სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › რევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
რევმატოლოგია სალიცენზიო
ღვიძლის ციროზი, შაქრიანი დიაბეტი, კანის ჰიპერპიგმენტაცია და ჰიპოგონადიზმი სახსრების ტკივილის ფონზე ახასიათებს შემდეგ დაავადებას:
ტრავმა (მიკროტრავმა) წარმოადგენს შემდეგი დაავადების რისკის ფაქტორს:
შობერის სინდრომი გამოიყენება შემდეგი დაზიანების გამოსავლენად:
ტრენდელენბურგის სიმპტომი ახასიათებს შემდეგი სახსრის პათოლოგიას:
ანკილოზი ყველა ჩამოთვლილი დაავადების რენტგენოლოგიური ნიშანია, გარდა:
ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან აღნიშნეთ ერთი, რომელიც აუცილებელია ფორესტიეს დაავადების სარწმუნო დიაგნოზის დასადგენად:
დაუბორნის და ერგაზონის ნიშნები დადებითია შემდეგი დაავადების დროს:
ოსტეოქონდროპათიების წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს:
პულსთერაპია მეთიპრედით პლაზმაფერეზთან ერთად გამოიყენება შემდეგი დაავადების დროს:
კიდურების და თითების ღერძების გამრუდება, დისტალური ფალანგების გამსხვილება, თითების დამოკლება, კონტრაქტურები, გულმკერდის კიფოზი, დაბალი ტანი და წელის ჰიპერლორდოზი ბავშვებში დამახასიათებელია შემდეგი დაავადებისათვის:
15 წლის ავადმყოფს მტევნების „R“-გრამაზე აღენიშნება: თითების ფალანგების სიმეტრიული დამოკლება, მათი ეპიფიზების დეფორმაცია „სოკოს ქუდების” მსგავსად და მეტაფიზებში ღრმა ნიშების არსებობა, რომლებშიც ჩაფლულია ეპიფიზები. ამასთანავე ზრდის ზონებში შეიმჩნევა ნაადრევი გაძვალება. შესაძლო დიაგნოზია:
30 წლის ავადმყოფს (პროფესიით მეშახტე-მესანგრევე) დაეწყო ტკივილი გულმკერდის წინა ზედაპირზე, რომელიც გადაეცემოდა მარჯვენა ბეჭის არეში. აღენიშნებოდა II, III მკერდ-ნეკნის შესახსრებების მტკივნეული შესივება. ლაბორატორიული მონაცემები ნორმის ფარგლებშია. შესაძლო დიაგნოზია:
19 წლის მამაკაცს მენჯის ძვლების „R“- გრამაზე აღენიშნება: მარჯვენა ბარძაყის თავის ზომის შემცირება, დეფორმაცია ფრაგმენტაციით და სკლეროზული უბნებით, სასახსრე ნაპრალის გაფართოება. მარცხენა მენჯბარძაყის სახსარი და გავა-თეძოს შესახსრებები პათოლოგიის გარეშე. რენტგენოლოგიური სურათი დამახასიათებელია შემდეგი დაავადებისათვის:
ტრიადა: ქვედა კიდურების ვენური და არტერიული სისხლძარღვების თრომბოზები, მორეციდივე სპონტანური აბორტები და თრომბოციტოპენია ახასიათებს შემდეგ დაავადებას:
წინა-გასწვრივი იოგის ოსიფიცირება გულმკერდის 6 მეზობლად მდებარე მალას შორის და მრავლობითი ენტესოპათიები შეესაბამება შემდეგი დაავადების რენტგენოლოგიურ სურათს:
38 წლის მამაკაცს უკანასკნელი 3 თვის მანძილზე აწუხებს: უძილობა, სისუსტე, ადვილად დაღლა, ტკივილი (მთელ სხეულში). პალპაციით აღენიშნება მტკივნეული წერტილები: მეორე მკერდ-ნეკნის შესახსრება, მხრის ძვლის მედიალური და ლატერალური როკები, ბეჭის ფრთა და ა.შ. ლაბორატორიული მონაცემები ნორმის ფარგლებშია.შესაძლო დიაგნოზია:
ენტესოპათიები წარმოადგენენ შემდეგი დაავადების დამახასიათებელ ნიშანს:
35 წლის მამაკაცს უმიზეზოდ განუვითარდა ორივე წინამხრის და წვივის რბილი ქსოვილების გამკვრივება, მტევნების მოხრითი კონტრაქტურები, ქვედა კიდურების სისუსტე, კანის დაჭიმვის შეგრძნება. ლაბორატორიული მონაცემები: ედს 30 მმ/სთ, ეოზინოფილია 36%, თრომბოციტოპენია. ორგანული პათოლოგია არ აღენიშნება. შესაძლო დიაგნოზია:
16 წლის ახალგაზრდა ყმაწვილს დაეწყო დისტალური ფალანგების გამსხვილება „დოლის ჩხირების” მსგავსად, შუბლზე და ხელებზე კანის გასქელება და გაუხეშება, პროფუზული ოფლიანობა, რენტგენოლოგიურად აღინიშნება პერიოსტიტები. ანალოგიური მოვლენები 15 წლის ასაკში დაწყებია მის ძმასაც. შესაძლო დიაგნოზია:
45 წლის ქალს ტანზე და ბარძაყებზე უმიზეზოდ გამოუვიდა ზომიერად მტკივნეული კანქვეშა კვანძები, კანის\ჰიპერემიით და გამკვრივებით, ზოგიერთი მათგანიდან გამოედინება ზეთისებრი სითხე. ტემპერატურა სუბფებრილურია, აღენიშნება ართლალგია. შესაძლო დიაგნოზია: