QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ნეფროლოგია სალიცენზიო

1142 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

921

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ მიეკუთვნება საკონტრასტო ნივთიერებით გამოწვეული თირკმლის მწვავე უკმარისობის (კონტრასტინდუცირებული თმუ) განვითარების შესაძლო საპროფილაქტიკო ღონისძიებებს:

922

ცოცხალი დონორის თირკმლის სისხლძარღვების გამოსახულებისთვის რომელი გამოკვლევაა ნაჩვენები:1. ფერადი დუპლექსონოგრაფია; 2. ექსკრეტორული უროგრაფია; 3. სცინტიგრაფია; 4. დიგიტალური სუბტრაქციული ანგიოგრაფია; 5. მაგნიტურ-რეზონანსური ანგიოგრაფია გადოლინიუმით

923

ქვემოთ ჩამოთვლილი რადიაოაქტიური ნივთიერებებიდან რომელი გამოიყენება გლომერულური ფილტრაციის შეფასებისათვის:

924

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ ითვლება თირკმლის ბიოფსიის ჩვენებად იზოლირებული ჰემატურიის:

925

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის თირკმლის ბიოფსიის ჩვენება პროტეინურიის დროს:

926

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის თირკმლის ტრანსპლანტანტის ბიოფსიის ჩვენებება:

927

თირკმლის განმეორებითი ანუ ე.წ. საკონტროლო ბიოფსიის ჩვენებებია:

928

თირკმლის ბიოფსიის უკუჩვენებებია: 1. სხვადასხვა გენეზის ჰემორაგიული დიათეზი; 2.არაკონტროლირებული ჰიპერტენზია; 3. შეჭმუხნული თირკმლები

929

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი თირკმლის ბიოფსიის შემდგომ გართულებებთან მიმართებაში:

930

შაქრიანი დიაბეტის დროს თირკმლის ბიოფსიის ჩვენებებია:1. ნეფროზული სინდრომი, რომელიც განვითარდა პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის გამოვლენიდან < 10 წელიწადში; 2. თირკმლის ფუნქციის სწრაფი გაუარესება პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის გამოვლენიდან < 10 წელიწადში; 3. ნეფროზული სინდრომი რეტინოპათიის გარეშე; 4. პროტეინურია მეტი 5 გრამზე 24 საათში

931

ლითიუმით გამოწვეული ნეფროპათიისათვის დამახასიათებელი გართულებებია: 1. ნეფროზული სინდრომი; 2. ნეფროგენული უშაქრო დიაბეტი; 3. ქრონიკული ინტერსტიციული ნეფრიტი; 4. ცენტრალური უშაქრო დიაბეტი

932

თირკმლის ბიოფსიის ჩატარების აბსოლუტური უკუჩვენებაა:

933

რა დამოკიდებულებაა სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციასა და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს (გფს) შორის?

934

რომელი მდგომარეობა ზრდის მწვავე მილაკოვანი ნეკროზის განვითარების რისკს რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების შეყვანის შემდეგ? 1. თირკმლის ქრონიკული უკმარისობა; 2. დიაბეტური ნეფროპათია; 3. ჰიპოვოლემია; 4. ჰიპერვოლემია

935

რომელი დაავადების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ინტრავენური პიელოგრაფია განსაკუთრებული სიფრთხილით?

936

ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ არის გლომერულური წარმოშობის ჰემატურია:

937

რა შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დვრილოვანი ნეკროზით გამოწვეული ჰემატურია?

938

რომელ შემთხვევაში არ არის ჰემატურიის მიზეზი პროლიფერაციული გლომერულონეფრიტი:

939

ქვემოთ ჩამოთვლილი თანდაყოლილი დაავადებებიდან რომელ შემთხვევაშია ჰემატურია არაგლომერულური წარმოშობის?

940

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მედიკამენტისთვისაა დამახასიათებელი ჰემორაგიული ცისტიტის განვითარება?

განმარტებები