სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
რომელი ლაბორატორიული მონაცემებია დამახასიათებელი თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს განვითარებული ფიბროზული ოსტეოიტის შემთხვევაში: 1. ჰიპერპარათირეოზი; 2. ჰიპოკალცემია; 3. ჰიპერფოსფატემია; 4. ძვალსპეციფიური ტუტე ფოსფატაზას მომატება სისხლში
რომელმა იატროგენულმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტში დაბალი ცვლის ოსტეოპათია: 1. სადიალიზო სითხეში კალციუმის მაღალი შემცველობა; 2. ალუმინ-შემცველი ფოსფატშემბოჭველების გამოყენება; 3. კალციტრიოლით თერაპია; 4. პარათირეოიდექტომია
სისხლში რომელი ნივთიერების კონცენტრაციის მომატებაა დამახასითებელი თირკმლის ქრონიკული დაავადებისთვის: 1. ფოსფატი; 2. კალციტრიოლი; 3. პარათჰორმონი; 4. ბიკარბონატი
რენულ ოსტეოპათიასთან დაკავშირებით ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი?
რომელი ნივთიერების კონცენტრაციის მატება იწვევს პარათჰორმონის გაძლიერებულ სეკრეციას რენული ოსტეოპათიის განვითარების პროცესში: 1. კალციტრიოლი; 2. კალციუმი 3. ალუმინი 4. ფოსფატი
რენული ოსტეოპათიის რომელი ფორმა ზრდის ყველაზე მეტად ძვლების პათოლოგიური მოტეხილობის სიხშირეს?
რომელია ძვლის ფორმაციის ბიოქიმიური მარკერი რენული ოსტეოპათიის შემთხვევაში?
რომელი დებულებაა ჭეშმარიტი დიალიზთან ასოცირებულ ამილოიდოზთან დაკავშირებით?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს პარათირეოიდექტომიის აბსოლუტურ ჩვენებას მეორადი ჰიპერპარათირეოზის შემთხვევაში?
რენული ოსტეოპათიის შემთხვევაში რა სახის სამედიცინო ჩარევა იწვევს მშიერი ძვლის სინდრომის განვითარებას?
თირკმლის ქრონიკული დაავადების ტერმინალური სტადიის დროს რომელია კალციტრიოლის დანიშვნის უკუჩვენება?
თირკმლის ქრონიკული დაავადების ტერმინალურ სტადიაზე სისხლში პარათირეოიდული ჰორმონის ოპტიმალური კონცეტნრაციაა
თირკმლის ქრონიკული დაავადების ტერმინალურ სტადიაზე სისხლში კალციუმის ოპტიმალური კონცენტრაციაა
როცა ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტი იმყოფება კალციტრიოლით პულს-თერაპიაზე, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს წამლის დოზის მატების ჩვენებას: 1. ფოსფატი - 2.1 მმოლ/ლ; 2. კალციუმი - 2.5 მმოლ/ლ; 3. ძვალსპეციფიური ტუტე ფოსფატაზას დაქვეითებული დონე; 4. პარათჰორმონი - 400 პგ/მლ
რომელი არასასურველი ეფექტი შეიძლება ქონდეს კალციტრიოლის გადაჭარბებული დოზებით თერაპიას ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტში: 1. ჰიპერფოსფატემიის გაღრმავება; 2. ჰიპერკალცემიის განვითარება; 3. ადინამიური ძვლის დაავადება; 4. კალციფილაქსია
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში რომელი ფოსფატ-შემბოჭველების ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული?
რა შემთხვევაში შეიძლება შეგვხვდეს ჰიპოფოსფატემია თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს? 1. მძიმე მალნუტრიცია; 2. თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი; 3. ყოველდღიური ჰემოდიალიზი; 4. კალციტრიოლის დოზის გადაჭარბება
ქვემოთ ჩამოთვლილ დებულებათაგან რომელია ჭეშმარიტი რენულ ოსტეოპათიასთან დაკავშირებით?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს ჰიპერკალცემიის მიზეზი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტში? 1. სადიალიზო სითხის გაწმენდის დაბალი ხარისხი; 2. კალციტრიოლით თერაპია; 3. „მესამეული” ჰიპერპარათირეოზი; 4. სეველამერით თერაპია
რა ტიპის ოსტეოპათიას იწვევს მეორადი ჰიპერპარათირეოზი თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს?