სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › უროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
უროლოგია სალიცენზიო
ქვემოთჩამოთვლილიდან რომელი დებულებაა მცდარი თირკმლის კიბოს გამო პარციალურ ნეფრექტომიასთან მიმართებაში?
უროონკოლოგიურ პათოლოგიებში უხშირესია:
PSA-ს სიმკვრივე გამოითვლება შემდეგნაირად
პროსტატის კიბო მულტიფოკალურია შემთხვევათა დაახლოებით:
შესაძლებელია თუ არა რადიკალური პროსტატექტომიის შემდეგ მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგძლივობის პროგნოზირება PSA-ს დონის მომატების მიხედვით
პროსტატის კიბოს პროგრესირების პროგნოზული ფაქტორებია ქვემოთ ჩამოთვლილიდან ყველა ერთის გარდა:
რადიკალური სხივური თერაპიის წარმატების შემთხვევაში PSA-ს დონე უნდა იყოს:
სტეროიდული ანტიანდროგენები არასტეროიდულისაგან განსახვავდება იმით, რომ:
მაქსიმალურ ანდროგენურ ბლოკადასთან მიმართებაში ჭეშმარიტია შემდეგი მოსაზრება:
32 წლის პაციენტს მარცხენა სათესლე ჯირკვლის სიმსივნის გამო გაუკეთდა ინგვინალური ორქექტომია. დაუდგინდა არასემინომური გერმინოგენული სიმსივნე. კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით რეტროპერიტონული სივრცის და შუასაყრის მეტასტაზური დაზიანება არ გამოუვლინდა. ალფა-ფეტოპროტეინის და ქორიონული გონადოტროპინის ბეტა ფრაქციის დონე სისხლში მაღალი რჩება ორქექტომიის შემდეგაც. შემდგომი მკურნალობის ოპტიმალური ვარიანტია:
ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური ტესტებიდან რომელი წარმოადგენს სპეციფიურს სათესლე ჯირკვლის სიმსივნისათვის:
სათესლე ჯირკვლის სიმსივნის ქირურგიული მკურნალობისას რომელი განაკვეთიდან უნდა შესრულდეს ორქექტომია:
პაციენტს სათესლე ჯირკვლის სიმსივნის მკურნალობისათვის გაუკეთდა რეტროპერიტონული ლიმფადენექტომია რის შემდეგაც განუვითარდა რეტროგრადული ეაკულაცია. რაც გამოწვეულია შემდეგი ნერვის დაზიანებით:
შარდის ბუშტის კარცინომა ინ სიტუ-ს ოპტიმალური მკურნალობის მეთოდია
შარდის ბუშტის T1 G3 სიმსივნე შემდგომში განიცდის პროგრესირებას შემთხვევათა:
ინტრავეზიკალური ქიმიოთერაპია შარდის ბუშტის ზედაპირული სიმსივნის ტრანსურეთრული რეზექციის შემდეგ ზეგავლენას ახდენს
ქვემოთ ჩამოთვლილი შარდის ბუშტის ჰისტოლოგიური ვარიანტებიდან, რომელი ვლინდება ყველაზე ხშირად შარდის ბუშტის ექსტროფიასთან ერთად:
როგორც ცნობილია, თირკმელუჯრედოვანი კიბო ასოცირებულია მემკვიდრეობით ონკოლოგიურ ვონ-ჰიპელ ლინდაუს სინდრომთან. აღნიშნული სინდრომის მანიფესტაცია ხდება ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებით გარდა ერთისა:
რადიკალური ცისტექტომიის შემდეგ, მამაკაცებში ურეთრექტომიის ჩვენებას წარმოადგენს:
საშარდე ტრაქტის ყველაზე გავრცელებული სიმსივნე ბავშვებში არის: