სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ზოგადი ქირურგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ზოგადი ქირურგია სალიცენზიო
ავადმყოფმა 2 საათის წინ მიიღო გულმკერდის მარჯვენა ნახევრის შემავალი ჭრილობა დანით. შემოვიდა მძიმე მდგომარეობაში. ფერმკრთალია. არტერიული წნევა 90/60 მმ ვერცხ.წყ.სვ. პულსი- 112 წუთში სუსტი ავსებისა და დაჭიმულობის, რითმული. სუნთქვა მარჯვენა ფილტვზე მკვეთრად შესუსტებულია. გულმკერდის რენტგენოგრაფიით განისაზღვრა სითხის ფართო დონე, რომელიც აღწევს ბეჭის ქვედა კუთხეს. საკონტროლო პუნქციით პლევრის ღრუდან მიღებულია სისხლი, რომელიც შედედდა შპრიცში. დახმარებისათვის აუცილებლად უნდა შესრულდეს.
ავადმყოფს, რომელიც შემოვიდა მძიმე მდგომარეობაში ნეკნების ორმხრივი მოტეხილობით ბეჭის და უკანა აქსილარულ ხაზებზე (მარჯვნივ მე-4 ნეკნი, მარცხნივ მე-3 ნეკნი), გამოხატული აქვს კანქვეშა ემფიზემა. კლინიკური და რენტეგნოლოგიური მონაცემებით პნევმოთორაქსისა და ჰემოთორაქსის ნიშნები არ არის. აუცილებელია ჩატარდეს
მძიმე მდგომარეობაში შემოსულ ავადმყოფს გამოუვლინდა ნეკნების მოტეხილობა (მარცხნივ 5, მარჯვნივ 4), გამოხატულია შუასაყარის ემფიზემა, ორმხრივი პნევმოთორაქსი.დახმარება უნდა დავიწყოთ
5 დღის ხანგრძლივობის დიდი, შედედებული ჰემოთორაქსის დროს აუცილებელია გაკეთდეს
ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისათვის უფრო მეტად ჭეშმარიტია
72 წლის ავადმყოფი დავარდა და დაეჟეჟა გულმკერდის მარჯვენა ნახევარი. ჰქონდა ქრონიკული ბრონქიტი და ფილტვების ემფიზემა. შემოსვლისას მდგომარეობა მძიმე, სახის ციანოზი, ქოშინი (30 წუთში), სახის, კისრის, გულმკერდის გამოხატული ემფიზემა.სამკურნალო ღონისძიებები უნდა დავიწყოთ
ავადმყოფი შემოვიდა ჩივილებით: ტკივილები გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, ხველება რუხი ნახველით, რაც დაეწყო ერთი თვის წინ. ბევრს ეწევა. საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. გულმკერდის რენტგენოგრამაზე მარჯვენა ფილტვის ქვემო წილში სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი 12x8x6სმ, რომელიც ეხება გულმკერდის კედელს დიდ ფართობზე. წარმონაქმნის ზედა პოლუსზე აღინიშნება რღვევა. ნახველის მრავალჯერადი გამოკვლევით მიკობაქტერიებზე ტუბერკულოზი არ აღმოჩნდა. სავარაუდო დიაგნოზია
ფილტვში გამოვლენილია პატარა პერიფერიული წარმონაქმნი, რომელიც ეხება გულმკერდის კედელს. ამ წარმონაქმნის ხასიათის დასადგენად საჭიროა გაკეთდეს
ცენკერის დივერტიკულის სამკურნალოდ მიმართავენ:
საყლაპავი მილის კვებაში მონაწილეობას ღებულობს:
საყლაპავი მილი და კუჭი ქმნიან :
საყლაპავი მილის გამოკვლევის სპეციალური მეთოდებია:
საყლაპავის მთლიანობის დარღვევის დროს , გამოკვლევის ყველაზე ინფორმატული მეთოდია:
საყლაპავის ქიმიური ნივთიერებებით (მჟავეებით) დამწვრობის დროს ვითარდება:
საყლაპავის ქიმიური ნივთიერებებით (ტუტეებით) დამწვრობის დროს ვითარდება:
საყლაპავი მილის პეპტიური წყლულის ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს:
რომელია ცენკერის დივერტიკული:
საყლაპავი მილის კეთილთვისებიანი სიმსივნეა:
საყლაპავის კიბოსთვის დამახასიათებელია:
ხელოვნური საყლაპავი მილის შესაქმნელად გამოიყენება: