QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ფსიქიატრია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ფსიქიატრია სალიცენზიო

1687 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1361

რა იგულისხმება MMPI-ში:

1362

7 წლის გოგონა ტონზილექტომიისათვის სტაციონირებისას ყვირის, ტირის, რომ ოთახში "დიდი დათვია". როცა შუქი აანთეს, აღმოჩნდა, რომ იქვე დგას პალტოგადაფარებული დიდი სავარძელი. რა ეწოდება ამ გამოვლენას?

1363

ჩამოთვლილი დაავადებათა დიაგნოსტირებაში კომპიუტერული ტომოგრაფია რა შემთხვევაშია ინფორმატიული:

1364

ნეგატიურ-დიზონტოგენეზურ სინდრომს მიეკუთვნება:

1365

ნევროზული აკვიატებული ქმედებების (ტიკების) პათოგენეზში ძირითადია:

1366

11 წლის ბიჭი, რომელსაც დედა მძიმე ავადმყოფი ჰყავდა და ელოდა რთული ოპერაცია, კრიტიკულად განეწყო თავისი ვარცხნილობისადმი - "თუ ხელს თავზე 3-ჯერ არ გადავისვამ, დედა მომიკვდება" - რომელ დარღვევას მიეკუთვნება ეს?

1367

უფრო ხშირად რითი ვლინდება ადრეული ასაკის ბავშვებში ფსიქომოტორული პაროქსიზმული აშლილობანი:

1368

რომელი სიმპტომია ბავშვთა ასაკში სპეციფიკური ფსიქომოტორული ავტომატიზმებისათვის?

1369

ბულიმია ბავშვთა ასაკში ეტევა ფსიქოპათიისმაგვარი მდგომარეობის ჩარჩოებში და განპირობებულია:

1370

მოზარდების დევიაციურ ქცევაში, რომელიც აწეულ სექსუალურ მოთხოვნილებაში გამოიხატება, ვხვდებით:

1371

ბავშვთა ასაკში დეპრესიული სინდრომის სპეციფიკური ნიშნებია:

1372

დეპრესიული მდგომარეობა საშ. სასკოლო ასაკის ბავშვებში ატარებს გამოხატულ სქესობრივ განსხვავებებს - ქცევის მოშლით, აწეული გამღიზიანებლობით, სენზიტიურობით, აგრესიულობით, დისფორიული კომპონენტით, რომელი სქესითვის არის დამახასიათებელი ეს სიმპტომები:

1373

მოზარდებში კოტარის, ნიჰილისტურ-დეპრესიული ბოდვა გვხვდება:

1374

ტიპიური დისფორიები მოზარდებში გვხვდება:

1375

13 წლის გოგონას აქვს უსიამოვნო შეგრძნება ზურგში - გახერხვისა და დაჭიმვის შეგრძნება, განაცხადა, რომ ზურგზე კუზი ამოუვიდა, სტკივა ტვინი, რომ თვალები უელმდება და ორბიტებიდან უვარდება, ზოგჯერ ეჩვენება, რომ იხრჩობა, ყელში მოძრაობენ ჭიები, რომელი დაავადების მაჩვენებელია აღნიშნული ჩივილები:

1376

ასთენო-აპათიური ექვივალენტი დეპრესიების დროს გამოხატულია უმოქმედობით, მოდუნებით, ინტერესების დაკარგვით, ქცევითი რეაქციების დათრგუნვით, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებით, გუნებ-განწყობის დაქვეითებით, ცუდი მოსწრებით. ეს ვარიანტი უფრო ხშირად გვხვდება:

1377

მანიაკალური და ჰიპომანიაკალური მდგომარეობა მოზარდებსა და ბავშვებში გვხვდება:

1378

ბავშვთა ასაკში ჰალუცინაციების მკაფიოობა, კონკრეტულობა, დეტალთა მრავალფეროვნება დამახასიათებელია:

1379

ბავშვთა ასაკში აღქმის პათოლოგიიდან რომელი გვხვდება იშვიათად:

1380

11 წლის გოგონას, რომელიც განსაკუთრებული მონდომებითა და პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა კლასში, გარკვეული წარუმატებლობის შემდეგ ეწყება მდგომარეობა, რომლის დროს მისდაუნებურად ახსენდება და ვერ იცილებს ოროსანი მოსწავლის პასუხებს, მათ სახეებს. ამას მოჰყვა ხელების ქნევა, მზერა სხვადასხვა მიმართულებით, რითაც ის ახერხებს უსიამოვნო წარმოდგენებისგან თავის დახსნას, როგორ შეიძლება იქნეს კვალიფიცირებული აღნიშნული:

განმარტებები