QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანგიოქირურგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ანგიოქირურგია სალიცენზიო

1129 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

261

აორტა-თეძო-ბარძაყის რეკონსტრუქციის შემდგომ ერექტიული დარღვევების მიზეზი თეძოს შიგნითა არტერიაში სისხლის მიმოქცევის აღდგენის მიუხედავად არის:

262

აორტა-თეძო-ბარძაყის ზონის რეკონსტრუქციული ოპერაციის დროს ერექტული ფუნქციის შენარჩუნებისათვის აუცილებელია:

263

აორტა-თეძო-ბარძაყის ზონის რეკონსტრუქციული ოპერაციის დროს ქვემო კიდურში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად რომელ არტერიაზეა უფრო ხშირად მიღებული დისტალური ანასტომოზის დადება ?

264

პაციენტს აღენიშნება მარცხენა თეძოს საერთო არტერიის ოკლუზია, მარჯვენა თეძოს საერთო არტერიის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი (60-70%). რეკონსტრუქციული ოპერაციებიდან რომელი უნდა შესრულდეს:

265

რა შემთხვევაში იხმარება ოპერაციის დასახელებად აორტა-ბარძაყის პროთეზირება:

266

ცალ მხარეს თეძოს გარეთა არტერიის იზოლირებული ოკლუზიის დროს რომელი ქირურგიული ჩარევაა ოპტიმალური?

267

პაციენტს აორტოგრაფიულად აღენიშნება მუცლის აორტისა და მარჯვენა თეძოს საერთო არტერიის უმნიშვნელო ათეროსკლეროზული ცვლილებები, მარცხენა თეძოს საერთო არტერიის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი (70-80%), მარცხენა თეძოს გარეთა არტერიის ოკლუზია. მარჯვენა ქვემო კიდურის მაგისტრალური არტერიები განსაკუთრებული ჰემოდინამიკური ცვლილებების გარეშე ბოლომდე გამავალია-ოპერაციული მკურნალობის ყველაზე ოპტიმალური მეთოდია:

268

მუცლის აორტის ინფრარენალური ოკლუზიის დროს საჭიროა აორტოგრაფიის ორ პროექციაში შესრულება, რათა:

269

პაციენტს ლერიშის სინდრომით გაუკეთდა აორტო-არტერიოგრაფია სელდინგერის მეთოდით (მარჯვენა ბარძაყის არტერიიდან). გამოკვლევისას მუცლის აორტა ბიფურკაციის დონეზე სტენოზირებულია, მარჯვენა თეძოს საერთო და გარეთა არტერიები ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზით, მარცხენა თეძოს საერთო არტერია მუცლის აორტის ბიფურკაციის დონეზე ოკლუზირებულია. ანგიოგრაფიიდან 3 საათის შემდეგ მარჯვენა ქვემო კიდურში განვითარდა მწვავე არტერიული უკმარისობა. მარჯვენა ბარძაყზე პულსაციაა არ არის, ჰემატომა არ აღინიშნება, კიდურის იშემიის მიზეზია:

270

ანგიოგრაფიული გამოკვლევისას გამოვლინდა მუცლის აორტისა და მარცხენა თეძოს საერთო, გარეთა და ბარძაყის არტერიების ჰემოდინამიკურად უმნიშვნელო სტენოზი, მარჯვენა თეძოს საერთო არტერიის სტენოზი (60- 70%), თეძოს გარეთა და ბარძაყის არტერიები გამავალია. მკურნალობის ოპტიმალური მეთოდია:

271

აორტა-თეძო-ბარძაყის ზონაზე რეკონსტრუქციული ოპერაციის შეუსრულობლობის მიზეზს (ავადმყოფის დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით) წარმოადგენს:

272

პაციენტს აღენიშნება ლერიშის სინდრომთან ერთად მარცხენა თირკმლის არტერიის სტენოზი (ვაზორენალური ჰიპერტენზია). ოპერაციული მკურნალობა ითვალისწინებს:

273

ექსტრაანატომური შუნტირებისას, როგორიცაა ბარძაყ-ბარძაყის ჯვარედინი შუნტირება, სისხლძარღვის ”გაქურდვის” სინდრომი დონორული კიდურიდან ვითარდება, როცა:

274

მენჯის ”გაქურდვის” სინდრომი აღინიშნება, როცა

275

აორტა-ორბარძაყის შუნტირების შემდეგ აორტის პროთეზის ინფიცირების შემთხვევაში ყველაზე რაციონალურ ქირურგიულ ჩარევას წარმოადგენს:

276

ექსტრაანატომური ლავიწქვეშა-ბარძაყის შუნტირებისას დონორულ არტერიად რომელ ნაწილს ენიჭება უპირატესობა: 1) ლავიწქვეშა არტერიის პირველი პორცია; 2) ლავიწქვეშა არტერიის მეორე პორცია; 3) ლავიწქვეშა არტერიის მესამე პორცია; 4) იღლიის არტერია

277

პაციენტი 82 წლის, აღინიშნება მარცხენა თეძოს გარეთა არტერიის ოკლუზია. ქრონიკული არტერიული უკმარისობა III, მარჯვნივ ყველა მაგისტარლური არტერია ბოლომდე გამავალია. რაიმე ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. თანმხლები დაავადება გ.ი.დ. პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, გულის უკმარისობა II. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელ ქირურგიულ ჩარევას მიექცევა უპირატესობა კონკრეტულ ავადმყოფთან:

278

პაციენტი 75 წლის, რეტროპერიტენეალური სიმსივნის (ლიმფოსარკომა, რომელიც ამოკვეთილია 2 წლის წინ) გამო ჩატარებული აქვს 4 სხივური თერაპიის კურსი. ამავე დროს აღინიშნება მარჯვენა თეძოს გარეთა არტერიის ოკლუზია, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული არტერიული უკმარისობა III. მარცხენა ქვემო კიდურის მაგისტრალური არტერიები რაიმე პათოლოგიის გარეშეა. ქვემოთჩამოთვლილებიდან რომელი უნდა შეირჩეს რაციონალურ ქირურგიულ ჩარევად კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში:

279

აორტა-ორბარძაყის შუნტირების 5 წლის შემდეგ პროთეზის ბრანშის თრომბოზის მიზეზი უმთავრესად არის:

280

აორტა-ორბარძაყის შუნტირების შემდგომ შორეულ პოსტოპერაციულ პერიოდში ცალი ბრანშის თრომბოზის დროს ოპტიმალურ ოპერაციულ ჩარევას წარმოადგენს:

განმარტებები