სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან რომელია ჭეშმარიტი?
რომელი მედიკამენტი გამოიყენება ტრანსპლანტატის T-უჯრედული მწვავე მოცილების სტეროიდ-რეზისტენტული ფორმის დროს: 1. ანტითიმოციტური-გლობულინი; 2. მურონომაბი („OKT3“); 3.ციკლოსპორინის შეცვლა ტაკროლიმუსით; 4. ციკლოფოსფამიდი
რომელი დებულებაა ჭეშმარიტი C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტისთვის თირკმლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით?
რომელი მედიკამენტი მიეკუთვნება კალცინევრინის ინჰიბიტორებს: 1. ციკლოსპორინი; 2. სიროლიმუსი; 3. ტაკროლიმუსი; 4. მიკოფენოლატ მოფეტილი
რომელმა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს ტრანსპლანტატის ფუნქციის შეფერხება?
სისხლში რომელი მედიკამენტის კონცენტრაციის განსაზღვრაა აუცილებელი სწორი დოზის შესარჩევად?
რა გამოვლინებებია დამახასიათებელი ტრანსპლანტატის მწვავე პიელონეფრიტისათვის? 1. მაღალი ტემპერატურა; 2. სისხლში კრეატინინის მატება; 3. ჰემატურია; 4. პოლიურია
რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ფუროსემიდის ზედმეტმა დოზამ ტრანსპლანტატში: 1. მწვავე ფუნქციური უკმარისობა; 2. მწვავე მოცილების სინდრომი; 3. მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი; 4. მწვავე პიელონეფრიტი
რომელი დაავადების დამახასიათებელი გართულებაა ბაზალური მემბრანის საწინააღმდეგო ანტისხეულებით გამოწვეული გლომერულონეფრიტის განვითარება ტრანსპლანტატში?
რომელი დებულებაა ჭეშმარიტი ტრანპსლანტატში მემბრანული ნეფროპათიის განვითარებასთან დაკავშირებით: 1. მემბრანული ნეფროპათა ტრანსპლანტაციის შემდეგ ნეფროზული სინდრომის განვითარების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია; 2. ზოგ შემთხვევაში პროტეინურია არ აღწევს ნეფროზულ ხარისხს; 3. ტრანსპლანტატში მემბრანული ნეფროპათიის განვითარების შესაძლო მიზეზია „C“ ჰეპატიტი; 4. შესაძლებელია ტრანსპლანტატში როგორც მემბრანული ნეფროპათიის რეციდივის განვითარება, ასევე მისი „დე ნოვო“ აღმოცენება
რა შეიძლება იყოს ეფექტური ტრანსპლანტატში ფოკალურ-სეგმენტური გლომერულოსკლეროზის რეციდივის შემთხვევაში: 1. პლაზმაფერეზი; 2. აგფ ინჰიბიტორების მაქსიმალური დოზების გამოყენება; 3. იმუნოსორბცია; 4. ციკლოსპორინის მოხსნა ან დოზის შემცირება
რომელი თერაპიული მიდგომაა ეფექტური თირკმლის ტრანსპლანტატში მემბრანული ნეფროპათიის რეციდივის განვითარების შემთხვევაში?
რა ტაქტიკას აირჩევდით თირკმლის ტრანსპლანტატში ბაზალური მემბრანის საწინააღმდეგო ანტისხეულებით გამოწვეული გლომერულონეფრიტის რეციდივის შემთხვევაში?
რა სიხშირით ვითარდება თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში სისტემური წითელი მგლურას რეციდივი?
რომელი დებულებაა ჭეშმარიტი თირკმლის ტრანსპლანტატში შონლაინჰენოხის პურპურის რეციდივთან დაკავშირებით: 1. დამახასიათებელია ჰემატურია, პროტეინურია და ჰიპერტენზია; 2. ეფექტური თერაპია ცნობილი არ არის; 3. რეციდივი უფრო ხშირია ბავშვებში; 4. პროგნოზულად რეციდივი უფრო მძიმეა ბავშვებში.
რომელი იმუნოსუპრესანტისთვისაა დამახასიათებელი არტერიული ჰიპერტენზია: 1. ციკლოსპორინი; 2. ტაკროლიმუსი; 3. პრედნიზოლონი; 4. მიკოფენოლატ მოფეტილი
რომელი იმუნოსუპრესანტისთვისაა დამახასიათებელი ნეფროტოქსიურობა: 1. ციკლოსპორინი; 2. პრედნიზოლონი; 3. ტაკროლიმუსი; 4. მიკოფენოლატ მოფეტილი
რომელი იმუნოსუპრესანტისტისთვისაა დამახასიათებელი ჰიპერტრიქოზი?
რომელი ვირუსია ტრანსპლანტაციის შემდგომი ლიმფოპროლიფერაციული დაავადების ხშირი გამომწვევი მიზეზი?
რომელი დებულებაა ჭეშმარიტი ტრანსპლანტაციის შემდგომი ლიმფოპროლიფერაციული დაავდების შესახებ?