სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნევროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნევროლოგია სალიცენზიო
17 წლის ახალგაზრდა მამაკაცი აღნიშნავს 10 დღის განმავლობაში ჩხვლეტითი ხასიათის პარესთეზიებს ხელებსა და ფეხებში, რასაც შემდგომში დაემატა სისუსტე ფეხებში. ბოლო 2 საღამოს განმავლობაში პაციენტს განუვითარდა ტკივილები გვერდში. აღსანიშნავია, რომ მას ჰქონდა დიარეის ეპიზოდი 2 კვირის წინ. გასინჯვისას აღინიშნება სისუსტე ფეხებში და ძალის იოლი დაქვეითება ხელებში, იოლი სენსორული დარღვევები ფეხებში, არეფლექსია, სუნთქვა და მენტალური სტატუსი ნორმალურია. შემდგომი კვირის განმავლობაში განვითარდა მტევნების, სახის სისუსტე, პაციენტს გაუჭირდა სუნთქვა, რამაც განაპირობა მისი მოთავსება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ელექტრომიოგრაფიამ და ნერვის გამტარობის გამოკვლევამ უჩვენა უხეში დემიელინიზაცია. ჩამოთვლილთაგან, რომელი მკურნალობა შეუწყობს ხელს პაციენტის სწრაფ გამოჯანმრთელებას?
25 წლის ქალი, რომელსაც ადრე აღენიშნებოდა მხედველობის დაქვეითება მარცხენა თვალიდან და სპასტიური სიარული, უჩივის ტკივილს და ტემპერატურული მგრძნობელობის დაქვეითებას ფეხებში. მას დაუსვეს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი მხედველობის დაკარგვის შემდეგ. მარცხნივ ფუნდოსკოპია გვიჩვენებს მხედველობის ნერვის ატროფიას. ავადმყოფის სახის მოძრაობები ასიმეტრულია. გულმკერდის რენტგენოგრამებზე გადიდებულია ლიმფური კვანძები. მამოგრაფიით სარძევე ჯირკვლის პათოლოგია არ იქნა ნანახი. აღნიშნეთ ყველაზე უფრო შესაფერისი დიაგნოზი:
66 წლის ქალბატონს ცხელებითა და გენერალიზებული გულყრებით ნეიროიმიჯინგით და თზტს ანალიზით დაუდგინდა ჰერპესული ენცეფალიტის დიაგნოზი. რომელი მედიკამენტი უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ?
17 წლის ქალიშვილს ქვემწვავედ განუვითარდა მენტალური ცვლილებები და სისუსტე მარცხენა ხელში. 1 კვირის წინ მას ჰქონდა ვირუსული ინფექცია და ამჟამად დაესვა მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის დიაგნოზი (ADEM). ქვემოთჩამოთვლილთაგან, რით განსხვავდება ეს თეთრი ნივთიერების დაავადება გაფანტული სკლეროზისაგან?
მალთაშუა დისკის გამოვარდნას ესაჭიროება გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა, როდესაც:
57 წლის მამაკაცს აღენიშნება უნილატერალური, პულსაციური თავის ტკივილი ღამის საათებში. წინა კვირას მას თავის ტკივილი პრაქტიკულად ყოველ ღამე ჰქონდა. პაციენტმა გაიხსენა, რომ მსგავსი თავის ტკივილი მას 5 წლის წინ რამოდენიმე კვირის მანძილზე ჰქონია. თავის ტკივილი ასოცირებულია ცრემლდენასა და ცხვირის გაჭედვის შეგრძნებასთან. პრევენციულად ნაწილობრივ წარმატებული იყო ერგოტამინოთერაპია. ქვემოთჩამოთვლილთაგან მსგავსი ტიპის თავის ტკივილის დროს, რომელია ყველაზე ეფექტური საშუალება?
47 წლის ქალს დაეწყო ყლაპვის გაძნელება სადილობისას. ამის შემდეგ 3 საათის განმავლობაში მას განუვითარდა გაორება, დიზართრია და საბოლოოდ ანართრია. მას ანამნეზში აქვს ჰიპოთირეოზი და იმყოფება თიროიდულ ჰორმონზებზე. მისთვის მწერს არ უკბენია და ახლო წარსულში არ უმოგზაურია. გასინჯვისას პაციენტი კითხვებზე პასუხობს თავის ქნევით და შეუძლია წერა. ფილტვების ფორსირებულმა სასიცოცხლო მოცულობამ შეადგინა 500 მლ და პაციენტი დააინტუბირეს. მას არ აქვს ცხელება, ტაქიკარდია ან ჰიპერტენზია. აღინიშნება ორმხრივი ფტოზი და ოფთალმოპარეზი, გუგების დიამეტრი 6 მმ-ია და რეაქცია სინათლეზე ძალზე დუნეა. სახეზე მგრძნობელობა ინტაქტური, ორმხრივ სახის ნერვის პარეზი და ენის სისუსტე, კუნთთა მოცულობა და ტონუსი ნორმალურია. პროქსიმალურ კუნთებში ძალა 5-4 ქულაა. თითების და ტერფების მოძრაობა სწრაფი და სიმეტრიულია. პლანტარული პასუხი ფლექსორულია. სისხლის გამოკვლევის შედეგები ნორმალურია. მოტორულ ნერვებში გამტარებლობის გამოკვლევა გვიჩვენებს კუნთის მოქმედების პოტენციალის ამპლიტუდის დაქვეითებას და ნორმალურ სიჩქარეს. სენსორული ნერვების მოქმედების პოტენციალები ნორმალურია. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელმა მიკროორგანიზმმა გამოიწვია აღწერილი დაზიანება?
21 წლის მამაკაცი მუშაობს აეროპორტში მტვირთავად, ხმაურიან გარემოში. ქვემოთჩამოთვლილიდან ყურის დამცავი მოწყობილობა, სმენის დაქვეითების გარდა, რისგან დაიცავს მას?
ქვემოთჩამოთვლილიდან რა გამოვლინდება კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე ეპიდურული ჰემატომის განვითარებიდან 2 საათში?
42 წლის ქალს ხანგრძლივი პეროიდის განმავლობაში აღენიშნება თავის მტკივნეული მოხრითი მოძრაობა მარცხნივ, რის შედეგად გამოვლინდა 1 წლის განმავლობაში მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი და ტრაპეციულ კუნთთა ჰიპერტროფია. ოჯახური ანამნეზი არ არის. დანარჩენი მონაცემები ნორმის ფარგლებში. ამოარჩიეთ სწორი პასუხი:
70 წლის კაცს აღენიშნება მარჯვენა კიდურებისა (უფრო მეტად ხელის, ფეხთან შედარებით) და სახის სისუსტე, რომელიც თანდათან განვითარდა 7 თვის განმავლობაში. ანამნეზში აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტი მწეველია. გამოკვლევის შედეგად დადგინდა პოზიტიური სეროლოგიური RPR (რაპიდ პლასმა რეაგინ) ტესტი. პაციენტის დიაგნოზიდან გამომდინარე, ქვემოთჩამოთვლილი შედეგებიდან რომელი გამოვლინდება თავის ტვინის სიმსივნის მსგავსად?
35 ქალი დაკბინა მაწანწალა ძაღლმა. ჭრილობა უმნიშვნელო იყო, მაგრამ პაციენტი მაინც მივიდა საავადმყოფოში და გაესინჯა ექიმს. ქვემოთჩამოთვლილი ვირუსებიდან, რომელი წარმოადგენს საშიშროებას ქალბატონისათვის, ვინაიდან იწვევს ცნს დაზიანებას პერიფერიული ნერვებით ცენტრიპეტალური გავრცობის გზით:
50 წლის მამაკაცს 6 თვის მანძლზე განუვითარდა პრობლემები შარდვის კონტროლის მხრივ, არამყარი სიარული და ტკივილი ფეხებში. გამოკვლევით დადგინდა, რომ პაციენტს არ აღენიშნება ღრმა რეფლექსები ქვედა კიდურებში, ვიბრაციული მგრძნობელობის მნიშვნელოვანი ჰიპესთეზია და პოზიტიურია რომბერგის ნიშანი. მიუხედავად ჩივილისა არამყარ სიარულზე, პაციენტს არა აქვს პრობლემები ალტერნატიული მოძრაობის შესრულებისას (ადიოდოქოკინეზი) და არც ტრემორი. ძალა კიდურებში ნორმალურია, ტკივილი ფეხებში პაროქსიზმულია, ჩხვლეტითი და გამჭოლი ხასიათის. შრატში გლუკოზა და გლიკოჰემოგლობინი ნორმაა:
63 წლის მამაკაცს აღენიშნება პერიფერიული დიაბეტური მტკივნეული პოლინეიროპათია. მან დაიწყო მკურნალობა ნორტრიპტილინით (10 მგ ძილის წინ), მაგრამ იძულებული გახდა შეეწყვიტა მკურნალობა დღის ჭარბი ძილიანობის გამო. ქვემოთჩამოთვლილი მედიკამენტებიდან აირჩიეთ ერთერთი, რომელიც შეიძლება დაინიშნოს ამ შეთხვევაში და რომლის ეფექტურობაც დადასტურებილია რანდომიზებულ პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში?
შაკიკის შეტევა გრძელდება:
შაკიკი აურით ეწოდება იმ შემთხვევაში, თუ:
შაკიკის მკურნალობის სპეციფიურ პრეპარატებს წარმოადგენენ:
დაძაბვის ტიპის თავის ტკივილი ქრონიკულია, თუკი სიმპტომატიკა გრძელდება:
ქრონიკული დაძაბვის ტიპის თავის ტკივილის მკურნალობაში გამოიყენება:
ლამბერტ-იტონის მიასთენიური სინდრომი ყველაზე ხშირად ვითარდება: