QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › დერმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

დერმატოლოგია სალიცენზიო

1651 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1021

22 წლის ქალმა მიმართა ვენეროლოგს ჩივილებით საშოდან ჭარბ, მძაფრი სუნის მქონე გამონადენზე, რომელიც 2 თვის მანძილზე აწუხებს. გასინჯვისას აღენიშნებოდა საშოს ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება, 10% „KOH“ სინჯი დადებითია. გრამის წესით შეღებილი ნაცხის მიკროსკოპიით დადგინდა მცირე ოდენობით ლეიკოციტები, "უჯრედი - გასაღები". რა უნდა დაენიშნოს ავადმყოფს?

1022

22 წლის ქალმა მიმართა ვენეროლოგს ჩივილებით: საშოდან ჭარბ, მძაფრი სუნის მქონე გამონადენზე, რომელიც 2 თვის მანძილზე აწუხებს. გასინჯვისას აღენიშნებოდა საშოს ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება, 10% KOH სინჯი დადებითია. გრამის წესით შეღებილი ნაცხის მიკროსკოპიით დადგინდა მცირე ოდენობით ლეიკოციტები, "უჯრედი - გასაღები". პაციენტს მიზანშეწონილია დაენიშნოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებები, გარდა

1023

ბაქტერიული ვაგინოზისათვის, რომელიც მიმდინარეობს გართულებების გარეშე, დამახასიათებელია

1024

23 წლის ქალმა მიმართა ექიმს ჩივილებით: წვა, ქავილი გენიტალიუმის არეში, უხვი, თეთრი ფერის, მძაფრი სუნის მქონე ვაგინალური გამონადენი. კლინიკურად: მწვავე კოლპიტი, უხვი ხაჭოსებრი გამონადენი უკანა თაღში. 10% „KOH“ სინჯი დადებითია. ნაცხში - მაღალი ლეიკოციტოზი, "უჯრედი-გასაღები"; საფუარა უჯრედები, ფსევდომიცელიუმი. თქვენი დიაგნოზია

1025

23 წლის ქალმა მიმართა ექიმს ჩივილებით: წვა, ქავილი გენიტალიუმის არეში, უხვი, თეთრი ფერის, მძაფრი სუნის მქონე ვაგინალური გამონადენი. კლინიკურად: მწვავე კოლპიტი, უხვი ხაჭოსებრი გამონადენი უკანა თაღში. 10% „KOH“ სინჯი დადებითია. ნაცხში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი, "უჯრედი -გასაღები", საფუარა უჯრედები, ფსევდომიცელიუმი. პაციენტს უნდა დაენიშნოს

1026

პაციენტს დაუდგინდა გონორეული ეთიოლოგიის ახალი ქვემწვავე ენდოცერვიციტი. ექიმის ტაქტიკა ითვალისწინებს

1027

ახალშობილს, დაბადებიდან მე-3 დღეს მარჯვენა თვალის შიდა კუთხეში დაეწყო ჩირქოვანი გამონადენი. დაენიშნა თვალების დამუშავება პენიცილინის ხსნარით. აუცილებელია

1028

ტრიქომონიაზის დროს მამაკაცებში პროვოკაციის მიზნით გამოიყენება ყველა ჩამოთვლილი საშუალება, გარდა

1029

ქრონიკული გონორეით დაავადებულმა პირმა მკურნალობის დამთავრებიდან 2 თვის შემდეგ საჩივრით მიმართა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, სადაც აღნიშნავდა, რომ დიაგნოზს არ ეთანხმება. გამოიყო კომისია, რომელმაც მიმართა დიაგნოზის დამდგენელ სამკურნალო დაწესებულებას, მაგრამ დიაგნოზის დამადასტურებელი ნაცხები ლაბორატორიაში არ აღმოჩნდა. დარღვეულია თუ არა ნაცხის შენახვის ვადები?

1030

მამაკაცებში ქლამიდიოზზე გამოსაკვლევი მასალაა

1031

ექსტრაგენიტალურ გონორეას მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა

1032

5 წლის ბავშვი, რომელიც საბავშვო ბაღის აღსაზრდელია, ავადაა ქრონიკული ვულვოვაგინიტით. ეთიოლოგიური დიაგნოზის დასადგენად მას უნდა ჩაუტარდეს ყველა ჩამოთვლილი გამოკვლევა, გარდა

1033

პროსტატიტის ფორმებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა

1034

ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობა მოიცავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მეთოდს, გარდა

1035

მწვავე აღმავალი გონორეის მკურნალობა იწყება

1036

ორსულობის რომელ პერიოდში შეიძლება გონორეით დაავადებულ ორსულს ჩაუტარდეს ურეთრის, სწორი ნაწლავის და ვესტიბულარული ჯირკვლების ადგილობრივი მკურნალობა?

1037

გონორეის დასადგენად ქალებში ვიკვლევთ

1038

ინფექციის გამოვლინების მიზნით გამოიყენება ყველა ჩამოთვლილი პროვოკაციის მეთოდი, გარდა

1039

რა არის ტომსონის სინჯი?

1040

უროგენიტალური ქლამიდიოზის ძირითადი კლინიკური გამოვლინებებია

განმარტებები