QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

301

ცენტრალური ციანოზის მიზეზი შესაძლოა იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:

302

ქვემოთ ჩამოთვლილი კვლევებიდან რომელი არ მიუთითებს რკინადეფიციტური ანემიის არსებობაზე:

303

59 წლის მამაკაცს აღენიშნება ტკივილი მუცლის არეში, ანორექსია და გულისრევის შეგრძნება. მან წონაში დაიკლო და ბოლო პერიოდში გამოეხატა ტერფების შეშუპება. ენდოსკოპიურად ვლინდება კუჭის ლორწოვანი გარსის შესქელებული ნაოჭები. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზი არის სავარაუდოდ პროტეინურიის განმაპირობებელი ფაქტორი:

304

23 წლის მამაკაცი უჩივის ქრონიკულ დიარეას უკანასკნელი 6 თვის მანძილზე. ცხელება, წონაში კლება, აბდომინალური ტკივილი არ აღინიშნება. იგი მედიკამენტებს არ ღებულობს და თავს კარგად გრძნობს. ფიზიკური გასინჯვით პათოლოგია არ ვლინდება. ანამნეზის შეკრების შედეგად გამოვლინდა, რომ პაციენტი არ ღებულობს ლაქსატივებს. სიგამხდრის შენარჩუნების მიზნით პაციენტი ღებულობს უშაქრო ტკბილეულს და კანფეტებს. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულება არის დიარეის სავარაუდო გამომწვევი:

305

57 წლის მამაკაცი ახლადგამოწერილია საავადმყოფოდან. უეცრად მას განუვითარდა დიარეა და ტკივილი მუცლის მიდამოში. სიგმოიდოსკოპიით– გრანულარული ფაშარი ლორწოვანი გარსი. რა არის ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი:

306

74 წლის მამაკაცს აღენიშნება სისუსტე, სუნთქვის გაძნელება დატვირთვის დროს და მტკივნეულობა ნეკნებში მძაფრი მოძრაობის დროს. გამოკვლევებით იგი ანემიურია, კალციუმი, კრეატინინი და შარდოვანა მომატებულია. რენტგენოლოგიურად გამოვლინდა მრავლობითი დაზიანებები გრძელ ძვლებსა და ნეკნებში. ცილის ელექტროფორეზით აღინიშნება იმუნოგლობულინ G პარაპროტეინი. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი მექანიზმი არის თირკმლის პათოლოგიის სავარაუდო გამომწვევი:

307

60 წლის ქალს გულის უკმარისობით და თირკმლის ნორმალური ფუნქციით დაენიშნა ფუროსემიდი 80მგ დღეში. მედიკამენტის მიღების შემდეგ დიურეზი კარგად არის გამოხატული. ერთი კვირის შემდეგ მან თავი იგრძნო ცუდად,აღენიშნება საერთო სისუსტე, კუნთების სისუსტე, თუმცა გულის უკმარისობის მიმდინარეობა გაუმჯობესდა. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი არის სისუსტის გამომწვევი მიზეზი:

308

79 წლის მამაკაცი ჰოსპიტალიზირებულია გულისრევისა და ღებინების გამო. ფიზიკური გასინჯვით იგი გამომშრალია, მუცელი რბილია, საუღლე ვენები არ არის დაბერილი. ლაბორატორიული კვლევებით გამოვლინდა ჰიპერნატრიემია. თავისუფალი წყლის დეფიციტი შეადგენს 3 ლიტრს. ნორმალური თირკმლის რომელ ნაწილში რეაბსორბირდება წყლის უმეტესი რაოდენობა:

309

მეგალობლასტური ანემიის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ქვემოთჩამოთვლილი დაავადება, გარდა:

310

ანემია ნიშნავს:

311

ხანდაზმულ პაციენტს აღენიშნება მიელოდისპლასტიური სინდრომი, რის გამოც ჩაუტარდა ჰემოტრანსფუზია. ჰემოტრანსფუზიის შემდეგ დაეწყო ტაქიპნოე, ლუმბალური ტკივილი, ტაქიკარდია და გულისრევა. რა არის ამ მდგომარეობის სავარაუდო ახსნა:

312

რომელი არ მიეკუთვნება შეძენილი კოაგულოპათიების გამომწვევ მიზეზებს:

313

შეძენილი ვაზოპათიების გამომწვევ მიზეზებს არ მიეკუთვნება:

314

შეძენილი თრომბოციტოპენიის გამომწვევ მიზეზებს არ მიეკუთვნება:

315

ჰემოფილია A განპირობებულია:

316

ფოლიუმ-დეფიციტური ანემია შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით გარდა ერთისა:

317

34 წლის ქალს განუვითარდა წითელი ფერის გამონაყარი ლოყებზე. ასევე აღენიშნება ხშირი ორალური წყლულები. ორივე მაჯის სახსრის და ფალანგთაშორისი სახსრების შეშუპება და მტკივნეულობა. ლაბორატორიულად გამოვლინდა ანტინუკლეარული ანტისხეულები და გამოხატული პროტეინურია. ქვემოთჩამოთვლილი ორგანოებიდან, რომელი ზიანდება ყველაზე ნაკლებად ამ დაავადების დროს:

318

74 წლის ქალს აღენიშნება ტკივილი მარცხენა ხელსა და მარჯვენა მუხლში, რომელიც აღმოცენდა რამოდენიმე თვის წინ. ეს ტკივილი გავლენას ახდენს მის აქტივობაზე. ტკივილი ძლიერდება დღის განმავლობაში. ანამნეზში ტრავმას ადგილი არ აქვს. ტკივილი იხსნება აცეტამინოფენის მიღების შემდეგ. ფიზიკური გასინჯვით აღინიშნება ქსოვილების შეშუპება მარცხენა ხელის მეორე და მესამე ფალანგთაშუა სახსრებში. მარჯვენა მუხლის მოხრის დროს აღინიშნება კრეპიტაცია. სახსრის შეშუპება ან ერითემა არ აღინიშნება. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს ტკივილის მიზეზს ოსტეოართრიტის დროს:

319

სწორია ყველა ჩამოთვლილი გარდა: გაცხიმოვნება გვხვდება შემდეგი ენდოკრინული პათოლოგიის დროს:

320

პოტენციურად შექცევადი დემენციის მიზეზი შესაძლოა იყოს:

განმარტებები