სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › გადაუდებელი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
გადაუდებელი მედიცინა სალიცენზიო
რომელი მონაცემი გვხვდება შარდის ანალიზში პიელონეფრიტის, მაგრამ არა ცისტიტის შემთხვევაში?
რომელი დებულებაა მართებული თავის ტვინის აბსცესთან მიმართებაში:
HIV –ის მქონე პაციენტებში PPD-ის რა ზომის ინდურაცია განიხილება, როგორც დადებითი?
მწვავე დიარეის უმრავლესობის გამომწვევია:
შიდსით დაავადებულ პაციენტებში დიარეასთან მიმართებაში მართებულია ყველა, გარდა:
56 წლის პაციენტი მუცლის არეში ტკივილის, ღებინების და გულისრევის ერთი დღის ანამნეზით. პირველად გამოვლენილი სიმპტომებია და ოჯახშიც არავინ ყოფილა ავად. ანამნეზშია აღენიშნება დიაბეტი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, 12 წლის წინ მუცლის შემავალი ნაკვეთი ჭრილობა. მუცელი დიფუზურად მტკივნეულია. ამ პაციენტთან მიმართებით მართებულია:
ნევრიტის სიმპტომია ყველა ქვემოთჩამოთვლილი გარდა:
მწვავე დელირიუმით პაციენტის სედაციისთვის არჩევის პრეპარატია:
18 წლის ქალს პირველი ორსულობა 35 კვირის აღენიშნება მუცლის ტკივილი, ვაგინალური გამონადენი, სუბფებრილიტეტი. ჩივილები დაეწყო 2 დღით ადრე როდესაც დახველების დროს შეამჩნია საშოდან სითხის მცირე რაოდენობით გამოდინება, რაც თავიდან ეგონა შარდი. ამჟამად ტემპერატურა 38.5, პულსი 108, ფიზიკალური გასინჯვით საშოდან მოყვითალო ფერის გამონადენი, საშვილოსნო მტკივნეული. რომელია სავარაუდო დიაგნოზი?
რომელ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს აქვთ გულის მწვავე უკმარისობის დროს პრედატვირთვაზე ყველაზე სწრაფი ეფექტი?
რომელია ფილტვის არტერიის ემბოლიზმის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი?
ნევრიტის გამომწვევი მიზეზებია:
19 წლის ქალი ინსულინდამოკიდებული საქრიანი დიაბეტის ანამნეზით მოყვანილია სასწრაფოს მიერ 2 დღიანი გულისრევა/ღებინების ანამნეზით.გასინჯვისას ის ლეტარგიულია, წნევა 104/66, სუნთვის სიხშირე 28, გლიკემია 468, ბიკარბონატი 17, ანიონგაპი 26, რა უნდა ვივარაუდოთ K –თან მიმართებაში?
ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე ნაკლებად სარწმუნო საყლაპავის სპაზმით გამოწვეულ გულმკერდის ტკივილთან მიმართებაში?
მუცლის რენტგენოლოგიური რომელი მონაცემით ვვარაუდობთ მეზენტერიული ინფარქტის დიაგნოზს?
პაციენტი DVT-გამო ღებულობს ვარფარინს ამჟამად აღენიშნება მზარდი ჰემატურია. მისი INR-9.2; რა არის შესაბამისი მართვა?
ნევრიტის მკურნალობა გულისხმობს:
რომელი ამცირებს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გამოწვეულ სიკვდილობას?
რომელი ქვემოთჩამოთვლილია სწორი კანდიდიაზთან მიმართებაში?
85 წლის ქალს მოხუცთა თავშესაფარიდან აღენიშნება მაღალ ტემპერატურა და წნევის ვარდნა , 1 დღით ადრე გახდა ლეთარგიული და არ ამდგარა საწოლიდან. დიარეას, ხველას, სუნთქვის გაძნელებას, გამონყარს, თავის ტკივილს არ აღნიშნავს. ტემპერატურა 38.8, პულსი 122, რესპირაცია 22, სატურაცია 95%(ოთახის ჰაერზე), არტ. წნევა 72/44 . სისხლი გაგზავნილია ლაბ. კვლევებისათვის. რომელი ანტიბიოტიკით დავიწყოთ ემპირიულად მკურნალობა?