QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › უროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

უროლოგია სალიცენზიო

747 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

441

შარდმჟავა კენჭების მქონე პაციენტებში ყველაზე ხშირი დარღვევაა:

442

ცისტური ფიბროზის (მუკოვისციდოზი) მქონე პაციენტებში კენჭების წარმოქმნის ეტიოლოგიური ფაქტორია:

443

კარბო ანჰიდრაზას ინჰიბიტორები დაკავშირებულია შემდეგი შემადგენლობის კენჭების ფორმირებასთან:

444

ორსულობის დროს ქვემოთ მოყვანილთაგან რომელი ფიზიოლოგიური ცვლილებები აღინიშნება თირკმელში?

445

რომელ კენჭებს წარმოქმნიან ყველაზე ხშირად ნაწლავოვანი ჰიპეროქსალურიის მქონე პაციენტები?

446

ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებში კენჭების წარმოქმნის ყველაზე ხშირი რისკ ფაქტორი არის:

447

ნაწლავის ანთებითი დაავადების ან ქრონიკული დიარეის მქონე პაციენტებში ჰიპოციტრატურია გამოწვეულია:

448

ნაწლავოვანი ჰიპეროქსალურიის მქონე პაციენტებში ოპტიმალური მკურნალობა არის:

449

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელიც განაწყობს პაციენტს შარდმჟავა დიათეზისადმი არის:

450

საწყისი ლაბორატორიული კვლევა, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ნიშანი შარდმჟავა კენჭების მქონე პაციენტებში არის:

451

შარდმჟავა დიათეზის მქონე პაციენტის ყველაზე შესაფერისი მედიკამენტოზური მკურნალობა არის:

452

პაციენტს რომელსაც აქვს მორეციდივე შარდმჟავა კენჭები დაენიშნა პერორალური მედიკამენტოზური თერაპია და იღებს 3 თვეა. საკონტროლო კვლევის დროს ინახა, რომ 24 საათიან შარდში შარდმჟავას რაოდენობა მნიშვნელოვნად მომატებულია. აღნიშნულის მიზეზია:

453

შარდმჟავა კენჭების მქონე პაციენტი ერთი წელი იტარებს შარდის გამატუტიანებელ თერაპიას. გამოაძევა ორი კალციუმის ფოსფატის კენჭი. 24 საათიან შარდში ინახა PH 7.4, ციტრატი 450მგ/დღეში და შარდმჟავა 875მგ/დღეში. კენჭების გაჩენის ყველაზე სავარაუდო მიზეზია:

454

შარდმჟავა დიათეზის მქონე პაციენტი იღებს ნატრიუმის ბიკარბონატს, შარდის PH ნარჩუნდება 6.3-სა და 6.7-ს შორის. რა მიზეზით არის შესაძლო რომ გაჩნდეს კალციუმის ოქსალატის კენჭი?

455

სტრუვიტული კენჭის გაჩენის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის:

456

რომელი მკურნალობა არ არის რეკომენდირებული მორეციდივე სტრუვიტული კენჭის მკურნალობისთვის?

457

რა გზით ამცირებს აცეტოჰიდროქსამის მჟავა კენჭების წარმოქმნას?

458

12 წლის ბიჭს აქვს მორეციდივე ნეფროლითიაზი. ბოლო 4 წლის განმავლობაში სამჯერ გამოაძევა კენჭი. ახლახან ჩაიტარა დართყმითტალღოვანი ლითოტრიფსიის ორი სეანსი, თუმცა წარუმატებლად. იღებდა წარსულში უცნობ მედიკამენტს, მაგრამ მკურნალობა შეწყდა რადგან მშობლების აზრით იყო წარუმატებელი. შარდის ანალიზით ინახა ჰექსაგონალური კრისტალები. მეტაბოლური დიაგნოზი რომელიც იწვევს ამ პაციენტში რეციდივული კენჭების გაჩენას არის:

459

ქვემოთ მოყვანილთაგან რომელი არ არის ჰიპოციტრატურიული კალციუმის ნეფროლითიაზის მიზეზი?

460

თირკმლის ტუბულარული აციდოზის მქონე პაციენტის მკურნალობა არის:

განმარტებები