QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ლაბორატორიული სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ლაბორატორიული სალიცენზიო

2702 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2181

რომელი Candida-ს გვარის სოკოები იწვევენ უფრო ხშირად დაავადებებს?

2182

რა მიზეზები განაპირობებენ პირობით-პათოგენური მიკრობების მიერ დაავადებათა გამოწვევას? 1) მიკროორგანიზმების ტოქსინები. 2) პათოგენობის ფერმენტების წარმოქმნა. 3) მაკროორგანიზმის დამცველი ძალების შესუსტება. 4) ინფექციური დოზის მასიურობა. 5) ბაქტერიების კოლონიზაციის უნარი.

2183

რომელი ნიადაგები უნდა ვიხმაროთ პირველ რიგში ნახველის დასათესად? 1) უბრალო აგარი. 2) ნაღვლის-მარილიანი აგარი. 3) შაქრიანი ბულიონი. 4) სისხლიანი აგარი. 5) შოკოლადის აგარი.

2184

რომელი მიკროორგანიზმები აღმოჩნდება უფრო ხშირად ჯანმრთელი თვალის კონიუქტივაზე? 1) დიფტეროიდები. 2) ენტერობაქტერიები. 3) ოქროსფერი სტაფილოკოკები. 4) ეპიდერმალური სტაფილოკოკები. 5) სტრეპტოკოკები. 6) ნეისერიები.

2185

მიუთითეთ თვალის რეზიდენტული მიკროფლორის ლოკალიზაციაზე? 1) კონიუქტივა. 2) ქუთუთოს კიდე. 3) რქოვანა გარსი. 4) ცრემლის პარკი. 5) სკლერა.

2186

აერობული მიკროორგანიზმების რომელი ჯგუფები გვხვდება უფრო ხშირად ხახის რეზიდენტულ მიკროფლორაში? 1) A-ჯგუფის სტრეპტოკოკები. 2) მომწვანო სტრეპტოკოკები. 3) ნეისერიები. 4) სტაფილოკოკები. 5) ენტერობაქტერიები. 6) კორინებაქტერიები.

2187

მიუთითეთ ძირითად კრიტერიუმებზე ჭრილობიდან მიღებული პირობით- პათოგენური ბაქტერიების ეტიოლოგიურ მნიშვნელობაზე: 1) მიკროორგანიზმების მასიური გამოყოფა. 2) ავადმყოფის სისხლის შრატში ანტისხეულების ტიტრის მატება გამოყოფილი მიკრობის მიმართ. 3) იდენტური მიკრობის განმეორებითი გამოყოფა. 4) ანტიბიოტიკოგრამა. 5) მიკროორგანიზმების გამოყოფა გამამდიდრებელ ნიადაგზე.

2188

რომელი მიკროორგანიზმები იწვევენ ყველაზე ხშირად ჭრილობების დაჩირქებას? 1) ენტერობაქტერიები. 2) სტაფილოკოკები. 3) გრამუარყოფითი ფაკულტატური ანაერობები. 4) მკაცრი ანაერობები. 5) სტრეპტოკოკები.

2189

რომელი მასალა უნდა გაისინჯოს პნევმონიის დროს? 1) ხახის ნაცხები. 2) ნახველი. 3) ცხვირ-ხახის ლორწო. 4) ბრონქების ამონარეცხი წყალი. 5) სისხლი.

2190

რომელი მიკროორგანიზმები იწვევენ ყველაზე ხშირად პნევმონიას? 1) სტაფილოკოკები. 2) სტრეპტოკოკები. 3) ენტერობაქტერიები. 4) ვირუსები. 5) ჰემოფილები. 6) მიკროორგანიზმების ასოციაციები.

2191

რომელი მიკროორგანიზმი იწვევს პნევმონიას „წითელი ჟელეს“ მსგავსი ნახველით?

2192

რომელი მიკროორგანიზმი იწვევს პნევმონიას, რომელიც ადვილად ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით?

2193

ნაღვლის ბუშტის ანთების ეტიოლოგიის დასადგენად რომელი მასალა უნდა გამოიკვლიოს?

2194

რომელი მიკროორგანიზმები იწვევენ ყველაზე ხშირად საშარდე სისტემის დაავადებებს?

2195

მიუთითეთ ურეთრის ქვემო მესამედისათვის დამახასიათებელი აერობული მიკროორგანიზმების ჯგუფებზე: 1) ოქროსფერი სტაფილოკოკები. 2) ენტერობაქტერიები. 3) ლურჯ-მწვანე დაჩირქების ჩხირი. 4) დიფტეროიდები. 5) ფეკალური სტრეპტოკოკები. 6) ეპიდერმალური სტაფილოკოკები.

2196

რომელი მიკროორგანიზმები იწვევენ უფრო ხშირად საშარდე სისტემის აღმავალ ინფექციებს?

2197

რომელი ქვემოჩამოთვლილ გრამუარყოფით კოკებს შეუძლიათ გამოიწვიონ გონორეის მსგავსი ურეთრიტები?

2198

ჩამოთვლილი ბაქტერიებიდან ყველაზე ხშირად რომელი გამოიყოფა ზურგის ტვინის სითხიდან ახალშობილებში მენინგიტის დროს? 1) Escherichia coli. 2) Streptococcus agalactiae. 3) Haemophilus influencae. 4) Listeria monocytogenes. 5) Streptococcus pneumoniae.

2199

გინეკოლოგიური საავადმყოფოს პაციენტი უჩიოდა ტკივილს წელის არეში და ქვედა მუცელში. დაენიშნა კუნთებში ამპიცილინის კურსი, მაგრამ სიმპტომატიკა დარჩა უცვლელი. შარდის გამოყოფისას აღმოჩნდა ლეიკოციტები და კალციუმის მარილის კრისტალები. შარდის დათესვისას გამოიყო გრამუარყოფითი ოქსიდაზა დადებითი ჩხირის ფორმის ბაქტერიები, მომწვანო ფერის მუკოიდური. ქვემოჩამოთვლილ ბაქტერიებიდან რომელი შეესაბამება მოცემულ ნიშნებს?

2200

ინფექციურ საავადმყოფოში მოვიდა მამაკაცი, რომელიც ასტრახანის სტეპში ნადირობის შემდეგ უჩიოდა თავის ტკივილს და შემცივნებას. ფიზიკური გამოკვლევით გამოვლინდა იღლიაში ლიმფური კვანძების გადიდება. ზოგიერთი მათგანი ძლიერ ანთებადი, ფლუქტუირებადი იყო, რაც მიუთითებს მათი გაჭრის შესაძლებლობას. მიუთითეთ რომელი დაავადების სიმპტომებზე მიგვითითებს ჩამოთვლილი ნიშნები: 1) ბრუცელოზი. 2) ტულარემია. 3) პასტერელოზი. 4) შავი ჭირი.

განმარტებები