QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნარკოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ნარკოლოგია სალიცენზიო

1361 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

121

ნარკოლოგიურ შემოწმებაზე მოყვანილ პიროვნებას აღენიშნება ფსიქომოტორული აჟიტაცია, მიოზი, სახისა და ტორსის გამოხატული ჰიპერემია, სახის, კისრის, ყურისუკანა არეების ქავილი. დიაგნოზის დასამოწმებლად რომელი ნივთიერების აღმოსაჩენად მოითხოვთ პაციენტის შარდის ქიმიკოტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩატარებას.

122

პიროვნებას ნარკოლოგიური შემოწმებისას აღენიშნება გაღიზიანებადობა, რინორეა, თვალცრემლიანობა, ოფლიანობა, მიდრიაზი. რა დიაგნოზი შეიძლება ივარაუდოს ექიმმა:

123

ნარკოლოგიური შემოწმებაზე მოყვანილია 16 წლის ვაჟი, რომელსაც აღენიშნება მხიარული გუნებ-განწყობა, სახის ჰიპერემია, მიდრიაზი, თვალების ბრწყინვა, კანის სიმშრალე, პულსისა და არტერიული წნევის მატება. დასვით სავარაუდო დიაგნოზი:

124

აქროლადი გამხსნელების მომხმარებლებისათვის დამახასიათებელია შემდეგი თვისებები, გარდა:

125

პიროვნებას ჰაშიშის მოწევიდან მალევე ნათელი ცნობიერების ფონზე აღენიშნება შფოთვის მომატება, დევნისა და დამოკიდებულების ბოდვითი იდეები, დეპერსონალიზაცია, ავლენს აგრესიას გარშემომყოფთა მიმართ. დასვით სავარაუდო დიაგნოზი:

126

ნარკოლოგიურ სტაციონარში მოიყვანეს ახალგაზრდა ვაჟი, რომელსაც აღენიშნება ცნობიერების დაბინდვა, დეზორიენტაცია, აზროვნების ტემპის შენელება, მეხსიერების დაქვეითება, შფოთვა ჰალუცინატორულ-ბოდვითი ჩართვებით. გუგები გაფართოებული, მეტყველება უთავბოლო, ხმა ჩახლეჩილი, პირისა და ტუჩების ლორწოვანი მშრალი, კოორდინაცია დარღვეული. დასვით სავარაუდო დიაგნოზი:

127

ე. წ. "ფლეშ-ბეკი" (რემინესცენცია) დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი პრეპარატის მიღებისას, გარდა:

128

"ფლეშ-ბეკს" (რემინესცენციას) ახასიათებს შემდეგი თვისებები, გარდა:

129

ე.წ. "პანიკური რეაქციები" როგორც წესი ახასიათებთ შემდეგი პრეპარატების მომხმარებლებს, გარდა

130

ჰაშიშური პანიკური რეაქციებისათვის დამახასიათებელია შემდეგი თვისებები, გარდა

131

ე.წ. " ფლეშ-ბეკი" (რემინესცენცია) დამახასიათებელია შემდეგი პრეპარატების მოხმარებისათვის

132

ლოკომოტორული ფუნქციების ადაპტაცია საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების მოქმედების მიმართ აღინიშნება ამ პრეპარატებისადმი

133

ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტებს მიეკუთვნება შემდეგი პრეპარატები, გარდა:

134

ნარკოლოგიური შემოწმებისას გამოსაკვლევი პირი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას, კლინიკურად თრობა არ აღენიშნება, ინექციების შემდგომი ნაწიბურები არა აქვს, მაგრამ წარმომდგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით მას აღმოაჩნდა საეჭვო ფხვნილი, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება იყოს ნარკოტიკი, ექიმი:

135

პათოლოგიური თრობის დროს დიფერენციალური დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს:

136

ტკივილები მსხვილ სახსრებში აღინიშნება: 1. ალკოჰოლიზმის დროს;2. საძილე საშუალებისადმი დამოკიდებულების დროს; 3. ციკლოდოლისადმი დამოკიდებულების დროს

137

რომელი ჯგუფის სამკურნალო სამედიცინო საშუალებებიდან შესაძლებელია ეფედრინის ქიმიური გზით გამოყვანა, შემდგომი ნარკოტიზაციის მიზნით

138

კოკაინური აღკვეთის მდგომარეობის II ფაზის დასაწყისში აღინიშნება

139

ტერმინი " ალკოჰოლიზმი" პირველად შემოიღო:

140

დსკ _ 10-ში ალკოჰოლიზმი შეტანილია:

განმარტებები