სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ფთიზიატრია პულმონოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ფთიზიატრია პულმონოლოგია სალიცენზიო
ეგზოგენური ალერგიული ალვეოლიტის ძირითადი გამოვლინება შეიძლება იყოს:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ეგზოგენური ალერგიული ალვეოლიტის რომელი კლინიკური სინდრომის გამომწვევია „Aspergillus fumigatus“:
რომელი მეთოდით ვაწარმოებთ ჭეშმარიტ დიაგნოსტიკას ფილტვების ალვეოლური პროტეინოზის დროს:
ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელი სიმპტომი არ ახასიათებს ფილტვების ალვეოლარულ პროტეინოზს:
ეოზინოფილური ინფილტრატი ფილტვში შეიძლება გაჩნდეს:
ფილტვების ეოზინოფილური ინფილტრატი არ არის დამახასიათებელი:
ლეფლერის სინდრომისთვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დებულება, გარდა შემდეგისა:
45 წლის ავადმყოფი ქალი კლინიკაში შემოვიდა ჩივილებით: სუბფებრილური ტემპერატურა, ხველა მცირე რაოდენობით "იადონისფერი" ნახველით, ართრალგია, კანის გამონაყარი და ქავილი, სინუსიტის მოვლენები. ავად არის 10 დღეა. ანამნეზში: უშაქრო დიაბეტი (3 წელია), რომლის გამოც ღებულობს ადიურეკრინს, პაციენტი ავად არის შარდკენჭოვანი დაავადებით, კონკრემენტი მარჯვენა თირკმელში დადასტურებულია უროგრაფიით. ობიექტურად: კანზე ურტიკარული გამონაყარი, ფილტვების პერკუსიით ვეზიკულური სუნთქვა, ერთეული მშრალი ხიხინი ფორსირებული ამოსუნთქვის ფონზე. პერიფერიულ სისხლში - ეოზინოფილია 17%. სავარაუდო დიაგნოზია:
ლეფლერის სინდრომის დროს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი სამკურნალო საშუალებების გამოყენებაა მართებული:
რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დაზიანება არ არის დამახასიათებელი ვეგენერის სინდრომისათვის:
ვეგენერის სინდრომის ეტიოპათოგენეზს საფუძვლად უდევს:
აღნიშნეთ ის კლინიკური გამოვლინება, რომელიც არ არის დამახასიათებელი ვეგენერის სინდრომისათვის:
აღნიშნეთ ის სამკურნალო საშუალებები, რომელთა დანიშვნა პირველ რიგში უნდა მოხდეს ვეგენერის სინდრომის დროს:
ყველა ჩამოთვლილი დაავადება საკუთრივ პროფესიული ხასიათისაა, გარდა:
55 წლის მუშა, რომელიც 15 წელია მუშაობს ცემენტის ქარხანაში, შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით ხველაზე ლორწოვანი ნახველით, ქოშინზე. ობიექტურად ფილტვებში მოისმინება არამკვეთრი ინტერსტიციული დაჩრდილვა. სავარაუდო დიაგნოზი:
პნევმოკონიოზების გართულებებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
პნევმოკონიოზებს, რომლებიც ვითარდებიან ალუმინის, ბერილიუმის, რკინის შემცველი მტვრის შესუნთქვით, მიეკუთვნება:
პნევმოკონიოზებს, რომლებიც ვითარდებიან გრაფიტის, ჭვარტლის. ნახშირის, ქვანახშირის შემცველი მტვრის შესუნთქვით, მიეკუთვნება:
რომელი მდგომარეობა შეიძლება იყოს თანხვედრილი სილიკოზის დროს:
რომელია მწვავე ბერილოზის დამახასიათებელი ნიშანი: