QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › გადაუდებელი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

გადაუდებელი მედიცინა სალიცენზიო

820 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

81

65 წლის კაცს უკბინა ბზიკმა, აღენიშნება, მსტვინავი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, მოჭერის შეგრძნება ხახაში, ანამნეზში არტ. ჰიპერტენზია, დიაბეტი, ღებულობს ათენოლოლს, გაუკეთდა ეპინეფრინი და სტეროიდი, ახლა მისი BP 85/45, რომელი მედიკამენტი უნდა გაკეთდეს შემდეგა.

82

20 წლის მამაკაცი უჩივის მზარდ ტკივილს გულმკერდის არეში, სისუსტეს, მიალგიას და ქოშინს დატვირთვაზე) ერთი კვირით ადრე იგი აღნისნავს გრიპის მაგვარ მდგომარეობას. იგი უარყოფს რაიმე მედიკამენტის მოხმარებას, არც ოჯახური ანამნეზია გულის დაავადების. ფიზიკალურად ცხელება 38,6, პულსი 125, სუსტად გამოხატული სველი ხიხინი ორივე ფილტვში. ეკგ სინუსური ტაქიკარდია) გულმკერდის რენტგენზე კარდიომეგალია, ლაბორატორიული მონაცემები ნორმა გარდა მომატებული ტროპონინისა) რომელი ქვემოთ ჩამოთვლილია მართებული.

83

4 კვირის ბიჭი მოყვანილია მშობლების მიერ, აღენიშნება პროგრესული, ძლიერი ჭავლისებრი არა-ნაღვლოვანი ღებინება. ჩაედგა პვკ, ლაბ. კვლევები, გაიგზავნა ექოსკოპიაზე - ჰიპერტროფიული პილორუსი და ჩატარდა კონსულტაცია ქირურგთან პილოროსტენოზის გამოსარიცხად. რა ცვლილებებია მოსალოდნელი ლაბ. კვლევებით:

84

აორტის დისექციის მედიკამენტური მკურნალობის მიზანია განშრევებაზე მოქმედი ფაქტორების კონტროლი. ამ მიზნისთვის პირველი რიგის მედიკამენტი ან მედიკამენტების კომბინაციაა:

85

30 წლის ქალი შემოსულია ჩივილებით: უეცრად დაწყებული გულის ფრიალი და შფოთვა. უარყოფს მედიკამენტების მიღებას და მსგავს ჩივილებს წარსულში. ეკგ-ზე აღინიშნება არარეგულარული ფართოკომპლექსიანი ტაქიკარდია (QRS=0,13secs), გულისცემის სიხშირე-250 წუთში. ტორსადეს ტიპის არიტმია არ აღინიშნება) სავარაუდო დიაგნოზია:

86

56 წლის მამაკაცი ხანგრძლივი ჰიპერტენზიისა და თირკმლის მსუბუქი უკმარისობითს ანამნეზით, უჩივის საერთო სისუსტეს. ქვემოთ მოყვანილია მისი ეკგ. რა არის მისი მკურნალობის შემდეგი ნაბიჯი:

87

ელექტრული დენის მიმართ რომელ ქსოვილს აღენიშნება მეტი რეზისტენტობა

88

65 წლის ქალი დაუცდა ფეხი და დაეცა აბაზანაში დაიზიანა მენჯის მარჯვენა ნახევარი, არ შეუძლია სიარული. Er -ში რენტგენი მენჯის და ბარძაყის ნეგატიურია მაგრამ აწუხებს ტკივილი პალპაციისას და ვერ დადის, მოძრაობა ბარძაყის შეზღუდულია ტკივილის გამო, შემდეგი ქმედება

89

კლინიკაში მოიყვანეს 19 თვის ბავშვი დიარეის 3 დღიანი ანამნეზით. ბავშვს აქვს დაბალი ტემპერატურული რეაქცია, განავლოვან მასებში სისხლის კვალი არ აღინიშნება. მშობელი ბამოყოფილი შარდის რაოდენობას ვერ აკონკრეტებს – ბავშვი სარგებლობს პამპერსით. პაციენტი აქტიურია და ირებს სითხეებს. გასინჯვისას აფებრილურია, გულისცემა 124, სუნთქვის სიხშირე 24, ტირის ცრემლებით. კანი მშრალია, ტურგორი შენარჩუნებული, კაპილარული ავსება 1–2 წამი. რა არის ამ პაციენტისათვის ყველაზე შესაფერისი თერაპია?

90

6 კვირის ახალშობილი მოყვანილ იქნა კლინიკაში არა სისხლიანი, წყლისმაგვარი დიარეის 2 დღიანი ანამნეზით. მშობლის გადმოცემით, ბავშვს ნაწლავთა მოქმედება აექვს ყოველ 15–30 წუთში. T-37.0; გულისცემა 198, სუნთქვის სიხშირე 40; ბავშვი მოთენთილია და არ ტირის მტკივნეული გაღიზიანების საპასუხოდ. ყიფლიბანდი ჩავარდნილია, პირი მშრალი, კაპილარული ავსება 4 წმ, კანი ნაოჭდება. ექთანმა ვერ მოახერხა პერიფ. ვენის კათეტერიზაცია. რა არის თქვენი შემდეგი ქმედება?

91

რომელია კუჭის წყლულის განვითარების ყველაზე ხშირი რისკ ფაქტორი

92

35 წლის პაციენტი მოყვანილია ახლობლების მიერ ფსიქიატრიული შემოწმებისათვის. რომელია ფსიქიატრიული მიზეზებიდან ჰოსპიტალიზაციის ჩვენება

93

მიტრალური სარქვლის პროლაფსთან ასოცირებული ატიპური ტკივილის მკურნალობისას ნაჩვენებია:

94

ეკლამპსიასთან ასოცირებული ჰიპერტენზიის მკურნალობის არჩევის პრეპარატია:

95

რომელი ვასკულიტის სინდრომი შეესაბამება კლინიკურ მანიფესტაციას?

96

პაციენტი სპინალური სტენოზით:

97

3 წლის ბავშვი მოყვანილ იქნა კლინიკაში დიარეით, ლეთარგიული და შარდის გამოყოფის შემცირებით. ბოლო განავლოვანი მასები იყო სისხლიანი. გასინჯვისას T/A 122/76mmHg, გულისცემა 150, ფერმკრთალია. ლაბ. მონაცემებით შარდოვანა 36 mg/dL, კრეატინინი 3.4mg/dL, Hb-7,1 g/dL, PLT-60,000. შარდის ანალიზში არის სისხლი და ცილა. სისხლის ნაცხი აჩვენებს ჰემოლიზის ნიშნებს. ყველაზე სავარაუდო დიაგნოზია

98

1 თვის ბავშვი მოიყვანეს მშობლებმა. ლეთარგიულია, ძნელად აფხიზლებ, HR-260, კაპილარული ავსება 4 წამი, არტ წნევის გაზომვა და პვკ-ს ჩადგმა გაძნელებულია, შემდეგი ქმედებაა.

99

სუპრაკონილარული მოტეხილობის შესახებ რომელი მტკიცებულებაა სწორი

100

12 წლის ბიჭი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1–ით მოყვანილ იქნა კლინიკაში რებინების 12 საათიანი ეპიზოდით. მას დღეს არაფერი უჭამია, სითხეებს ვერ ირებს. დილით ინსულინი არ გაუკეთებია. აღნიშნავს ზოგად საერთო სისუსტეს და თავის ტკივილს. სასიცოცხლო პარამეტრები შემდეგია: გულისცემა 130, T/A 96/60mmHg, სუნთქვის სიხშირე 32, T-36.8; ლაბ მონაცემებით 840მგ/დლ, 3+ კეტონურია, ვენური PH – 7.22. ექთანი გეკითხებათ, გადაასხას თუ არა ნატრიუმის ბიკარბონატი. ამ პაციენტთან მიმართებაში რა არის მართებული ბიკარბონატთან დაკავშირებით

განმარტებები