QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ოფთალმოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ოფთალმოლოგია სალიცენზიო

1023 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

861

თვალის ქიმიური დამწვრობისას პირველი დახმარებაა:

862

ქუთუთოების კანის დამწვრობის მკურნალობა მოიცავს:

863

რომელი რისკ-ფაქტორები განაპირობებენ თვალის კაკლის გამჭოლი ჭრილობის გართულებას ჩირქოვანი ინფექციით: 1) ჰიფემა, ჰემოფთალმი; 2) რქიოვანას გამჭოლი ჭრილობა; 3) ტრავმის მიღებიდან პირველად ქირურგიული დამუშავებამდე 24 სთ-ზე მეტი; 4) გამჭოლი ჭილობის სიგრძე 3 მმ-ზე მეტი; 5) გვიანი ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება

864

რომელი რისკ-ფაქტორები უწყობენ ხელს კატარაქტის ექსტრაქციის დროს პოსტოპერაციოული ბაქტერიული ენდოფტალმის განვითარებას: 1) პოსტოპერაციული ჭრილობების აირგაუმტარებლობა; 2) განაკვეთის ფორმა სიგრძე; 3) მინისებრი სხეულის გამოვარდნა; 4) ირიგაციული ხსნარის ინფიცირება; 5) გადანერგილი ხელოვნური ბროლის ინფიცირება

865

თვალის კაკლის გამჭოლი ჭრილობების ჩირქოვანი გართულებები მიმდინარეობს შემდეგი ფორმებით: 1) პანოფთალმიტი; 2) ენდოფთალმიტი; 3) ჩირქოვანი კონიუნქტივიტი; 4) ჩირქოვანი კერატიტი; 5) ჰიპოპიონი ირიდოციკლიტი; 6) ქორიორეტინიტი

866

რომელი კლინიკური სიმპტომები ახასიათებს ინფექციის განვითარებას, თვალის კაკლის გამჭოლი ჭრილობის დროს:

867

მიღებული ტრავმის ან გეგმიური ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რომელი კლინიკური სიმპტომები ახასიათებს ენდოფთალმიტის განვითარებას: 1) მხედველობის სიმახვილის დაქვეიტება სახის წინ თითების თვალამდე; 2) ტკივილი და სინათლის შიში; 3) ვიწრო წინა საკანი; 4) რქოვანის შეშუპება და წინა საკნის ნამის ოპალესცენცია; 5) მინისებრი სხეულის გამჭვირვალობის დაქვეითება

868

რა ღონისძიებებია რეკომენდირებული ენდოფთალმიტის განვითარების დროს: 1) ანტიბიოტიკების ინტრავენური შეყვანა;2) ნაცხის ბიომიკროსკოპია გრამის მიხედვით; 3) ვიტრეოტომია; 4) წინა საკნის და მინისებრი სხეულის პუნქცია და ასპირაცია ბაქტერიული ფლორის იდენტიფიკაციის და ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ მგრძნობელობის დადგენის მიზნით

869

დექსამეტაზონის რა რაოდენობაა არატოქსიური ინტრავიტრეალური შეყვანისთვის

870

გენტამიცინის რა რაოდენობაა არატოქსიური ინტრავიტრეალური შეყვანისთვის

871

რა ახასიათებს თვალის კაკლის I ხარისხის თერმულ დამწვრობას: 1) ქუთუთოს კანის ჰიპერემია და შესივება; 2) დესცემენტის გარსის ნაოჭები; 3) ლორწოვანი გარსის ჰიპერემია; 4) რქოვანას ზედსაპირული ეროზია

872

რა არის დამახასიათებელი III ხარისხის თვალის კაკლის დამწვრობისათვის: 1) ქუთუთოების კანის ეპიდერმისის და უფრო ღრმად მდებარე შრეების ნეკროზი; 2) კონიუნქტივიტის ფერმკრთალობა და ნეკროზი; 3) რქოვანის ეპითელიუმისა და სტრომის პერიფერიული ნაწილების ნეკროზი; 4) გაუმჭირვალე რქოვანა; 5) სკლერის გაშიშვლება და ნაწილობრივი ნეკროზი

873

რა ახასიათებს IV ხარისხის დამწვრობას: კონიუნქტივის სკლეროზი; 2) სკლერის დადნობა სისხლძარღვოვან გარსამდე; 3) რქოვანის ყველა შრის დაზიანება, ფერადი გარსის დეპიგმენტაცია და წინა საკანის ნამის შემღვრევა; 4) ირიდოციკლიტი, კატარაქტა, მეორადი გლაუკომა

874

რა ატრავმატულ ძაფებს ხმარობენ რქოვანას ჭრილობის დასამუშავებლად: 1) 6/00; 2) 7/00; 3) 8/00; 4) 9/00; 5) 10/00

875

კლლინიკური სიმპტომები, რომლებიც ადასტურებენ თვალის კაკლის გამჭოლ ჭრილობას, წარმოადგენენ: 1) ფართე გუგა; 2) ჰიფემა; 3) რქოვანის გამჭოლი ჭრილობა; 4) თვალშიდა უცხო სხეული; 5) ბროლის ქვეღრძობა

876

როდის არის რეკომენდირებული ხელოვნური ბროლის გადანერგვა რქოვანის ჭრილობის დამუშავებისას ა) ბროლის მასის გამოსვლისას წინა საკანში

877

რომელი გამოკვლევის მეთოდები გვაძლევენ საშუალებას დავაზუსტოთ თვალშიდა უცხო სხეულის ლოკალიზაცია: 1) რენტგენოგრაფია კომბერგბალადინის მიხედვით; 2) უჩონჩხო რენტგენოგრაფია ფოგტის მიხედვით; 3) პერიმეტრია; 4) კომპიუტერული ტომოგრაფია; 5) დიაფონოსკოპია; 6) A-B სკანირება

878

რა ვლინდება თვალის ხალოზის დროს: 1) მოყვითალო მომწვანო შემღვრევები ბროლში; 2) ყავისფერი პიგმენტის დაგროვება ბროლის კაფსულის ქვეშ; 3) ირიდოციკლიტი, მეორადი გლაუკომა; 4) მონაცრისფრომომწვანო ფერის მარცვლების არსებობა რქოვანაში

879

რა ვლინდება თვალის სიდეროზის დროს: 1) ფერადი გარსის ჟანგისფერი შეფერილობა; 2) ყავისფერი პიგმენტის დაგროვება ბროლის კაფსულის ქვეშ; 3) მონაცრისფრო-მომწვანო მარცვლების დაგროვება მინისებრ სხეულში; 4) მხედველობის სიმახვილის დაქვეიტება და მხედველობის ველის შევიწროვება; 5) ტოქსიკური რეტინოპათია და ნეირორეტინოპათია

880

რა კლინიკური სიმპტომებია დამახასიათებელი ორბიტის კედლის დაზიანების შემთხვევაში: 1) ეგზოფთალმი; 2) ენოფთალმი; 3) სიელმე; 4) დიპლოპია; 5) კრეპიტაცია

განმარტებები