QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ფთიზიატრია პულმონოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ფთიზიატრია პულმონოლოგია სალიცენზიო

802 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

681

აღწერას შეურჩიეთ სათანადო დასკვნა: რენტენოლოგიურად აღინიშნება დაჩრდილვა, რომელიც ხშირად ლოკალიზდება ქვედა წილებში, აქვს სამკუთხედის ფორმა, მწვერვალით მიმართული ფესვისაკენ

682

აღწერას შეურჩიეთ სათანადო დასკვნა: რენტგენოლოგიური გამოკვლევა ადგენს დაჩრდილვას ქვემოთ და შიგნით ჩამოჭრილი ზედა საზღვირით

683

აღწერას შეურჩიეთ სათანადო დასკვნა: რენტგენოლოგიურად აღინიშნება ფილტვის არტერიის ღეროს გამოზნექვა, ფილტვის არტერიის მარჯვენა დაღმავალი ტოტის გაფართოება

684

აღწერას შეურჩიეთ სათანადო დასკვნა: რენტგენოსკოპიით გულმკერდის საგიტალური ზომის მომატება, რეტროსტერნალური სივრცის გაფართოება. ფილტვის გამჭირვალობა ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის ფაზებში ფაქტიურად არ იცვლება

685

აღწერას შეურჩიეთ სათანადო დასკვნა: აღინიშნება მკაფიოდ შემოსაზღვრული ოვალური ჩრდილი, რომელიც იცვლის კონფიგურაციას სუნთქვის დროს, ორმაგი თაღის სურათი

686

აღწერას შეურჩიეთ სათანადო დასკვნა: რენტგენოგრაფიულად აღინიშნება ქვიშის საათის სურათი შევიწროვებით დიაფრაგმის დონეზე, შერწყმული ღვიძლის აბსცესთან, ბრონქ-ღვიძლის ფისტულა

687

აღწერას შეურჩიეთ სათანადო დასკვნა: რენტგენოგრაფიულად აღინიშნება 2-4 სმ დიამეტრის მომრგვალო წარმონაქმნი მკაფიო კონტურებით, რომელიც ლოკალიზდება ფილტვის მწვერვალის არეში

688

აღწერას შეურჩიეთ სათანადო დიაგნოზი: რენტგენოლოგიურად ვიზუალიზირდება ლიმფური კვანძების ორმხრივი დაზიანება შერწყმული მილიარულ დისემინაციასთან

689

აღწერას შეურჩიეთ სათანადო დიაგნოზი: რენტგენოლოგიურად აღინიშნება ღრუ, ბეჭდისებრი ჩრდილი ახლოს მდებარე მკვრივი პლევრალური ნადებით

690

ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგს შეურჩიეთ სათანადო დიაგნოზი: ფეკალურ მასებში ასკარიდების და სხვა ჰელმინთების კვერცხების არსებობა, ზომიერი ეოზინოფილია სისხლში, სისხლში „G“ ჯგუფის იმუნოგლობულინების მატება

691

ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგს შეურჩიეთ სათანადო დიაგნოზი: მომწვანო ფერის ნახველში, ბრონქის ამონარეცხ წყლებში, ფილტვის ბიოპტატებში და სხვა ორგანოებში სოკოს მიცელომის ძაფები ვლინდება

692

ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგს შეურჩიეთ სათანადო დიაგნოზი: E ჯგუფის იმუნოგლობულინების მაღალი დონე სისხლში, პერიფერიულ სისხლში ეოზინოფილების მომატება, ნახველში შარკო-ლეიდენის კრისტალებისა და კუშმანის სპირალების არსებობა

693

შეარჩიეთ შესაბამისი ფაქტორი: გამოიყოფა პოხიერი უჯრედებით, იწვევს ბრონქოსპაზმს, ბრონქების ლორწოვანის შეშუპებას, ლორწოს ჰიპერსეკრეციას ბრონქული ხის სანათურში, არის სწრაფი ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის წამყვანი ჰუმორული ფაქტორი

694

შეარჩიეთ შესაბამისი ფაქტორი: მიეკუთვნება პროსტაგლანდინები სჯგუფს, სინთეზირდება არაქიდონის მჟავისაგან, ამცირებს ბრონქების გლუვი კუნთების ტონუსს

695

შეარჩიეთ შესაბამისი ფაქტორი: ილექება პოხიერი უჯრედების მემბრანაზე, მათი ალერგენთან შეკავშირება აუცილებელია სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციის პათოქიმიური სატდიის გაშვებისთვის

696

მკურნალობის აღწერისათვის შეარჩიეთ შესაბამისი ჩვენება: პირველხარისხოვანი მნიშვნელეობა ენიჭება პლევრის ღრუს სანაციას და მის დრენირებას აქტიური ასპირაციითა და ანტიბიოტიკების შეყვანით;

697

მკურნალობის აღწერისათვის შეარჩიეთ შესაბამისი ჩვენება: მკურნალობა შეიძლება იყოს მხოლოდ ოპერაციული, რომლის ძირითადი მიზანია დარჩენილი რიგიდული ღრუს ლიკვიდაცია და ბრონქული ფისტულების დახურვა

698

მკურნალობის აღწერისათვის შეარჩიეთ შესაბამისი ჩვენება: წარმატება დამოკიდებულია ძირითადი დაავადების მკურნალობაზე; ნაჩვენებია პლევრის ღრუს პუნქცია სითხის ასპირაციით

699

მკურნალობის ყოველი სახეობისთვის შეარჩიეთ ჩვენება: გამოიყენება ფიბრინოლიზური პრეპარატები - სტრეპტოკინაზა (უროკინაზა) 25000 ერთი საათის განმავლობაში (2-3 დღე); შემდგომში ჰეპარინი და ნეოდიკუმარინი

700

მკურნალობის ყოველი სახეობისთვის შეარჩიეთ ჩვენება: გამოიყენება კორტიკოსტეროიდები დიდ დოზებში: 1 მგ/კგ პრედნიზოლონი დღე-ღამეში, აგრეთვე იმუნოდეპრესანტი - აზატოიპრინი 1,5-2 მგ/კგ წონაზე

განმარტებები