სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
პაცინეტთან, რომელთანაც თირკმლის რეტრანსპლანტაცია გაკეთდა 2 წლის წინ და სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციაა ნულოვანი 100 ნგ/მლ, 2სთ-ის შემდეგ 550 ნგ/მლ, აღინიშნება კრეატინინის მატება 1,2 მგ/დლ-დან 2,1 მგ/დლ-მდე. ტრანსპლანტანტის მორფოლოგიური კვლევით დადგენილია კალცინევრინის ინჰიბიტორებით ინტოქსიკაცია. როგორია საუკეთესო მიდგომა ასეთ დროს?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია დამახასიათებელი თირკმლის ტრანსპლანტანტის მწვავე მოცილების სინდრომისათვის:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია დამახასიათებლი სეფსისის ფონზე განვითარებული თირკმლის ტრანსპლანტანტის მწვავე უკმარისობისათვის:
თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში ქვემოთ ჩამოთვლილი თერაპიული სქემებიდან რომელს მიმართავთ „T“-უჯრედული მოცილების სინდრომის პირველი ეპიზოდის შემთხვევაში:
თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში ქვემოთ ჩამოთვლილი თერაპიის სახეობებიდან რომელს მიმართავთ ანტისხეულებით განპირობებული მწვავე მოცილების სინდრომის შემთხვევაში:
რომელი ინფექცია გვხვდებათ ყველაზე იშვიათად თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდის პირველი თვის განმავლობაში
პერიფერიულ სისხლში „PP65“ სტრუქტურული ანტიგენის აღმოჩენა მიუთითებს
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ მიეკუთვნება თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომ ქირურგიულ გართულებას
თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში სტეროიდებით მკურნალობის გართულებებს არ მიეკუთვნება
ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინებიდან რომელს აირჩევდით ერთმანეთთან ახლოს მდგომ სახეობათა შორის ორგანოს გადანერგვის დროს, მაგალითად ადამიანის მსგავსსა და არა-ადამიანის მსგავს პრიმატებს შორის?
ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინებიდან რომელს აირჩევდით ერთმანეთთან შორს მდგომ სახეობათა შორის ორგანოს გადანერგვის შემთხვევაში, მაგალითად ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის შემთხვევაში?
ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინებიდან რომელს აირჩევდით ერთი სახეობის ფარგლებში ერთი ინდივიდიდან მეორეზე გადანერგილი ორგანოს მიმართ?
პაციენტს, რომელსაც 7 დღის წინ ჩაუტარდა თირკმლის ტრანსპლანტაცია, აღენიშნება ნორმალური დიურეზი, სისხლში კრეატინინი 6,5 მგ/დლ, შარდოვანა 156 მგ/დლ, კალიუმი 4,6 მმოლ/ლ, ნატრიუმი 136 მმოლ/ლ, საერთო ბილირუბინი 0,70 მგ/დლ, ალტ 15 ერთ/ლ, ასტ 21 ერთ/ლ, გამა-გტ 12 ერთ/ლ, ჰემოგლობინი 11,0 გ/დლ, ჰემატოკრიტი 34%, ლაქტატდეჰიდროგენაზა 190 ერთ/ლ, არტერიული წნევა 130/85 მმ ვწყ.სვ., ცვწ 12 სმ წყ.სვ, ტემპერატურა 36,8 გრად. შარდში ექსპრეს ტესტერით ცილის კვალი. ფერადი დუპლექსსონოგრაფიით PI მერყეობს 1,5- 1,8, RI 0,75. ტრანსპლანტანტის ფუნქციის შეფერხების რომელი მიზეზია საფიქრებელი?
პაციენტს, რომელსაც 4 დღის წინ ჩაუტარდა თირკმლის ტრანსპლანტაცია, აღენიშნება ოლიგურია, სისხლში კრეატინინი 7,5 მგ/დლ, შარდოვანა 196 მგ/დლ, კალიუმი 3,6 მმოლ/ლ, ნატრიუმი 156 მმოლ/ლ, საერთო ბილირუბინი 0,70 მგ/დლ, ალტ 15 ერთ/ლ, ასტ 21 ერთ/ლ, გამა-გტ 12 ერთ/ლ, ჰემოგლობინი 14,0 გ/დლ, ჰემატოკრიტი 46%, ლაქტატდეჰიდროგენაზა 190 ერთ/ლ, არტერიული წნევა 100/65 მმ ვწყ.სვ, ცვწ 4 სმ წყ.სვ., ტემპერატურა 36,6 გრად. C. შარდში ექსპრეს ტესტერით ცილის კვალი. ფერადი დუპლექსსონოგრაფიით „PI“ მერყეობს 1,5-1,8, „RI“ 0,75. ტრანსპლანტანტის შეფერხებული ფუნქციის რომელი მიზეზია საფიქრებელი:
პაციენტს, რომელსაც 3 დღის წინ ჩაუტარდა თირკმლის ტრანსპლანტაცია, აღენიშნება შემცირებული დიურეზი, სისხლში კრეატინინი 7,5 მგ/დლ, შარდოვანა 196 მგ/დლ, კალიუმი 4,9 მმოლ/ლ, ნატრიუმი 140 მმოლ/ლ, საერთო ბილირუბინი 0,70 მგ/დლ, ალტ 15 ერთ/ლ, ასტ 21 ერთ/ლ, გამა-გტ 12 ერთ/ლ, ჰემოგლობინი 12,0 გ/დლ, ჰემატოკრიტი 38%, ლაქტატდეჰიდროგენაზა 250 ერთ/ლ, არტერიული წნევა 135/95 მმ ვწყ.სვ., ცვწ 12 სმ წყ.სვ., ტემპერატურა 37,8 გრად C. შარდში ექსპრეს ტესტერით სისხლი 250/მკლ. ფერადი დუპლექსსონოგრაფიით ინტრარენულ არტერიებში ე.წ. ,,ქანქარა” სისხლის ნაკადი (სისტოლისა და დიასტოლის ნორმალური გამოსახულების გარეშე). ტრანსპლანტანტის შეფერხებული ფუნქციის რომელი მიზეზია უფრო მეტი ალბათობით საფიქრებელი?
პაციენტს, რომელსაც 14 დღის წინ ჩაუტარდა თირკმლის ტრანსპლანტაცია, აღენიშნება ნორმალური დიურეზი, სისხლში კრეატინინი 3,5 მგ/დლ, შარდოვანა 106 მგ/დლ, კალიუმი 5,6 მმოლ/ლ, ნატრიუმი 138 მმოლ/ლ, საერთო ბილირუბინი 0,70 მგ/დლ, ალტ 15 ერთ/ლ, ასტ 21 ერთ/ლ, გამა-გტ 12 ერთ/ლ, ჰემოგლობინი 10,0 გ/დლ, ჰემატოკრიტი 28%, ლაქტატდეჰიდროგენაზა 220 ერთ/ლ, არტერიული წნევა 160/95 მმ ვწყ.სვ., ცვწ 11 სმ წყ.სვ., ტემპერატურა 37,2 გრად. C. შარდში ექსპრეს ტესტერით ცილა 150 მგ/დლ, ფერადი დუპლექსსონოგრაფიით PI სამ დღეში 1,5 დან გაიზარდა 4,5 მდე, RI - 1,1. ტრანსპლანტანტის შეფერხებული ფუნქციიის რომელი მიზეზია საფიქრებელი?
პაციენტს, რომელსაც 21 დღის წინ ჩაუტარდა თირკმლის ტრანსპლანტაცია, აღენიშნება ოლიგურია, სისხლში კრეატინინმა მოიმატა 1,2 მგ/დლ-დან 3,5 მგ/დლ-მდე, შარდოვანამ 70 მგ/დლ-დან 106 მგ/დლ-მდე, კალიუმი 6,6 მმოლ/ლ, ნატრიუმი 138 მმოლ/ლ, საერთო ბილირუბინი 2,45 მგ/დლ, ალტ 25 ერთ/ლ, ასტ 41 ერთ/ლ, გამა-გტ 92 ერთ/ლ, ჰემოგლობინი 9,0 გ/დლ, ჰემატოკრიტი 26%, ლაქტატდეჰიდროგენაზა 2220 ერთ/ლ, არტერიული წნევა 180/105 მმ ვწყ.სვ., ცვწ 14 სმ წყ.სვ., ტემპერატურა 37,3 გრად. C, შარდში ექსპრეს ტესტერით ცილა 30 მგ/დლ, სისხლი 250/მკლ; ფერადი დუპლექსსონოგრაფიით PI 1,0, RI 0,80. ტრანსპლანტანტის ფუნქციის დარღვევის რომელი მიზეზია სავარაუდო?
ალოტრანსპლანტანტის ქრონიკული ნეფროპათიის ჩამოყალიბების ალოანტიგენისგან დამოუკიდებული რისკის ფაქტორებს არ მიეკუთვნება
ალოტრანსპლანტანტის ქრონიკული ნეფროპათიის ჩამოყალიბების ალოანტიგენზე დამოკიდებული რისკის ფაქტორებს არ მიეკუთვნება
ქვემოთ ჩამოთვლილი ჰისტოლოგიური მონაცემებიდან რომელია დამახასიათებელი მწვავე ანტისხეულებით განპირობებული მოცილების სინდრომისთვის:1. ინტერსტიციუმის შეშუპება და ლიმფოციტებით ინფილტრაცია; 2. მილაკების ნეკროზი; 3. მილაკების ეპითელური უჯრედების დეგენერაცია, მილაკების სანათურში ლიმფოციტები; 4. ინტერსტიციუმში ჰემორაგიები და ნეკროზული უბნები