სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
ფილტვების პერკუსიისას როდის აღინიშნება მოყრუება ტიმპანური ელფერით:
ფილტვის პერკუსიისას როდის აღინიშნება ყრუ ხმიანობა:
გულმკერდის პერკუსიისას დამუაზოს ხაზი ვლინდება ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთ შემთხვევაში:
რომელ შემთხვევაში ჩნდება ტრაუბეს სივრცეში ყრუ ხმიანობა ტიმპანური ხმიანობის ნაცვლად:
ფილტვების პერკუსიისას, როდის აღინიშნება კოლოფისებრი ხმიანობა:
ფილტვების ექსკურსია შემცირებულია ჩამოთვლილთაგან ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა:
ვეზიკულური სუნთქვა შესუსტებულია ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში ერთის გარდა:
პათოლოგიის პირობებში ბრონქული სუნთქვა ისმის ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, გარდა ერთისა:
ამფორული სუნთქვა შეიძლება მოვისმინოთ ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთ შემთხვევაში:
ჩამოთვლილი დაავადებებიდან, რომლისთვის არის დამახასიათებელი მსტვინავი ხიხინი:
წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი აღინიშნება ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა:
კრეპიტაცია აღინიშნება ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთ შემთხვევაში:
პლევრის ხახუნი ჩამოთვლილთაგან დამახასიათებელია მხოლოდ ერთისთვის:
რონქოფონია გაძლიერებულია:
ნახველში კურშმანის სპირალებს და შარკო-ლეიდენის კრისტალებს ნახულობენ ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთ შემთხვევაში:
ავადმყოფი უჩივის ზოგად დამტვრეულობას, სიმხურვალის შეგრძნებას მკერდის ძვლის უკან, ხველას, დასაწყისში მშრალი, შემდეგ კი ლორწოვანი და ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით. ინსპექციით, პალპაციით და პერკუსიით ნორმისგან გადახრა არ აღინიშნება. აუსკულტაციით ვლინდება მშრალი ხიხინი, ტემპერატურა ნორმალურია. სისხლში აღინიშნება ედს-ის ზომიერი მომატება. ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევით ცვლილებები არ ვლინდება. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
ვადმყოფი უჩივის ხველას ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით, თანდათანობით პროგრესირებად ქოშინს. ინსპექციით ვლინდება აკროციანოზი, კომბლისებური თითები და საათის მინის ფორმის ფრჩხილები. პერკუსიით აღინიშნება კოლოფისებრი ხმიანობა, აუსკულტაციით - მკვრივი სუნთქვა გახანგრძლივებული ამოსუნთქვით, მშრალი მსტვინავი და მოგუგუნე, აგრეთვე სველი საშუალობუშტუკოვანი ხიხინი. სისხლში ვლინდება ზომიერი ლეიკოციტოზი ედს-ის აჩქარება. რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის სურათის დაზონრება და ბადობრიობა. სავარაუდო დიაგნოზი:
ჩამოთვლილი მიკროორგანიზმებიდან რომელია მწვავე პნევმონიის უხშირესი გამომწვევი:
დაავადება დაიწყო უეცრად, ძლიერი შემცივნებით, ტემპერატურამ მოიმატა 40ოჩ-მდე. ავადმყოფი უჩივის ქოშინს, ტკივილს, ხველას ჟანგისფერი ნახველით. ცხვირ-ტუჩის მიდამოში გამოხატულია ციანოზი. აღინიშნება ტაქიკარდია, გახშირებული სუნთქვა. პალპაციით ვლინდება ბგერითი რხევის გაძლიერება, პერკუსიით - მოყრუება, აუსკულტაციით - ბრონქული სუნთქვა. სისხლში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი და ედს-ის მატება. რენტგენოლოგიურად აღინიშნება ჰომოგენური დაჩრდილვა ფილტვის წილის მიდამოში. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
დაავადება განვითარდა ზემო სასუნთქი გზების ანთების ფონზე. ავადმყოფი უჩივის ხველას ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით, ტემპერატურის მომატებას 38.5ოჩ-მდე. ინსპექციით ნორმისგან გადახრა არ აღინიშნება. პერკუსიით მარჯვენა ფილტვის ქვედა წილის მიდამოში ვლინდება პერკუსიული ხმის დამოკლება, იგივე მიდამოში აუსკულაციით - წვრილი და საშუალობუშტუკოვანი სველი ხიხინი. სისხლის მხრივ გამოხატულია ზომიერი ლეიკოციტოზი, ედს-ის აჩქარება. რენტგენოლოგიურად მარჯვენა ფილტვის ქვედა წილში ვლინდება მცირე ზომის დაჩრდილვის კერა. სავარაუდო დიაგნოზი: