სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
პაციენტს აღენიშნება ჰიპოფოსფატემია და ჰიპერკალცემია, შარდში ფოსფატების რაოდენობა > 100 მგ დღეში, თანმხლები გლუკოზურიის, ამინოაციდურიისა და შარდით ბიკარბონატის კარგვის გარეშე. რა იქნება სავარაუდო დიაგნოზი?
ფოსფატის გასტროინტესტინური გზით გაძლიერებული გამოყოფის გამო განვითარებული ჰიპოფოსფატემია შეიძლება შეგვხვდეს ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, გარდა:
რომელი სახის ინტენსიური თერაპია ტარდება კრიტიკულად მძიმე პაციენტებში ჰიპოფოსფატემიის დროს?
ჰიპერფოსფატემია განისაზღვრება, როგორც სისხლში ფოსფატი
ჰიპერფოსფატემიის მიზეზი შეიძლება იყოს
ჰიპერფოსფატემია ჰიპერკალცემიასთან ერთად კლინიკურად შეიძლება ვლინდებოდეს: 1. ტეტანიით; 2. რბილ ქსოვილებში კალციუმის ფოსფატის პრეციპიტატების დალექვით; 3. ჰიპერრეფლექსიით; 4. კუნთებში კალციუმის ფოსფატის პრეციპიტატების დალექვით
ჰიპერფოსფატემიის მიზეზი, რომლის დროსაც გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (გფს) აღემატება 60 მლ/წთ, არ შეიძლება იყოს
ჰიპერფოსფატემიის სამკურნალო ღონისძიებებს მიეკუთვნება: 1. ფოსფატებით ღარიბი დიეტა; 2. ფოსფატშემბოჭავი პრეპარატები; 3. ფორსირებული დიურეზი; 4. დიალიზი
რამდენია სისხლში მაგნიუმის ნორმალური კონცენტრაცია?
შარდით მაგნიუმის ინტენსიურ გამოყოფას არ იწვევს
ჰიპომაგნემია, რომელიც გამოწვეულია მაგნიუმის ორგანიზმში შიდა წონასწორობის დარღვევით ანუ მაგნიუმის გადანაწილების ცვლილებით, ვითარდება შემდეგი პათოლოგიების დროს: 1. ე.წ. მშიერი ძვლის სინდრომი; 2. ბარტერის სინდრომი; 3. მწვავე პანკრეატიტი; 4. ფანკონის სინდრომი
ჰიპომაგნემიას უხშირესად თან ახლავს
ჰორმონული დარღვევებით გამოწვეული ჰიპომაგნემიის შესაძლო მიზეზია
რომელ სამკურნალო ღონისძიებებს მიმართავთ კრიტიკული ჰიპომაგნემიის (სისხლში მაგნიუმის დონე < 0,4მმოლ/ლ) დროს“
ჰიპერმაგნემია განისაზღვრება, როცა სისხლში მაგნიუმის კონცენტრაცია
ჰიპერმაგნემიის რა სიმძიმის დროს არის მოსალოდნელი კურარეს მსგავსი მოქმედების განვითარება?
ქვემოთ მოყვანილი ღონისძიებებიდან რომელია სწორი მძიმე ჰიპერმაგნემიის დროს?
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ არის დამახასიათებელი ბარტერის სინდრომისთვის?
ჟიტელმანის სინდრომის დროს ბარტერის სინდრომისგან განსხვავებით გვხვდება
ქვემოთ მოყვანილი შარდმდენებიდან რომელი მოქმედებს მილაკების იმავე ნაწილზე, სადაც ადგილი აქვს „Na-K-2Cl, CC-KB“ არხების დეფექტს ბარტერის სინდორმის დროს?