სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
ავადმყოფის არტერიული წნევაა 190/100 მმ.ვწყ.სვ. არტერიული ჰიპერტენზიის რომელ კატეგორიას (საფეხურს) უნდა მივაკუთვნოთ წნევის ეს მაჩვენებლები (აშშ არტერიული ჰიპერტენზიის მუშა ჯგუფის მიხედვით ჟNჩ8) :
ესენციური ჰიპერტენზიის ხელისშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
ჩამოთვლილი პათოგენეზური მექანიზმებიდან რომელი არ მონაწილეობს არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებაში?
რომელი დებულება არ არის მართებული ავთვისებიანი ჰიპერტენზიის შესახებ:
ჩამოთვლილი აუსკულტაციური ნიშნებიდან რომელი არ არის დამახასიათებელი არტერიული ჰიპერტენზიისთვის:
თირკმლების რა სახის დაზიანებაა დამახასიათებელი ესენციური ჰიპერტენზიისათვის?
რომელი მოსაზრება არ არის ჭეშმარიტი რენულ ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით?
ავადმყოფს, რომელსაც აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზიის კრიზული მიმდინარეობა, კრიზებს შორის პერიოდში სუპრავენტრიკულური არითმიის გამო მიეცა 40 მგ პროპრანოლოლი (ანაპრინილი) . ნახევარ საათში ავადმყოფს დაეწყო თავის ტკივილი, შეამცივნა. თA - 190/130 მმ ვწყ. სვ. დაასახელეთ არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი ძირითადი დაავადება:
მსუბუქი ჰიპერტენზიის დროს ცხოვრების სტილის შეცვლა მოიცავს ყოველივე ქვემოთ ჩამოთვლილს, გარდა:
ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელი არ უწყობს ხელს არტერიული ჰიპერტანზიის განვითარებას?
რომელი მოსაზრებაა მართებული არტერიული ჰიპერტენზიის პროგნოზის შესახებ?
არტერიული ჰიპერტენზიის დროს სიკვდილის ხშირი მიზეზია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
რომელი დაავადებისათვისაა დამახასიათებელი უპირატესად სისტოლური წნევის მომატება?
ჰიპერტენზიული კრიზისათვის არ არის დამახასიათებელი:
არტერიული ჰიპერტენზიის მონოთერაპიის დაწყება უმჯობესია:
აგფ-ის ინჰიბიტორებისათვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტი, გარდა:
ბეტა ბლოკერების გამოყენება მიზანშეწონილია, თუ არტერიულ ჰიპერტენზიას ახლავს ყველა ჩამოთვლილი დაავადება, გარდა:
ჰიპოტენზიური პრეპარატების როგორი კომბინაციის გამოყენებაამიზანშეწონილი, თუ ჰიპერტენზიული კრიზი გართულებულია მარცხენაპარკუჭის მწვავე უკმარისობით?
ავადმყოფი ქალი, 56 წლის, შემოვიდა კლინიკაში არტერიული ჰიპერტენზიის გამო. გაზომვისას არტერიული წნევა ვწყ. სვ. 160/100 მმ-ია. სხვა ჩივილებია: კუნთოვანი სისუსტე, პარაესთეზიები, წყურვილი, რუტინული გამოკვლევისას - შრატის კალიუმი - 2.9 მეკვ/ლ. ექოსკოპიით - მარჯვენა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან შრეში მრავლობითი ექოპოზიტიური წარმონაქმნები. ამ შემთხვევაში არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ არჩევის პრეპარატია:
52 წლის მამაკაცს განუვითარდა წინაგულების ციმციმი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. გულისცემი სიხშირე - 142 წუთში. არტერიული წნევა ვწყ. სვ. 128/84 მმ; გულის უკმარისობა არ აღენიშნება. საწყისი თერაპიისათვის ეფექტურია: