სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
სისხლში რომელი ნივთიერების რაოდენობის განსაზღვრის გამოყენება შეიძლება ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტის „მშრალი წონის” შესაფასებლად?
რომელი ტიპის ეგზოგენური ტოქსინების მოსაცილებლად შეიძლება ქონდეს ჰემოდიალიზს უპირატესობა ჰემოპერფუზიასთან შედარებით?
დიაბეტურ ნეფროპათიასთან დაკავშირებით ქვემოთ ჩამოთვლილ დებულებათაგან რომელია სწორი?
რას ეფუძნება თირკმლის ქრონიკული უკმარისობით გამოწვეული ანემიის დიაგნოზი?
რენული ანემიის შემთხვევაში ინტრავენური რკინით თერაპიასთან დაკავშირებით რომელი დებულებაა სწორი?
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტში სისხლში რომელი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატებული დონე მიანიშნებს, რომ ფერიტინის მაღალი დონე შეიძლება არ იყოს რკინის საკმარისი მარაგის მაჩვენებელი?
რომელი მედიკამენტის გამოყენებაა ოპტიმალური ჰემოდიალიზზე ჰეპარინით გამოწვეული სისხლდენის შესაჩერებლად?
როგორ გამოითვლება ჰემოდიალიზზე შარდოვანას კლების ინდექსი („Upre“ - შარდოვანა დიალიზამდე, „Upost“ - შარდოვანა დიალიზის შემდეგ)?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომლის კლირენსია ყველაზე დაბალი ჰემოდიალიზზე?
როგორია კალციფილაქსიის განმარტება თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს?
რა სიხშირით უნდა გაუკეთდეს ამიკაცინი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტს?
ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელი საჭიროებს დოზის მკვეთრ შემცირებას თირკმლის ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ მიეკუთვნება ჰემოდიალიზზე დაბალი მოლეკულური მასის მქონე ჰეპარინის უპირატესობებს არაფრაქცირებულ ჰეპარინთან შედარებით?
რომელია ქვემოთ ჩამოთვლილ დებულებათაგან ჭეშმარიტი ჰემოდიალიზზე სისხლის ექსტრაკორპორული შედედების შესახებ: 1. განპირობებულია დიალიზატორთან სისხლის შეხებით; 2. განპირობებულია კოაგულაციური კასკადის გააქტივებით; 3. განპირობებულია თრომბოციტების აქტივაციით; 4. პროფილაქტიკისთვის საჭიროა ანტიკოაგულაციური მკურნალობა
ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში C რეაქტიული ცილის („CRP“) შესახებ გამოთქმული დებულებებიდან არასწორია
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებთან დაკავშირებით ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან არასწორია
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ათეროგენეზის საწინააღმდეგო ღონისძიებებს არ მიეკუთვნება
პერიტონეული დიალიზის დროს რომელი სატრანსპორტო მექანიზმები განაპირობებს პერიტონეუმის გასწვრივ აზოტოვანი პროდუქტებისა და ელექტროლიტების მოძრაობას: 1. დიფუზია; 2. პინოციტოზი; 3. კონვექცია; 4. ოსმოსი
პერიტონეული დიალიზის დროს რომელი სატრანსპორტო მექანიზმი განაპირობებს პერიტონეუმის გასწვრივ წყლის მოძაობას?
პერიტონეული დიალიზის დროს რომელი სატრანსპორტო მექანიზმი განაპირობებს პერიტონეუმის გასწვრივ ცილის გადაადგილებას?