სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › გადაუდებელი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
გადაუდებელი მედიცინა სალიცენზიო
რომელია ჰიპერკალციემიის ყველაზე ხშირი მიზეზი
გულის რომელი დაავადება იწვევს ციანოზს ბავშვებში?
განავალში ლეიკოციტების არსებობა ანამნეზურ მონაცემებთან ერთად გვეხმარება დიარეის მწვავე ეპიზოდის მიზეზის დადგენაში, აგრეთვე შესაბამისი მკურნალობის დანიშვნაში. ლეიკოციტოზი ჩვეულებრივ თან ახლავს ყველა ჩამოთვლილი ორგანიზმით გამოწვეულ ინფექციას, გარდა:
ბეკის ტრიადის შემადგენელია ყველა, გარდა:
ამ პაციენტებიდან რომელთან არის მოსალოდნელი ეს ლაბ. ანალიზები: pH 7.18, PCO2 18, PO2 80, Na 134 mEq/L, potassium 3.5mEq/L, chloride 118 mEq/L, HCO3 7 mEq/L?
23 წლის პაციენტი მოყვანილ იქნა სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ. ის ბლუკუნებს, აქვს ხმაურიანი სუნთქვა, მტკივნეულ გაღიზიანებაზე თვალებს არ ახელს, კიდურს ხრის ვენის კათეტერიზაციის დროს. რა არის მისი GCS?
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარაზიტული დაავადების დიაგნოსტიკაში:
ტრანსფუზიის შემდგომი ჰეპატიტის ყველაზე ხშირი მიზეზია:
რომელი კლასის პრეპარატები ითვლება პირველი რიგის თერაპიად შფოთვითი სინდრომის მკურნალობისას?
ამ პაციენტებიდან რომელს აქვს ცელულიტის განვითარების მაღალი რისკი
რომელია მართებული თვალის უცხო სხეულთან "rust ring" მიმართებაში
22 წლის მამაკაცი მოყვანილია მეგობრების მიერ მუცლის არეში რამდენჯერმე მიყენებული დანის ჭრილობის გამო. სავარაუდოდ რომელი ორგანოა დაზიანებული?
ე.წ. „ფანჯრის“ განმავლობაში, HBsAg-ის გაქრობასა და anti-HBs-ის გამოჩენას შორის შრატში B ჰეპატიტის ერთადერთი მარკერია:
ზემოთჩამოთვლილი მართებულია ინტრაკრანიულ ჰიპერტენზიასთან მიმართებაში გარდა:
ქვემოთ ჩამოთლილიდან რომელი წარმოადგენს San Francisco Syncope Rules–ის მიხედვით ცუდი გამოსავლიანობის პრედიქტორს:
უსიმპტომო პაციენტი სინუსური ბრადიკარდიით (გულისცემის სიხშირე 36) და არტერიული წნევით 114/72; თქვენი ქმედებაა:
ინტრაკრანიული ჰიპერტენზიის კლასიკური სიმპტომებია:
რომელია ფილტვის ტუბერკულოზის ყველაზე ხშირი სიმპტომი?
75 წლის მამაკაცი ანამნეზში მოციმციმე არითმიით უჩივის სისუსტეს, გულისრევას, ხედავს წრეებს. ანამნეზში აქვს დეპრესია და სუიციდის მიზნით მიიღო რამდენიმე ტაბლეტი. პლაზმასი დიგოქსინის დონე მომატებულია. რომელია დიგიბაინდის გამოყენების ჩვენება
19 წლის მამაკაცს აღენიშნება ცხელების, შემცივნების, საერთო სისუსტის, გამონაყარის 5 დღის ანამნეზი. ცოტა ხნის წინ დაბრუნდა კემპინგიდან. აღენიშნება მაკულური გამონაყარი მაჯებზე, კოჭ-წვივზე, ხელისა და ფეხის გულებზე. ლაბ. კვლევები, მათ შორის ლუმბალური პუნქცია - ნორმაშია. რომელი მედიკამენტის დანიშვნაა ყველაზე მიზანშეწონილი