სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია სალიცენზიო
. სრული და არასრული წვის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტებიდან რომლები აზიანებენ უფრო ხშირად სასუნთქვის გზებს თერმოინჰალაციური დაზიანების მქონე პაციენტებში: 1 ციანიდები; 2 აკროლეინები; 3 ალდეჰიდები;
. როდის აღწევს თავის პიკს სასუნთქი გზების ლორწოვანების შეშუპება თერმოინჰალაციური დაზიანების დროს
. რა სიმპტომი არ არის დამახასიათებელი თერმოინჰალაციური დაზიანებებისათვის
. როდის ჩნდება ცვლილებები გულმკერდის რენტგენოგრამაზე თერმოინჰალაციური დაზიანების მქონე პაციენტებში
. სასუნთქი გზების თერმოინჰალაციური დაზიანებებისას ფილტვისმიერი გართულებების სიმძიმეს მეტწილად განაპირობებს:
. დამწვრობითი ტრავმის მქონე ავადმყფებში რა წარმოადგენს კალორიის ძირითად წყაროს თუ არ ხდება საჭირო რაოდენობით საკვები პროდუქტების მიღება
. თერმული ტრავმის მქონე ავადმყოფებში რა წარმოადგენს ენერგეტიკული ბალანსის ძირითად კომპონენტს
. თერმული ტრავმის მქონე ავადმყოფებისათვის დამახასიათებელია
. თერმული ტრავმის მქონე ავადმყოფებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მინერალური ცვლა. ქვემოთ ჩამოთვლილი მინერალური ელემენტებიდან რომელი მონაწილეობს უშუალოდ ჭრილობის შეხორცებაში
. უპირველეს ყოვლისა რომელი ვიტამინების აღდგენა უნდა მოხდეს დამწვრობის დროს
. როდის იწყება ენტერალური კვებადამწვარ ავადმყოფებში
. რომელია ყველაზე ნაკლებ ეფექტური ღონისძიება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის (კურლინგის წყლულები) სტრესული წყლულების განვითარების პროფილაქტიკაში
. რომელია ამორჩევის მეთოდი კურლინგის წყლულებიდან სისხლდენის შესაჩერებლად დამწვრობით ავადმყოფებში
. რომელ ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებებს შეუძლიათ აუცილებელი ქირურგიული ჩარევის საჭიროების მოხსნა, ჯორჯლის ზემო არტერიის სინდრომის დროს, მძიმე დამწვობით ავადმყოფებში
. არაოკლუზიური ენტეროკოლიტი, რომელიც კლინიკურად და ჰისტოლოგიურად მოგვაგონებს კურლინგის წყლულებს, ხშირი გართულებაა დამწვრობით ავადმყოფებში. რა მიზეზით წარმოიშობა ყველაზე ხშირად ზემოთ აღწერილი
. სისხლდენის გარდა რა საშიშროებას ქმნის დამწვრობით ავადმყოფებში არაოკლუზიური ენტეროკოლიტი
. რა ემსახურება ორგანიზმის დაცვის პირველად ანტიინფექციურ ბარიერს დამწვრობით ავადმყოფებში
. ერთ-ერთ გართულებად მძიმე დამწვრობითი შოკისა, რომელსაც თან ახლავს სასუნთქი გზების ინჰალაციური დაზიანება, არის პნევმოთორაქს. რა ტიპის გადაუდებელი სამედიცინო ქმედება უნდა ჩატარდეს ამ დროს:
. თერმოინჰალაციური დაზიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტური მაჩვენებელია:
. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის დამახასიათებელი სასუნთ გზებზე პირდაპირი თერმული მოქმედების დროს (ალით)?