QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

საოჯახო მედიცინა სალიცენზიო

2354 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

741

პანკრეასის კიბოს პრევენციული ღონისძიებები გულისხმობს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს, გარდა ერთისა:

742

პაციენტს აღენიშნება ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის ზემო ნაწილში ირადიაციით წელსა და ზურგში. ღებინება, რომელსაც პაციენტისთვის შვება არ მოაქვს. ტკივილის დაწყებას უკავშირებს ცხიმის შემცველი საკვებისა და ალკოჰოლის ჭარბად მიღებას. პაციენტი გაფითრებულია, შუბლზე აღენიშნება ცივი ოფლი. მუცლის მარჯვენა და მარცხენა ზედაპირზე გამოხატულია მოლურჯო-მოიისფრო ლაქები. მუცელი პალპაციით რბილია, აღინიშნება მტკივნეული წერტილის არსებობა ჭიპის მარცხნივ 3 სმ-ის ზემოთ. სისხლის საერთო ანალიზით - ლეიკოციტოზი. რომელ დაავადებაზე მიიტანთ ეჭვს?

743

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მოსაზრება არ არის მართებული რეფლუქს-ეზოფაგიტის მიმართ?

744

მწვავე პანკრეატიტის მკურნალობა მოიცავს: 1) ავადმყოფის გაძლიერებულ კვებაზე გადაყვანას 2) მორფინის ინტრავენურად შეყვანას 3) პრომედოლის, ინდომეტაცინის დანიშვნას 4) შიმშილს 5) ინფუზიურ თერაპიას (გლუკოზა, ჰემოდეზი და ა. შ. )

745

ღვიძლის მწვავე უკმარისობის კლინიკაში წამყვანი სიმპტომია ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:

746

42 წლის პაციენტმა მოგმართათ ჩივილებით: ეპიგასტრალური მიდამოს ყრუ ხასიათის ტკივილები, გულძმარვა, წონაში კლება, პერსისტიული ღებინება. თქვენი მოქმედება:

747

34 წლის პაციენტი უჩივის ტკივილებს ეპიგასტრიუმის და მარჯვენა ფერდქვეშა არეში, მუცელში სისავსის შეგრძნებას საკვების მიღების შემდეგ. თქვენი ტაქტიკა:

748

მოგმართათ პაციენტმა, რომელსაც აღენიშნება მწვავე ტკივილები მახვილისებრი მორჩის ფუძესთან გულში ირადიაციით. ტკივილები აღმოცენდება ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ, ფიზიკური დატვირთვისას და სხეული დახრისას. მარტივი ანტაციდები ტკივილებს არ ხსნის. პაციენტს აღენიშნება ჰაერით ბოყინი, მოხრჩობის გრძნობა, ხველა. ყოველივე ეს, ბადებს ეჭვს:

749

78 წლის მამაკაცი იმყოფება აღრიცხვაზე რევმატოიდური პოლიართრიტის გამო. უჩივის მშიერ და ღამის ტკივილებს ეპიგასტრიუმის მიდამოში და გულძმარვას. პაციენტი ღებულობს აასს-ს. ასეთ შემთხვევაში აასს-თან ერთად სამკურნალოდ გამოიყენება:

750

პაციენტი მამაკაცი უჩივის წვას და პოსტპრანდიული სისავსის შეგრძნებას მუცელში. პაციენტს დაესვა ფუნქციური (არაწყლულოვანი) დისპეფსიის დიაგნოზი. როგორი იქნება თქვენი რეკომენდაციები:

751

მოგმართათ პაციენტმა, რომელსაც აღენიშნება ტკივილისა და წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, სისავსის შეგრძნება. პაციენტს დაუსვეს წყლულოვანი დაავადების დიაგნოზი, ჩატარებული აქვს ერადიკაციული მკურნალობა. როგორი იქნება თქვენი მოქმედება:

752

რომელი მოსაზრებაა სწორი გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების (გერდ-ის) შეფასებასთან მიმართებაში:

753

მოგვმართა პაციენტმა, რომელიც აღნიშნავს გულძმარვას, პერიოდულად უსიამოვნო შეგრძნებას და წვას ეპიგასტრიუმში. პაციენტს დაესვა გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების დიაგნოზი, როგორია თქვენი ტაქტიკა:

754

პაციენტი მამაკაცი 58 წლის, ახლად დადგენილი გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების დიაგნოზით. ჩატარებული ემპირიული მკურნალობის მიუხედავად, გამოხატული აქვს ღამის სიმპტომები. როგორი იქნება მკურნალობის ტაქტიკა:

755

50 წლის პაციენტი დიაბეტით, წარსულში ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებელი და მძიმე მწეველი, მუცლის არეში მუდმივი და მზარდი ინტენსივობის ტკივილის გამო მოგმართავთ. ტკივილი ირადირებს ზურგში. რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:

756

ქვემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან, რომელია მართებული ჰემოროიდული დაავადების შესახებ:

757

ჩვეულებრივ როგორი ტიპის ანემია ვითარდება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს?

758

ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი კლინიკური სიმპტომოკომლექსი ახასიათებს ნეფროზულ სინდრომს?

759

რას მოიცავს ნეფროზული სინდრომის მკურნალობა?

760

სტრეპტოკოკული ინფექციის წყაროს არსებობისას მწვავე გლომერულონეფრიტი ჩვეულებრივ ვითარდება:

განმარტებები