QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

საოჯახო მედიცინა სალიცენზიო

2354 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1061

კომატოზური მდგომარეობების გლაზგოს შკალით შესაფასებლად გამოიყენება ყველა კრიტერიუმი გარდა:

1062

მენინგიტის გამოვლინებებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:

1063

მენინგიალურ სიმპტომოკომპლექს მიეკუთვნება ყველა ნიშანი გარდა:

1064

გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტიკაში უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ ნეიროვიზუალიზაციის მეთოდს:

1065

ზოგადცერებრულ სიმპტომებს, რომელიც დაკავშირებულია ქალასშიდა წნევის მომატებასთან თავის ტვინის სიმსივნის დროს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:

1066

ტვინის სიმსივნის დროს თვალის ფსკერის გამოკვლევისას ყველაზე ხშირად ვხვდებით შემდეგ სიმპტომს:

1067

ეპილეფსიური სტატუსის მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს ყველა პრეპარატს გარდა:

1068

მიასთენიის პათოგენეზური თერაპია გულისხმობს შემდეგი პრეპარატის გამოყენებას:

1069

ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი გამოკვლევები მიეკუთვნება ოჯახის ექიმის მიერ ჩატარებულ რუტინულ გამოკვლევებს თავის ტკივილის შემთხვევაში:1. წნევის გაზომვა 2. თვალის ფსკერის დათვალიერება 3. კრანიალური ნერვების შემოწმება 4. თავის ქალას რენტგენოფრაფია

1070

რომელი მოსაზრებაა მცდარი შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობის შესახებ;

1071

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადება არ წარმოადგენს შეიძლება შაკიკის სამკურნალოდ სუმატრიპტანის დანიშვნის უკუჩვენებას?

1072

რომელია შაკიკის შესაძლო აურის ყველაზე იშვიათი ფორმა?

1073

ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებებიდან რომელი არ ითვლება თავის ტკივილის გამომწვევად?

1074

პაციენტი დაძაბვის ცეფალგიით ყველაზე მეტად უნდა მოერიდოს:

1075

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მოსაზრებაა სწორი ბავშვთა ასაკში შაკიკის შესახებ?

1076

30 ქალი უჩივის განმეორებად ძლიერ ტკივილს, რომელიც ლოკალიზებულია მარჯვენა თვალბუდის მიდამოში. ამ პერიოდში ის აგზნებულია, რის გამოც იღვიძებს. თავის ტკივილს წინ უსწრებს ჩხვლეტის შეგრძნება ტკივილის ლოკალიზაციის ადგილში. თავის ტკივილი აღენიშნება ყოველდღიურად ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში, ჰქონდა მინიმუმ 10-12 ასეთი პერიოდები. გასინჯვით აღინიშნება ქუთუთოების შეშუპება და ცხვირის გაჭედვა. სავარაუდო დიაგნოზია:

1077

ზაფხულში სეზონის წინა ვარჯიშების დროს 15 წლის გოგონას, რომელიც თამაშობს ფეხბურთს დაეწყო ძლიერი თავის ტკივილი. ტრავმის შემთხვევა არ ყოფილა, რაიმე ინფექციის სისტემური ნიშნები არ აღინიშნება. რა არის ნაჩვენები მოცემულ შემთხვევაში?

1078

ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელი იწვევს თავის ტკივილს ყველაზე იშვიათად?

1079

22 წლის მამაკაცი უჩივის მოჭერითი ხასიათის ბიტემპორალურ ტკივილს. ტკივილი გრძელდება საათობით, ბოლო დღეების განმავლობაში აღმოცენდება რამდენჯერმე დღის მანძილზე. თავის ტკივილი ასოცირდება დაღლილობასთან, ცუდ ძილთან, ზომიერ ფოტოფობიასა და გულისრევის შეგრძნებასთან. რამდენიმე ოჯახის წევრს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები. ყველაზე მეტად სავარაუდოა:

1080

თავის ტკივილის დროს გამოკვლეული უნდა იქნეს ყველა ჩამოთვლილი თავის ტვინის ნერვი გარდა:

განმარტებები