიური გადახრები არ აღმოჩნდა. სავარაუდო დიაგნოზია

1002

18 წლის ახალგაზრდა ქალს ემოციური სტრესის შემდეგ დაეწყო დისფაგია თხიერი, ცივი და ცხელი საკვების მიღებისას (მკვრივი საკვები თავისუფლად გადის საყლაპავში). ფიზიკური გასინჯვისას პათოლოგიური გადახრები არა ღმოჩნდა. რენტგენოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს:

1003

33 წლის ქალმა პოლიკლინიკას მიმართა ჩივილებით: ტკივილი მკერდის ძვლის უკან. წინა საღამოს ჭამის დროს გაეჩხირა თევზის ფხა. დილით ყლაპვა გაუჭირდა. სხეულის ტემპერატურაა 37.3 გრადუსი. კისრისა და სახის ქვედა ნაწილი შეებერა. კისრის პალპაციისას აღინიშნება კრეპიტაცია. გულმკერდის რენტგენოგრამაზე აღინიშნება შუასაყარის ჩრდილის გაფართოება, გაზის ფენები პარავერტებალურად. პირველ რიგში საჭიროა:

1004

მწვავე ტკივილი მახვილისებური მორჩის ფუძესთან, მარცხნივ ირადიაციით, იწყება ან ძლიერდება ჭამიდან 1/2 სთ-ის შემდეგ, ასევე ფიზიკური დატვირთვისას და სხეულის დახრისას; ალმაგელი ტკივილს არ ხსნის. აღინიშნება ჰაერით ბოყინი, მოხრჩობის გრძნობა, ხველა. რენტგენოსკოპიით გამოვლინდა საკონტრასტო მასის რეფლუქსი კუჭიდან საყლაპავში. სავარაუდო დიაგნოზია:

1005

ავადმყოფს დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარით ბოლო ხანებში შეეცვალა დაავადების კლინიკური სურათი: გაქრა გულძმარვა და რეგურგიტაცია, გაუჩნდა დისფაგია მკვრივი საკვების მიღებისას, დაეკარგა მადა, დაიწყო გახდომა. სავარაუდო დიაგნოზია

1006

ავადმყოფს დადგენილი პეპტიური წყლულით 12-გოჯა ნაწლავის ბოლქვში, ბოლო ხანეებში შეეცვალა კლინიკური სურათი: ჭამის შემდეგ აღენიშნება სიმძიმის შეგრძნება, გულისრევა, საჭმლით ღებინება დღის II ნახევარში, წონაში დაკლება, პირიდან უსიამოვნო სუნი. სავარაუდოა:

1007

ავადმყოფი აღნიშნავს დისფაგიას თხიერ და მკვრივ საკვებზე, ჰიპერსალივაციას ზოგჯერ საკვების რეგურგიტაციას, განსაკუთრებით ღამე, ძლიერ ტკივილს რეტროსტერნალურად, რომელიც გადაეცემა ზურგში, კისერში, ზედა კიდურებში. რიგ შემთხვევაში აღინიშნება საყლაპავის შიგთავსის ასპირაცია სასუნთქგზებში. რენტგენოლოგიურად ვლინდება დუნე, გაგანიერებული, სითხით სავსე საყლაპავი, მისი პერისტალტიკა არ აღინიშნება. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:

1008

ავადმყოფს აქვს დისფაგია, როგორც თხიერ, ასევე მკვრივ საკვებზე, აღენიშნება ტკივილი უფრო ხშირად ცივი ან ცხელი საკვების მიღებაზე. ტკივილი მოჭერითი ხასიათისაა, ლოკალიზებულია მკერდის ძვლის უკან და გადაეცემა ზურგში, კისერში, ქვედა ყბაში. მას ხსნის ნიტროგლიცერინი და ნიფედიპინი. რენტგენოლოგიურად ვლინდება შევიწროებული, "საცობისსაძრობელას" ფორმის საყლაპავი, მისი არაპერისტალტიკური შეკუმშვები. საყლაპავში წნევა მნიშვნელოვნადაა მომატებული. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:

1009

ავადმყოფი აღნიშნავს პროგრესირებად დისფაგიას, დასაწყისში მკვრივ საკვებზე, შემდეგ კი სითხეზეც. აღენიშნება ანორექსია, წონაში მნიშვნელოვანი დაკლება. აქვს ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც არ არის დაკავშირებული ჭამასთან. ხშირია ახლად მიღებული საკვების რეგურგიტაცია. რენტგენოლოგიურად ვლინდება საყლაპავის შევიწროება არასწორი კონტურებით და ავსების დეფექტი. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:

1010

პეპტიური წყლულით დაავადებული ავადმყოფი უჩივის სიმძიმის შეგრძნებას და ტკივილს ეპიგასტრიუმის მიდამოში, რომელიც ძლიერდება ჭამის შემდეგ, ღებინებას. ავადმყოფი ხშირად ხელოვნურად იწვევს ღებინებას, რაც მას შეღავათს აძლევს. ამონაღები მასა ხშირად შეიცავს წინადღეს ან უფრო ადრე მიღებულ საკვებს. ავადმყოფი ძალიან გამხდარია. ეპიგასტრული მიდამოს პერკუსიით ვლინდება "შხეფის ხმიანობა". დაავადების რა გართულებასთან გვაქვს საქმე:

1011

ავადმყოფი აღნიშნავს უმადობას, განსაკუთრებით ხორცეული საკვების შეძულებას, ყრუ ხასიათის ტკივილს ეპიგასტრიუმის მიდამოში, ზოგჯერ ღებინებას ყავის ნახარშის მსგავსი მასით. ავადმყოფი ძალიან გამხდარია, აღენიშნება "მიწისფერი" სიფერმკრთალე. პალპაციით ეპიგასტრიუმის მიდამოში ისინჯება მომკვრივო წარმონაქმნი, მარცხენა ლავიწზედა არეში - გადიდებული ლიმფური კვანძი. სისხლის ანალიზში აღინიშნება ანემია, მაღალი ედს-ი. რენტგენოლოგიურად კუჭში ვლინდება "ავსების დეფექტი". რომელია სავარაუდო დიაგნოზი:

1012

ავადმყოფს 200 მლ რძის მიღების შემდეგ აღენიშნება მუცლის შებერვა, მეტეორიზმი, შეტევითი მჭრელი ტკივილი მუცელში და ჭამიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ წყალწყალა განავალი. მცირე რაოდენობით რძის მიღების შემთხვევაში ეს მოვლენები არ აღინიშნება. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:

1013

ავადმყოფს აღენიშნება ანორექსია, ცხელება, ზოგჯერ შემცივნება, მეტეორიზმი. აქვს შეტევითი ტკივილი მუცელში, განსაკუთრებით მარჯვენა ქვედა კვადრანტში. პალპაციით ამ მიდამოში ვლინდება პერიტონეუმის ადგილობრივი გაღიზიანების ნიშნები და ისინჯება მომკვრივო წარმონაქმნი. აღინიშნება ფისტულები პერიანალურად. სისხლში არის ანემიის სურათი. რენტგენოლოგიურად ვლინდება ლორწოვანი გარსის რელიეფის წაშლა, თეძოს ნაწლავის სანათურის შევიწროება. ენდოსკოპიით გამოხატულია ლორწოვანი გარსის "ქვაფენილისმსგავსი" დეფორმაცია. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:

1014

ავადმყოფს აწუხებს ტკივილი მუცელში, დეფეკაციის რითმის დარღვევა, სისხლდენა ნაწლავიდან, პერიოდულად აქვს ნაწლავების გაუვალობის მოვლენები. ავადმყოფი გამხდარია. მუცლის პალპაციით სიგმოიდური ნაწლავის საპროექციო არეში ისინჯება მომკვრივო მასა. სისხლში აღინიშნება ანემია, დადებითია რეაქცია კარცინოემბრიონალურ ანტიგენზე. ირიგოსკოპიით სიგმოიდური კოლინჯის მიდამიში ვლინდება ავსების დეფექტი. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:

1015

ავადმყოფს აღენიშნება ყრუ ხასიათის ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ინტენსიური სიყვითლე, კანის ძლიერი ქავილი და ნაკაწრები კანზე. დადებითია კურვუაზიეს სინდრომი. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:

1016

ავადმყოფი უჩივის სწრაფ, აუხსნელ წონაში დაკლებას, ტკივილს მარჯვენა ზედა კვადრატში. პალპაციით ისინჯება გადიდებული მკვრივი, უსწორო ზედაპირის მქონე ღვიძლი. აღინიშნება სპლენომეგალია. გამოხატულია კოლატერალები მუცელზე, ასციტი. დადებითია ტესტი ალფა-ფეტოპროტეინზე. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:

1017

45 წლის ალკოჰოლიზმით შეპყრობილ მამაკაცს აქვს ძლიერი ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში ირადიაციით ზურგში, გულისრევა და ღებინება. ტკივილი 4 დღის წინ დაეწყო, მაგრამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მისმა ინტენსიურობამ ძლიერ მოიმატა. გასინჯვისას აღინიშნება დიდი ზომის ექკიმოზები მუცლის გვერდით ზედაპირზე და ჭიპის ირგვლივ. სავარაუდო დიაგნოზია:

1018

42 წლის მამაკაცი აღნიშნავს ხშირ გულძმარვას, რის გამოც რეგულარულად იღებს სოდას ან მინერალურ წყალს. დისკომფორტის გამომწვევია ალკოჰოლური სასმელი, მომჟავო წვენები. პაციენტი ეწევა თამბაქოს 25 წელიწადია. აქვს დაძაბული, სანერვიულო საქმიანობა. გასინჯვისას ყურადღებას იპყრობს ჭარბი წონა, ცხიმოვანი ქსოვილი თანაბრად არის განვითარებული სხეულზე. მუცელი შებერილია, უმტკივნეულოა, პათოლოგიური წარმონაქმნი არ ისინჯება. ამბულატორიულად pH-ის მონიტორინგით არ იქნა გამოვლენილი საყლაპავში სიმჟავის ექსპოზიციის დროს გახანგრძლივება და სიმჟავიანობის მომატების თანხვედრა გულძმარვის შეგრძნებასთან. ენდოსკოპიური გამოკვლევით საყლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება არ იქნა დადგენილი. პაციენტს დაენიშნა მკურნალობა ნექსიუმით 40 მგ დილით საუზმემდე 20-30 წუთით ადრე. გულძმარვის ეპიზოდები შეწყდა მკურნალობის მესამე დღიდან სტაბილურად, მიუხედავად ცხოვრებისა და კვების მისთვის ჩვეული რეჟიმისა. როგორი უნდა იყოს დიაგნოზი ?

1019

28 წლის ქალს აწუხებს მწველი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც უწყნარდება ალმაგელის მიღებით. ამასთანავე აღნიშნავს ახლად ნაჭამის ამორწყევას დახრისას. პაციენტი იკვებება არარეგულარულად, თითქმის ყოველდღიურად სვამს ყავას, ატარებს ტანზე შემოჭერილ ტანსაცმელს, ეწევა სიგარეტს, ღამით ხველის შეტევების გამო არჩევს წოლას მაღალ სასთუმალზე. პაციენტს დაენიშნა ნექსიუმი 40 მგ/დღ დოზით. მეორე დღიდან გულძმარვას 10 დღეა აღარ შეუწუხებია. როგორია დაავადების მართვის შემდგომი ტაქტიკა ?

1020

46 წლის მამაკაცი უჩივის უმადობას, წონაში დაკლებას, პერიოდულად ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში, რომელსაც ვერ უკავშირებს საკვების მიღებას, რამდენჯერმე ჰქონდა გულისრევა გამოკვეთილი მიზეზის გარეშე. აღნიშნული მოვლენები დაეწყო დაახლოვებით 1 წლის წინ, თანდათან ინტენსივობის მომატებით. ღრმა პალპაციით მგრძნობიარეა ეპიგასტრიუმის არე. ლაბორატორიული გამოკვლევით გამოვლინდა ზომიერი ჰიპიალბუმი-ნემია. შარდიში პათოლოგიური ელემენტები არ აღინიშნება. სისხლში ამინოტრანფერაზების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია. ენდოსკოპიით ნანახი იქნა კუჭის ლორწოვანი გარსის გადიდებული და დაგრეხილი, თავის ტვინის ფორმის ნაკეცები. დასმული იქნა დიაგნოზი:

განმარტებები