სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ზოგადი ქირურგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ზოგადი ქირურგია სალიცენზიო
როგორი ლოკალიზაციაა დამახასიათებელი წინაგულთაშორისი დეფექტისათვის
რომელი ასაკი ითვლება ოპტიმალურად ბოტალის შეუხორცებელი სადინრის სამკურნალოდ
მწვავე პერიკარდიტისთვის დამახსიათებელი არ არის
ფალოს ტეტრადისთვის დამახასიათებელი არაა
გულის თანდაყოლილ მანკებს არ ეკუთვნის
ფილტვის განგრენის სამკურნალოდ უფრო ხშირად იხმარება
ფილტვებზე რადიკალური ოპერაციის შემდეგ შესაძლებელ გართულებას წარმოადგენს
გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდებიდან ბრონქოექტაზიური დაავადების დროს ყველაზე მეტად ინფორმატიულია
სიმპტომი "დოლის ჩხირები" და "საათის მინა"
აბსცედირებული პნევმონიის უხშირეს ლოკალიზაციას წარმოადგენს
32 წლის ავადმყოფი ქალი შემოვიდა ჩივილებით: ძლიერი ხველა მცირე რაოდენობის ჩირქოვანი ნახველით მასში სისხლის მინარევით. 1,5 თვის წინ ნიგვზის ჭამისა და სიცილის დროს ჰქონდა ჩაბჟირებითი ხველის შეტევა. ორი დღის შემდეგ მოიმატა ტემპერატურამ 38 გრადუსამდე. გულმკერდის რენტგენოსკოპიით ცვლილებები არ აღმოჩნდა. შემდგომ აწუხებდა ხველა მცირე რაოდენობით უსიამოვნო სუნის ნახველით. განმეორებით გულმკერდის რენტგენოგრაფიისას გამოვლინდა მარჯვენამხრივი ქვემოწილოვანი პნევმონია. შემოსვლისას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. მარჯვენა ფილტვის ქვემო წილის პერკუტორული ხმის შემოკლება და შესუსტებული სუნთქვა. რენტგენოგრამაზე მარჯვენა ფილტვის ქვემო წილის სეგმენტების მოცულობაში შემცირება. რეკომენდირებულია
ავადმყოფი 36 წლის შემოვიდა ჩივილებით: ხველება ჩირქოვანი ნახველით 100მლ-მდე დღე-ღამეში, სისხლიანი ხველა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე, სისუსტე, ქოშინი. ავადაა დაახლოებით 10 წელი. ბავშვობაში არაერთხელ იყო ავად ორმხრივი პნევმონიით. ნახველი გამოიყოფა "სავსე პირით", განსაკუთრებით ძირს დახრის დროს. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სუსტად დადებითია "საათის მინის" სიმპტომი. მარცხენა ფილტვის ქვედა წილის არეში პერკუტორული ხმის შემოკლება. მრავლობითი მშრალი ხიხინი. ფილტვების რენტგენოგრამებზე- შუასაყარის ცდომა მარცხნივ, "გაშიშვლებულია" ხერხემლის მარჯვენა კიდე, გაძლიერებული და დეფორმირებულია ფილტვის სურათი ფილტვის ქვემო ველში ორივე მხარეს. უფრო მეტად საფიქრებელი დიაგნოზია
ავადმყოფი 36 წლის შემოვიდა ჩივილებით: ხველება ჩირქოვანი ნახველით 100მლ-მდე დღე-ღამეში, სისხლიანი ხველა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე, სისუსტე, ქოშინი. ავადაა დაახლოებით 10 წელი. ბავშვობაში არაერთხელ იყო ავად ორმხრივი პნევმონიით. ნახველი გამოიყოფა "სავსე პირით", განსაკუთრებით ძირს დახრის დროს. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სუსტად დადებითია "საათის მინის" სიმპტომი. მარცხენა ფილტვის ქვედა წილის არეში პერკუტორული ხმის შემოკლება. მრავლობითი მშრალი ხიხინი. ფილტვების რენტგენოგრამებზე- შუასაყარის ცდომა მარცხნივ, "გაშიშვლებულია" ხერხემლის მარჯვენა კიდე, გაძლიერებული და დეფორმირებულია ფილტვის სურათი ფილტვის ქვემო ველში ორივე მხარეს. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ნაჩვენებია
26 წლის ავადმყოფს დაუდგინდა ფილტვის განგრენოზული აბსცესი გართულებული პროფუზული სისხლდენით ფილტვიდან. მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი მისთვის არის
ავადმყოფს ქვედა ლობექტომიისა და ზედა წილის ენისებრი სეგმენტების რეზექციიდან 2 დღის შემდეგ განუვითარდა ზედა წილის დარჩენილი სეგმენტების ატელექტაზი. მისი მკურნალობის უფრო მეტად ეფექტური მეთოდია
ავადმყოფი 47 წლის შემოვიდა ჩივილებით: ხველაზე ჩირქოვანი ნახველით 400 მლ-მდე დღე-ღამეში, სისხლიან ხველაზე, ტემპერატურის მომატებაზე, სისუსტეზე, ოფლიანობაზე. 20 წლის წინ გადაიტანა ოპერაცია მარცხენა ფილტვზე- ქვემო წილის და ზემო წილის ენისებური სეგმენტების რეზექცია. 1 წლის შემდეგ დაიწყო 200 მლ ჩირქოვანი ნახველის გამოყოფა, გაჩნდა სისხლიანი ხველა ხოლო ბოლო დროს ნახველი 400 მლ-ის რაოდენობით გახდა ცუდი სუნის. მდგომარეობა მძიმეა. რენტგენოლოგიური გამოკვლევისას დარჩენილ ფილტვში დაახლოებით 6 სმ ღრუ ჰორიზონტალური დონით. ბრონქოსკოპიით დარჩენილი 3 სეგმენტიდან მოდის ჩირქი. მარჯვენა ფილტვში კლინიკური, რენტგენოლდოგიური და ენდოსკოპიური მონაცემებით ცვლილებები არ გამოვლინდა. რეკომენდირებულია
რეთორაკოტომიის აბსოლუტური ჩვენებებია
სპონტანური არასპეციფიური პნევმოთორაქსის მკურნალობა უნდა დაიწყოს
29 წლის ავადმყოფი შემოვიდა ჩივილებით: ტკივილები გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, ქოშინი, 3 დღის წინ, 60 კგ ტვირთის აწევის შემდეგ უცბად დაეწყო ძლიერი ტკივილი გულმკერდის მარჯვენა ნახევარში ირადიაციით მხარში, ქოშინი. შემოსვლისას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: პულსი 94 წუთში, რითმული, დამაკმაყოფილებელი ავსებისა და დაჭიმულობის. მარჯვენა ფილტვის საპროექციო არეში სუნთქვა მკვეთრად შესუსტებულია, ხიხინი არის. უნდა ვივარაუდოთ
29 წლის ავადმყოფი შემოვიდა ჩივილებით: ტკივილები გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, ქოშინი, 3 დღის წინ, 60 კგ ტვირთის აწევის შემდეგ უცბად დაეწყო ძლიერი ტკივილი გულმკერდის მარჯვენა ნახევარში ირადიაციით მხარში, ქოშინი. შემოსვლისას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: პულსი 94 წუთში, რითმული, დამაკმაყოფილებელი ავსებისა და დაჭიმულობის. მარჯვენა ფილტვის საპროექციო არეში სუნთქვა მკვეთრად შესუსტებულია, ხიხინი არის. რენტგენოლოგიური გამოკვლევით დიაგნოზი დადასტურდა. გამოვლინდა ფილტვის კოლაფსი მოცულობის ნახევარზე აუცილებელია მისი მკურნალობა დავიწყოთ