სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
საოჯახო მედიცინა სალიცენზიო
პაციენტი, 62 წლის მამაკაცი, რომელსაც დაუდგინდა არტერიული ჰიპერტენზია, ოჯახის ექიმის ოფისში მოსულია ქალიშვილთან ერთად. ქალიშვილი თანახმაა მეთვალყურეობა გაუწიოს პაციენტს. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა შეესაბამება არტერიული წნევის გაზომვის პროტოკოლს, გარდა ერთისა:
ოჯახის ექიმის მიერ განხორციელებული არტერიული ჰიპერტენზიის მეორეული პრევენცია გულისხმობს:
ახლად გამოვლენილი არტერიული ჰიპერტენზიისას ოჯახის ექიმის მიერ განხორციელენული ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევებიდან რომელი არ განეკუთვნება რუტინულს?
რა მიზანს ისახავს არტერიული ჰიპერტენზიის სწორი შეფასება პირველად ჯანდაცვაში:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი რეკომენდაციაა სწორი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის შესახებ?
პაციენტს, 62 წლის მამაკაცს, ოჯახის ექიმთან გეგმიური ვიზიტის დროს გამოუვლინდა არტერიული წნევის ციფრები 150/95 მმ/ვწს. სამიზნე ორგანოების დაზიანება ამ ეტაპზე არ გამოვლინდა. როგორია ექიმის ტაქტიკა?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ მოიაზრება არტერიული ჰიპერტენზიის იდენტიფიცირებად ფორმებში, რომლის დროსაც აუცილებელია ჰიპერტენზიის მიზეზის დასადგენად რეფერალი მეორეული ჯანდაცვის სპეციალისტთან:
ქალბატონი 50 წლის ახლად გამოვლენილი არტერიული ჰიპერტენზიით – II სტადია, არტერიული წნევის ციფრები 190/100 მმ/ვწს. პაციენტი მსუქანია, მწეველია. როგორია ოჯახის ექიმის ტაქტიკა?
ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტის მეთვალყურეობა არ გულისხმობს:
ესენციური ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტის განათლებისას, პაციენტს უნდა განემარტოს, რომ ფარმაკოთერაპიის ხანგრძლივობა მოიცავს;
არტერიული ჰიპერტენზიის მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
51 წლის მამაკაცმა, რომელიც ახლახან გადმოვიდა საცხოვრებლად თქვენს სამიზნე რეგიონში, მომართა თქვენს საოჯახო მედიცინის ცენტრს როგორც „ახალმა“ პაციენტმა. ის უარყოფს რაიმე სამედიცინო პრობლემის არსებობას ანამნეზში. ის ძალიან იშვიათად მიმართავდა პირველადი ჯანდაცვის ექიმს ძველ საცხოვრებელ ადგილზე. პაციენტი არ იღებს რაიმე წამალს და უარყოფს რაიმე მემკვიდრეობითი სამედიცინო პრობლემის არსებობას ოჯახში. ის ეწევა თამბაქოს (40 კოლოფი თვეში). გაზომვისას მისი არტერიული წნევა აღმოჩნდა 170/95 მმ.ვწყ.სვ; ამასთან, გულზე მოისმინება მეოთხე ტონი. სხვა მხრივ, მისი ფიზიკური გასინჯვის შედეგები ნორმალურია. ქვემოთ მოცემულთაგან, რომელი მოსაზრებაა სწორი მოცემული პაციენტის ჰიპერტენზიის მკურნალობასთან დაკავშირებით
არაკონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში, სამიზნე ორგანოების დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს:
პაციენტს, 59 წლის ქალბატონს, სხეულის მასის ინდექსით – 32, აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზიის 2-წლიანი ანამნეზი. პაციენტი იღებს შარდმდენს, წონაში დაიკლო 5 კგ-ით; არტერიული წნევის ციფრებია 160/95 მმ/ვვწყ.სვ. სამიზნე ორგანოების დაზიანება არ აღინიშნება. როგორი უნდა იყოს ოჯახის ექიმის მოქმედება:
რეზისტენტული ჰიპერტენზიის მიზეზებს არ მიეკუთვნება:
I სტადიის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთათვის ანტიჰიპერტენზიული საშუალებების დანიშვნის ჩვენებას წარმოადგენს ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყების შემდეგ სამიზნე წნევის მიღწევამდე პაციენტთა უმრავლესობა I სტადიის გაურთულებელი ჰიპერტენზიით ექიმთან განმეორებით ვიზიტებზე უნდა დაბრუნდეს:
სამიზნე არტერიული წნევის ციფრების მყარად მიღწევისას ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტთა უმრავლესობაში განმეორებითი ვიზიტები შესაძლოა განხორციელდეს:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა მოსაზრებაა სწორია ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის განმარტებისას, გარდა ერთისა:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა მოსაზრებაა სწორია არტერიული ჰიპერტენზიის თვითკონტროლის შესახებ, გარდა ერთისა: