QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › რევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

რევმატოლოგია სალიცენზიო

1282 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

401

აქტიური რევმატიზმის დროს პათოგნომურად ითვლება:

402

ჰემორაგიული პნევმონიტის შერწყმა პროგრესირებად გლომერულონეფრიტთან ახასიათებს შემდეგ დაავადებას:

403

კუპრენილი ძირითადად გამოიყენება შემდეგი დაავადების სამკურნალოდ:

404

აორტის სარქვლების ნაკლოვანების, არაქნოდაქტილიის და ბროლის ამოვარდნილობის შერწყმა დამახასიათებელია შემდეგი დაავადებისათვის:

405

„დოლის ჩხირებისებრი” ფორმის თითები, გრძელი ძვლების პერიოსტიტები, მორეციდივე სინოვიტები და ოფლიანობა დამახასიათებელია შემდეგი დაავადებისათვის:

406

პონსეს რევმატიზმი შეიძლება განვიხილოთ როგორც რეაქტიული ართრიტი შემდეგი დაავადების დროს:

407

ლუპუს-ნეფრიტის დროს ოპტიმალური შერწყმაა:

408

დიასტოლური წნევის მკვეთრი დაქვეითება დამახასიათებელია გულის შემდეგი მანკისათვის:

409

„მხტუნავი” და „კაპილარული” პულსი დამახასიათებელია გულის შემდეგი მანკისათვის:

410

მიტრალური სტენოზისათვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები, გარდა:

411

გრეხემ-სტილის შუილი მოისმინება გულის შემდეგი მანკის დროს:

412

მიტრალური სტენოზის აუსკულტაციური სურათის იმიტირებას ახდენს შემდეგი პათოლოგია:

413

მიტრალური სტენოზის აუსკულტაციური სურათის იმიტირებას ახდენს შემდეგი პათოლოგიური პროცესი:

414

კისრის ვენების დაბერვა და პულსაცია, სისტოლური შუილის გაძლიერება ჩასუნთქვისას და მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია დამახასიათებელია შემდეგი დაავადებისათვის:

415

ფლინტის შუილი მოისმინება შემდეგი დაავადების დროს:

416

მოციმციმე არითმია უფრო ხშირად ვითარდება შემდეგი პათოლოგიის დროს:

417

რევმატიზმის ეტიოლოგია დაკავშირებულია შემდეგ ინფექციასთან:

418

აქტიური რევმატიზმის დროს მაღალი ეფექტურობა აქვს შემდეგ მედიკამენტს:

419

კორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომი არ აღინიშნება შემდეგი დაავადების დროს:

420

„ბლოკირებული მხარი” შემდეგი დაავადების კლინიკური გამოვლინებაა:

განმარტებები