სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
კორონაროგრაფიიდან ჩვეულებრივ რამდენი ხნის შემდეგ ვითარდება საკონტრასტო ნივთიერებით ინტოქსიკაციით გამოწვეული თირკმლის მწვავე უკმარისობა?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რითი ხასიათდება საკონტრასტო ნივთიერებით გამოწვეული თირკმლის მწვავე უკმარისობა:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რითი ხასიათდება ათეროემბოლიური დაავადების ფონზე განვითარებული თირკმლის მწვავე უკმარისობა:
თირკმლის არტერიის თრომბოემბოლია იშვიათად ვითარდება
რა არის დამახასიათებელი ჰანტა ვირუსით გამოწვეული თირკმლის მწვავე უკმარისობისათვის: 1. შარდის ანალიზის არასპეციფიური მონაცემები; 2. თრომბოციტოპენია; 3. ჰემოლიზი; 4. ცხელება
ქვემოთ ჩამოთვლილი დაზიანებებიდან რომელია უფრო მეტად დამახასიათებელი ლეპტოსპიროზით ინფიცირების ფონზე განვითარებული თირკმლის მწვავე უკმარისობისათვის: 1. მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი; 2. მაკოლაბირებელი ფოკალურ-სეგმენტური გლომერულოსკლეროზი; 3. მწვავე ტუბულური ნეკროზი; 4. ნეფროზული სინდრომი
თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს ე.წ. მილაკოვან ობსტრუქციას არ ვითარდება
ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან რომელია არჩევის თერაპია რაბდომიოლიზისა და ჰემოლიზის დროს თირკმლის მწვავე უკმარისობის საპროფილაქტიკოდ: 1. ფორსირებული დიურეზი 5%-იანი გლუკოზითა და მანიტოლით; 2. დოპამინი 1-3 მკგ/კგ/წთ; 3. შარდის გატუტიანება ნატრიუმის ბიკარბონატით; 4. ფორსირებული დიურეზი NaCl 0,45%-იანი ხსნარითა და ფუროსემიდით
თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს ფუროსემიდის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანების გაღრმავება, თუ ერთდროულად დანიშნულია: 1. ციკლოსპორინი; 2. კალციუმის არხების ბლოკერები; 3. ამინოგლიკოზიდები; 4. მანიტოლი
რა შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა ჰიპერკალცემიასთან ერთად: 1. მიელომური დაავადება; 2. მწვავე პანკრეატიტი; 3. კარცინომა; 4. რაბდომიოლიზი
თირკმლის მწვავე პრერენული უკმარისობა შეიძლება გართულდეს
თირკმლების მწვავე უკმარისობის პრერენულ გენეზზე მიუთითებს
ქვემოთ ჩამოთვლილი თირკმლის მწვავე უკმარისობის მიზეზებიდან რომლის პათოგენეზს არ უდევს საფუძვლად ჰემოლიზი
ლიმფოპროლიფერაციული დაავადების მქონე პაციენტთან, რომელიც იმყოფება ქიმიოთერაპიაზე, უეცრად განვითარებული თირკმლის მწვავე უკმარისობის ძირითადი მიზეზია:
თირკმლის ათეროემბოლიური დაავადებისათვის დამახასიათებელი არ არის
რიფამპიცინით მკურნალობაზე მყოფ პაციენტთან განვითარებული თირკმლის მწვავე უკმარისობის მიზეზია
ჰემოდიალიზის რომელი განმარტებაა ყველაზე ზუსტი?
რა მიზანს ემსახურება ულტრაფილტრაცია თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტებში?
რომელი მეთოდების კომბინაციას წარმოადგენს ჰემოდიაფილტრაცია?
თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის რომელი მეთოდის დროს მიმდინარეობს ურემიული ტოქსინების ინტენსიური მოცილება როგორც დიფუზიის, ასევე კონვექციის გზით?