სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › გასტროენტეროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
გასტროენტეროლოგია სალიცენზიო
რა ითვლება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ძირითად სიმპტომად ?
რა ითვლება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ძირითად მიზეზად ?
კუჭის რომელი უჯრედების მემბრანაზეა "H. Pylori"-ს ადგეზინების რეცეპტორები ?
ფიბროგასტროსკოპიისას რა უბნიდან სჯობს მასალის აღება ,,H. Pylori”-ს კოლონიზაციის გამოსავლენად ?
რა ნივთიერების შემცველი პრეპარატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსევდომელენა?
პეპტიური წყლულოვანი დაავადების რომელი გართულებისთვისაა დამახასიათებელი ტკივილის შეწყვეტა ?
12-გოჯა ნაწლავიდან სისხლდენის უპირატესი ნიშანია:
კუჭიდან სისხლდენის უპირატესისი ნიშანია:
საყლაპავიდან სისხლდენის უპირატესი სიმპტომია:
საყლაპავის რომელ დაავადებას არ ახასიათებს სისხლდენა ?
რა არის ჟობერის ნიშანი ?
რომელ ორგანოში ხდება ყველაზე ხშირად 12-გოჯანაწლავის წყლულის პენეტრაცია?
რომელ დაავადებას არ ახასიათებს კუჭიდან ევაკუაციის შენელება?
ენდოსკოპიური ულტრაბგერითი სკანირებისას გამოვლინდა კუჭის კუნთოვანი შრიდან გამომავალი ჰიპოექოგენური წარმონაქმნი. რა უნდა იყოს შემდგომი ღონისძიება ?
ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნება არაპროდუქტიული ხველა, სალივაცია, რეგურგიტაცია და დისფაგია. გულძმარვა და ბოყინი უძლიერდება საკვების მიღების შემდეგ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასვლისას. ზოგჯერ უვითარდება ტკივილი გულმკერდის არეში. დაასახელეთ ჩამოთვლილი სიმპტომების შესაძლო მიზეზი:
პაციენტს აღენიშნება მწვავე ტკივილი მკერდის ძვლის უკან და ეპიგასტრიუმში, რომელსაც თან ახლავს სისხლიანი ღებინება. მკერდის ძვლის არეში დგინდება კანქვეშა ემფიზემა კრეპიტაციით. რენტგენოლოგიურად ისახება შუასაყარის ემფიზემა. დაასახელეთ ჩამოთვლილი სიმპტომების შესაძლო მიზეზი
ტკივილის ლოკალიზაცია მარცხენა ფერდქვეშ შესაძლოა იყოს ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში გარდა
ნაწლავთა მოქმედების და აირების გამოყოფის შეწყვეტა, ნაწლავთა პერისტალტიკური ხმიანობის გაქრობა შეიძლება გამოიწვიოს ყველა ჩამოთვლილმა, გარდა
მიუთითეთ რომელი დაავადების დროს გვხვდება შემდეგი სიმპტომები: შექცევადი დიფუზური ტკივილი მუცლის მარცხენა ქვედა კვადრანტში, რომელიც ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ, ხოლო მცირდება დეფეკაციის შემდეგ. ტკივილს ხშირად თან ახლავს გულისრევა, ღებინება, შეკრულობა ან დიარეა, დაბალი ცხელება, სისხლდენა. მუცლის პალპაციის დროს ისინჯება მგრძნობიარე მკვრივი წარმონაქმნი.
64 წლის პაციენტს, რომელსაც ანამნეზში აქვს გულის ქრონიკული უკმარისობა და არითმია, აღენიშნება ღებინება, ანორექსია, დიარეის და შეკრულობის მონაცვლეობა, შემცირებული ნაწლავის ხმიანობა. რა არის სავარაუდო დიაგნოზი და ძირითადად რომელ კვლევის მეთოდს გამოიყენებთ