სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ოტორინოლარინგოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ოტორინოლარინგოლოგია სალიცენზიო
ცხვირ-ხახის ტონზილის ჰიპერტროფიის დროს რომელი მკურნალობა ტარდება?
ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის დროს რომელი მკურნალობა ტარდება?
რას უერთდება ხახის უკანა სივრცე?
ავადმყოფი უჩივის ძლიერ ტკივილს ყლაპვის დროს, თავის და სახსრების ტკივილს, ტემპერატურა მომატებულია - 39 გრადუსი. ფარინგოსკოპიით - ხახის პირის ლორწოვანი გარსის და ტონზილების ჰიპერემია და შუშუპება. სასის ტონზილების ლორწოვანის ქვეშ მოსჩანს მოყვითალო-თეთრი წერტილოვანი ჩირქოვანი წარმონაქმნები. განსაზღვრეთ ანგინის სახეობა:
ავადმყოფი უჩივის ძლიერ ტკივილს ყლაპვის დროს, ტემპერატურა მომატებულია - 39 გრადუსი. ფარინგოსკოპიულად - ხახის პირის ლორწოვანი გარსის და ტონზილების მკვეთრი ჰიპერემია და შუშუპება. კრიპტებში მოთეთრო ფერის ნადები, რომელიც ადვილად სცილდება. განსაზღვრეთ ანგინის სახეობა:
ავადმყოფი უჩივის ჩხვლეტას, ღიტინს ხახაში, ლორწოს დაგროვებას, ხველას უმთავრესად დილაობით. ფარინგოსკოპიულად - ხახის პირის ლორწოვანი გარსი ჰიპერემიულია და შუშუპებული, ხახის უკანა კედელზე მოჩანს გაგანიერებული სისხლძარღვები, ლორწოს გამოყოფა გაძნელებულია. განსაზღვრეთ ფარინგიტის სახეობა:
ავადმყოფი უჩივის ჩხვლეტას ხახაში, სიმშრალეს, ტკივილს ყლაპვის დროს, ჩხვლეტას ყურებში, წებოვან ლორწოს დიდი რაოდენობით გამოყოფას. ფარინგოსკოპიულად - ხახის უკანა კედლის ჰიპერემია და შეშუპებული ლორწოვან გარსზე მოჩანს შემოფარგლული მკვეთრად ჰიპერტროფიული ლიმფოიდური ფოლიკულები, ან მთელ სივრცეზე ჰიპერტროფიული და ჰიპერემიული ლიმფოიდური გვერდითი მორგვები. განსაზღვრეთ ფარინგიტის სახეობა:
ავადმყოფი უჩივის სიმშრალის შეგრძნებას, ღიტინს, ფხაჭვნას ხახაში, აგრეთვე უცხო სხეულის შეგრძნებას, მშრალ ხველას. ფარინგოსკოპიულად - ხახის ლორწოვანი გარსი გათხელებულია, მშრალია და პრიალებს, აქა-იქ დაფარულია სქელი ლორწოთი და ქერქებით. განსაზღვრეთ ფარინგიტის სახეობა:
ხორხის რომელი უბნის შეშუპებას ახასიათებს უპირატესად ყლაპვის დროს უსიამოვნო შეგრძნება და საკვების გადაცდენა სასულეში?
ხორხის შეშუპების დროს თერაპიული მკურნალობის სქემაა:
ხორხის შეშუპების მიზეზი შეიძლება იყოს:
ხორხის შეშუპების რომელ სტადიაში იწყება ინსპირაციული ქოშინი?
ავადმყოფს ტონზილექტომიიდან 5 საათის შემდეგ დაეწყო სისხლდენა, მარჯვენა მხარეს აღენიშნება სისხლმდენი კოლტი. კოლტის მოცილების შემდეგ პირველ რიგში რა მანიპულაცია უნდა გაკეთდეს ლოკალური სისხლდენის შემთხვევაში:
ტონზილექტომიის შემდგომ სისხლდენის დროს ნიშაში საკეს მეთოდით ტამპონის ჩაკერებისას ფიქსირდება:
5 წლის ბავშვს ტონზილექტომიიდან 7 საათის შემდეგ დაეწყო სისხლდენა. ბავშვი ფერმკრთალია, პულსი ძაფისებური, ორივე მხარეს აღენიშნება სისხლმდენი კოლტები. ეძინა, ძილის დროს სავარაუდოა, რომ ყლაპავდა სისხლს. საჭიროებს კოლტების მოცილებას და ნიშების ლიგირებას ან კერვას. მანიპულაციის დაწყებამდე ნაყლაპი სისხლი წინასწარ უნდა ამოვაღებინოთ, თუ არა.
ხორხის ეგზოფიტური კიბო იზრდება:
რომელი ანგინისთვის არის დამახასიათებელი სასის რკალების, ტონზილების, ნაქის, ხახის უკანა კედლის დიფუზური ჰიპერემია, რომლის ფონზე ჩანს მოწითალო ბუშტუკები:
რომელ ანგინას არ ახასიათებს ყლაპვისას ტკივილები:
რომელი ანგინისათვის არის დამახასიათებელი ცალმხრივი პროცესი:
რომელი ანგინისათვის არის დამახასიათებელი ლიმფური კვანძების სისტემური გადიდება: